კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორმა კაცმა გაუჩინა ნინო ორდენიძეს მორჩილების სურვილი და ვისი ცხოვრებით ცხოვრობს ის


დღეს ქალიშვილს ზრდის, არის ცოლი და დიასახლისი. ყოფილი მოდელი, ნინო ორდენიძე, მშვენივრად გრძნობს თავს ოჯახურ გარემოში და მალე მეორე შვილის დედაც გახდება. მისი პრინციპული და ვაჟკაცური ხასიათიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლებოდა, ბიჭადაც დაბადებულიყო. ბავშვობაში, სიცელქის გამო, ზოგჯერ ბიჭიც კი ეგონათ. მიუხედავად ამისა, მიაჩნია, რომ მისი ძალა სწორედ თავის ქალურობაშია და ქალბატონებს ურჩევს, ბოროტად არ გამოიყენონ ის პრივილეგიები, რაც ღმერთმა სუსტი სქესის წარმომადგენლებს უბოძა.


ნინო ორდენიძე: მე მიფიქრია იმაზე, რომ, შეიძლებოდა, კაცად დავბადებულიყავი, მაგრამ ამისი სურვილი არასდროს გამჩენია. ბავშვობაში ძალიან ცელქი ვიყავი, ისეთი, რომ ჩემი მშობლები ამბობდნენ, მგონი, შეცდომაა, ეს უნდა ყოფილიყო ბიჭი, ირაკლი კი – გოგოო, იმიტომ რომ, ჩემი ძმა ძალიან მშვიდი და წესიერი ბავშვი იყო. მე ან ხეზე ვიჯექი, ან რაღაცას ვაფუჭებდი – „ვრედნი“ ვიყავი, რა! მეგობრებიც სულ ბიჭები მყავდა, რომლებთან ერთადაც ფეხბურთს ვთამაშობდი და თოჯინებს დიდი მონდომებით ვანადგურებდი (იცინის). სხვათა შორის, ჩემი შვილიც ასეთივე „სიყვარულით“ ექცევა თავის თოჯინებს.

– ანუ, ბავშვობაში შენ უკვე ყოფილხარ „კაცის ტყავში“.

– თუ შეიძლება ჩემს ბიჭურ სიცელქეს ასე ვუწოდოთ, მაშინ ვიყავი. რაც შეეხება იმას, მომგებიანია თუ არა, დაიბადო კაცად, ალბათ, არ არის ასე, რადგან, ქალებსაც არანაკლებ გაგვიმართლა.

– არ მიგაჩნია, რომ მამაკაცი ბევრად უფრო თავისუფალია?

– არა. იმიტომ, რომ, შინაგანი თავისუფლების ხარისხი არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, ქალი ხარ, თუ მამაკაცი. მე ბევრი ქალი ვიცი, რომელიც ბევრ მამაკაცზე უფრო თავისუფალია. რა არის, იცი? რაც ხარ, მაგარი უნდა იყო. მარტო სქესი არანაირ პრივილეგიას არ მოგანიჭებს. მე კაცი ვარ და ამიტომ ვარ მაგარიო – არ არის ასე. თუმცა, ჩვენ, ქალებს, მეტის ატანა შეგვიძლია. ხომ ნათქვამია, რომ, იმ ტკივილს, რასაც ქალი მშობიარობის დროს განიცდის, ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებდაო. როცა კაცს რამე სტკივა, როგორი ვაჟკაციც უნდა იყოს, მაინც წუწუნებს. ქალები უფრო ვიტანთ ბევრ რამეს.

– ქალს ისიც შეუძლია, რომ ძლიერი მამაკაცი მართოს.

– მე ასე ვიტყოდი – გააჩნია მამაკაცს. არიან კაცები, რომლებიც მართავენ ქალებს. თუ შენ მართავ, ისე უნდა მართო, რომ კაცს პირიქით ეგონოს – ეს არის მომგებიანი სიტუაცია. თუმცა, მე ვარ პატრიარქატის მომხრე და მიმაჩნია, რომ ცოლი უნდა ცხოვრობდეს ქმრის ცხოვრებით. ამ შემთხვევაში, ის იდეალური ვარიანტი, რომ შენ ისევ შენებურად იცხოვრო, ქმარმა კი ამაში ხელი შეგიწყოს და თან თავისი საქმეც აკეთოს – არ გამოვა. ერთ-ერთს აუცილებლად დათმობა მოუწევს და, ჯობია, ქალმა დათმოს.

– რატომ?

– იმიტომ რომ, მაინც ქალია. კაცი, რომელიც ცოლს ყოველთვის ყველაფერს უთმობს, პირადად მე, არ მომეწონება. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ გათხოვების შემდეგ ქალი სახლში დაჯდეს და მარტო დიასახლისობით იყოს დაკავებული. ჭკვიანია ქალი, რომელიც ახერხებს, კაცს თავისი უპირატესობა ყოველთვის აგრძნობინოს, თავისი საქმეც აკეთოს და ოჯახსაც კარგად მიხედოს. ქალმა უნდა იმუშაოს, რატომაც არა, მაგრამ, ეს არ უნდა ხდებოდეს ქმრის ინტერესების, მისი მამაკაცური თავმოყვარეობის დაკნინების ხარჯზე. ხომ გითხარი, პატრიარქატის მომხრე ვარ-მეთქი (იცინის).

– ცოტა მიკვირს, შენ რომ ამბობ ამას...

– სხვათა შორის, მე ყოველთვის ასე ვფიქრობდი, მაგრამ, გვერდითაც უნდა გყავდეს ისეთი მამაკაცი, რომელიც დათმობის სურვილს გაგიჩენს. არ არის ლამაზი ქალის ზედმეტი აქტიურობა. თუმცა, ძალიან მომწონს საქმიანი, წარმატებული, ჭკვიანი ქალები. უბრალოდ, მეტისმეტი დამოუკიდებლობა არ უნდა მოინდომო, თორემ, როგორც წესი, მეტისმეტად ჭკვიანი, განათლებული, აქტიური და დამოუკიდებელი ქალები მარტონი რჩებიან ხოლმე. კაცის სიტყვა მაინც გადამწყვეტი უნდა იყოს ქალისთვის, აუცილებლად. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მწამს.

– ამბობენ, ყველა წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი ქალი დგასო. შენ დაეთანხმები ამ მოსაზრებას?

– მხოლოდ ნაწილობრივ. წარმატებული კაცის უკან, შეიძლება, ძალიან დებილი ქალიც იდგეს, მაგრამ, საბოლოოდ, ამ კაცის წარმატებას რა მოუვა, ეგ არის საკითხავი. ასეთი ანდაზაც არსებობს: შეუძლია, თუ არა ქალს, კაცი მილიონერად აქციოსო? დიახ, შეუძლია, თუ ეს კაცი მანამდე მილიარდერი იყოო – ეს სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი. როცა კაცი, მაგალითად, პოლიტიკაშია, ცოლის სიშტერე, მის რეიტინგზე კატასტროფულად მოქმედებს. ასეა მთელ მსოფლიოში და, მეტ-ნაკლებად – საქართველოშიც. სულ ვამბობ, რომ ჩემი იდეალი და მისაბაძი ქალი არის ჰილარი კლინტონი, ვგიჟდები ამ ქალზე, აი, როგორი უნდა იყოს კარგი ცოლი! მონიკასთან ბილ კლინტონის სკანდალი ამ კაცის კარიერასა და რეიტინგს სამუდამოდ დაასამარებდა, ცოლი რომ არ დასდგომოდა იმ მომენტში გვერდით. გამოვიდა ჰილარი და თქვა, მე ვაპატიე ჩემს ქმარს და თქვენ ვინ ხართო – ამით გადაარჩინა მისი რეპუტაცია და აუწია კიდეც რეიტინგი. ანუ, მაგარი ტიპია ჩემი ქმარიო. ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, ჰილარის მონიკა თმებით რომ ეთრია თეთრ სახლში (იცინის). მთელი ქვეყნის დასაცინები გახდებოდნენ, ცოლიც და ქმარიც. ახლა ჰილარი ისეთ თანამდებობაზეა და ისეთი გავლენა აქვს, შეიძლება, ბილს იქით გაუხდეს რამე სახვეწარი. (იცინის). ძალიან მაგარი ქალია ჰილარი კლინტონი – საჭირო მომენტში ქმარს ნამუსი მოწმინდა და, მარტო მისი კი არა, საკუთარი ღირსებაც იხსნა.

– თუ ჰილარის მხარდამჭერი ქალების რიცხობრივ უპირატესობას გავითვალისწინებთ, ესე იგი, ქალბატონებმა მისი მაშინდელი საქციელი დადებითად შეაფასეს.

– ნამდვილად. ყველა ნორმალური ქალი აღფრთოვანებული იქნება ჰილარით. თვით მისი ქმარიც კი შოკში იყო. მაშინ მე პატარა ვიყავი, მაგრამ, კარგად მახსოვს, რა ამბავი იყო ატეხილი.

– ესე იგი, ჭკვიანია ქალი, რომელიც ქმარს „ცელქობებს“ პატიობს?

– რა არის, იცი? ცელქობასაც გააჩნია. რაღაცის პატიება ნამდვილად შეიძლება. მთავარია, შენს თავმოყვარეობას ძალიან არ შეეხოს. თუ ერთი ამბავი აქვს ატეხილი ვინმესთან და მთელი ქვეყანა ამაზე ლაპარაკობს, მაშინ, ისევ ქალმა უნდა შეძლო და ღირსეულად გამოხვიდე ამ არასასიამოვნო სიტუაციიდან. ზოგიერთი რამე კი, უბრალოდ, უნდა „გაატარო“.

– გამოვიდოდა კაცი გამოქვაბულიდან, ქალი რომ არ ყოფილიყო?

– ეჰ, გამოვიდოდა, გამოვიდოდა! ჩვენ კი გვგონია, რომ, ჩვენ გარეშე დაიღუპებიან, მაგრამ, არც ასეა საქმე. მშვენივრად ზრუნავენ საკუთარ თავზე. არ არის საჭირო, მათზე ისე ვიფიქროთ, როგორც სუსტ, დაუცველ არსებებზე. კაცზე ვლაპარაკობთ, ბოლოს და ბოლოს. უუნარო, მშიშარა, საცოდავი კაცი აღარ არის მამაკაცი.

– როგორი არ უნდა იყოს ჭეშმარიტი მამრი?

– უპასუხისმგებლო და მატყუარა. მატყუარა კაცი საშინელებაა, არაფრით არ შეიძლება მისი ნდობა. დღეს თუ სხვას ატყუებს, ხვალ შენ გეტყვის ისეთ ტყუილს, რომ, არ მოგინდება მის გვერდით ცხოვრება. ჯობია, ყველაზე მწარე სიმართლე გითხრას და ეს გაცილებით დასაფასებელია, ვიდრე სულ ზღაპრებს გიყვებოდეს. თან, ხომ ხვდები, რომ გატყუებს – ყველა ქალი ხვდება, როდის იტყუება მამაკაცი. თუ ზოგიერთი შეგნებულად იტყუებს თავს, ეს მისი პრობლემაა. იცი, როგორი უნდა იყოს მამაკაცი?! – რომელიც უსიტყვოდ, მარტო თავისი არსებობით გაგრძნობინებს, რომ მისი სახით ყველაზე დიდი დამცველი გყავს. მე დღეს უბედნიერესი ქალი ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, ჩემი ქმრის გვერდით არასდროს არაფერი გამიჭირდება. ლევანს ყველაფერში შემიძლია, ვენდო და თვალდახუჭული გავყვე – ქალისთვის ამაზე დიდი კომფორტი არ არსებობს. უკვე ვეღარც ვხვდები, რაზე შეიძლება, დავიწუწუნო. ქალებმა უნდა ვიცოდეთ ჩვენი მამაკაცების ფასი.

– და, ჩვენი ადგილიც?

– აუცილებლად, აბა, რა! ეს არანაირად არ აკნინებს ჩვენს ქალურ ღირსებას, პირიქით. თორემ, იძახე – მე ვარ, რაც ვარო და, ბოლოს მიხვდები, რომ არც ისე ყოფილა საქმე, შენ რომ გეგონა.

– ვატყობ, ძალიან მკაცრი მამაკაცი იქნებოდი.

– უფრო – მომთხოვნი. კაცი ასეთი უნდა იყოს და, სხვათა შორის, ქალიც. მე ახლაც ვითხოვ, რომ პატივი მცენ, როგორც პიროვნებას. ჩემი შვილიც კი, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა, დაბადებიდანვე ითხოვდა მისი პიროვნებისადმი პატივისცემას. ეს ადამიანში თავიდანვე უნდა იყოს კოდირებული და, როცა ეს გაქვს, ძალიან მოქმედებს იმათზე, ვინც გარშემო გყავს – დედა, მამა, ძმა, მეგობარი თუ ქმარი – ყველა გრძნობს, რომ შენთან ცუდად ხუმრობა არ შეიძლება და არ ხარ ადვილად ხელწამოსაკრავი. ეს არ კეთდება ყვირილით, ჩხუბით, კატეგორიული ტონით. არ შეიძლება ადამიანს მოსთხოვო ის, რასაც თავად ვერ მისცემ. ჩვენი მთავარი შეცდომაც ის არის, რომ, ზოგჯერ იმას ვითხოვთ სხვისგან, რაც თავად არ გაგვაჩნია. ჯერ იმაზე უნდა იფიქრო, რას მისცემ შენ მას, მერე მოითხოვო საპირისპირო მხრიდან და მაშინ არც ურთიერთობაში გექნება პრობლემები. კაცი რომ ვყოფილიყავი, სულელ და ჩერჩეტ ქალს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიტანდი, ლამაზი კი არა, მზეთუნახავიც რომ ყოფილიყო. ქალი ვარ და ერთი საათი ვერ გავუძლებ სულელ ქალს, ცოლს ავიტანდი ასეთს?!. ისიც არავინ დაიჯეროს, რომ კაცებს სულელი ქალები მოსწონთ. ტყუილია, უბრალოდ, არსებობენ ჭკვიანი ქალები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა დოზით და როდის უნდა „წაისულელონ“, ეს კი სულ სხვა რამეა. ძალიან დიდი ნიჭია ისიც, როგორ შესთავაზო კაცს პრობლემა, რომელიც ოჯახშია. არ არის აუცილებელი, რაც სახლში ხდება, კაცმა ყველაფერი იცოდეს, იმ პრობლემის თქმასაც შესაფერისი მომენტი სჭირდება. სულ ცხვირჩამოშვებულ და პრობლემებით დახუნძლულ ქალს ჩემმა მტერმა უყურა. არ სჭირდება უნივერსიტეტის დამთავრება და დიდი დიპლომატია იმის მიხვედრას, რა სჭირდება კაცს ოჯახში – რა თქმა უნდა, სითბო და სიმშვიდე. შეიძლება, სულ არ გქონდეს ქალს განათლება მიღებული და ამას მაინც მიხვდე – უბრალოდ, ასეთად უნდა დაიბადო.


скачать dle 11.3