ფილარმონიაში ქორეოგრაფ მურთაზ დაშნიანის საიუბილეო საღამო გაიმართა
28 მარტს ხელოვან ბავშვთა ფონდმა „ქართულმა გენმა“ საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის დახმარებით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი ქორეოგრაფის, მურთაზ დაშნიანის საიუბილეო საღამო მოაწყო. ღონისძიების მხარდამჭერთა შორის იყო თბილისის მერიის კულტურის სამსახურიც. ცნობილი მოცეკვავის ხსოვნას პატივი მიაგეს მისმა კოლეგებმა. ფილარმონიის სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ „ერისიონის“, „სუხიშვილებისა“ და „რუსთავის“ მოცეკვავეები. დამსწრე საზოგადოება ქართული ცეცხლოვანი ცეკვებით დაატკბო ანსამბლმა „ლაშქარმა“, რომელსაც მურთაზ დაშნიანის შვილი, ქორეოგრაფი კახა დაშნიანი ხელმძღვანელობს.