კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაცვალა ლეხ კაჩინსკიმ სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტები ჩვეულებრივ ნომერში და რატომ გაატარა მან 11 თვე ციხის იზოლატორში


10 ყველაზე სკანდალური, საინტერესო და უცნობი ფაქტი

პოლონელი იურისტისა და პოლიტიკოსის, ვარშავის ყოფილი მერისა და განთქმული რუსოფობის – ლეხ კაჩინსკის პოლიტიკური კარიერა 1977 წელს დაიწყო, 2005 წელს კი იგი პოლონეთის პრეზიდენტად იქნა არჩეული. პოლონეთთან საქართველოს საკმაოდ საქმიანი და თბილი ურთიერთობები აკავშირებს და, აქედან გამომდინარე, საინტერესო იქნება, გავეცნოთ უცნობი ფაქტების ტრადიციულ ტოპ-ათეულს ლეხ კაჩინსკის შესახებ.

1. ძმები კაჩინსკები 1949 წლის 18 ივნისს ვარშავაში დაიბადნენ. იაროსლავი 45 წუთით უფროსია ლეხზე და, როგორც პოლონეთში ვარაუდობენ, ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებებით იაროსლავი უფრო გამოირჩევა. ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლეხმა საკუთარ ძმას ამ სიტყვებით მიმართა: „ბატონო თავმჯდომარე, მისია შესრულებულია“! ერთი კვერცხუჯრედიდან გაჩენილი ტყუპები – ლეხი და იაროსლავი, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ, ერთ სკოლაში, ერთ ლიცეუმში და ერთ ფაკულტეტზე სწავლობდნენ ვარშავის უნივერსიტეტში. ორივემ იურისტის პროფესია აირჩია და ისინი ერთად ებრძოდნენ პოლონეთის კომუნისტურ რეჟიმს. ძმები კაჩინსკები იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, რომ ლეხის შვილიშვილი ვერ არჩევს ბაბუას ბაბუის ძმისგან, როდესაც ისინი ერთად არიან. თუმცა პოლიტიკოსები ძმებს მაინც განასხვავებენ, რადგან ლეხი ოდნავ უფრო მსუქანია და მას ცხვირზე პატარა ხალი აქვს.

2. პირველად ძმები კაჩინსკების შესახებ პოლონეთში 1962 წელს გაიგეს, როდესაც კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა პოპულარული პოლონური საბავშვო ზღაპარი „ორნი, რომლებმაც მთვარე მოიტაცეს“, სადაც მთავარ როლებს, 13 წლის ლეხი და იაროსლავი ასრულებდნენ. ფილმში ისინი სკოლის მოსწავლეებს, ტყუპ ძმებს – იაცეკსა და პლაცეკს ასახიერებდნენ, რომლებიც არ უჯერებდნენ არც მშობლებს და არც მასწავლებლებს და მუდამ თავგადასავლების ძიებაში იყვნენ. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ძმებ კაჩინსკებს ჯერაც არ აუღიათ ჰონორარი ფილმში მონაწილეობისთვის. ლეხ კაჩინსკი ჰონორარის მიღების შემთხვევაში, მთლიანი თანხის ქველმოქმედებაზე დახარჯვას გეგმავს.

3. 1980 წელს ლეხ კაჩინსკი უკვე ცნობილი დისიდენტი იყო პოლონეთში და წამყვანი პოზიციები ეკავა მუშათა დაცვის კომიტეტში – „სოლიდარნოსტ“. იმავე წელს პოლონეთში შემოღებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ლეხ კაჩინსკი ანტისაბჭოთა გამოსვლების გამო კომუნისტებმა დააპატიმრეს და 11 თვე მან ციხის იზოლატორში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ ლეხ კაჩინსკი პოლონური ოპოზიციის მაშინდელი ლიდერისა და მომავალი პრეზიდენტის ლეხ ვალენსას თანამებრძოლი იყო, რომელთანაც დღეს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აკავშირებს.

4. პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის პანიკურად ეშინია ციფრი 17-ის, რომელიც მისი აზრით, უბედურების მომტანია. პოლონური მედიის ცნობით, კაჩინსკი ყოველთვის თავს არიდებს რაიმე მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელის მოწერას ან გადაწყვეტილების მიღებას, თუკი ეს 17 რიცხვში ან 17 საათზე ხდება. ცნობილია, ასევე, ბელგრადული ინციდენტის შესახებ, როდესაც სერბეთში ვიზიტად მყოფ კაჩინსკის მისი კანცელარიის თანამშრომლებმა სასტუმროში საპრეზიდენტო აპარტამენტი დაუბრონეს, რომლის ნომერიც 317 იყო. როდესაც კაჩინსკიმ ამის შესახებ გაიგო, მან დაუყოვნებლივ მოითხოვა ნომერის შეცვლა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ სასტუმროს ყველა საპრეზიდენტო აპარტამენტის ნომერში ციფრი 17 ფიგურირებდა (317, 417, 517) და, საბოლოოდ, კაჩინსკიმ ადგილი გაუცვალა მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთ წევრს და ჩვეულებრივ ერთადგილიან ნომერში გაატარა ღამე.

5. პოლონეთში ყოველწლიურად აღინიშნება კატების დღე და ამ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, კატების დიდმა მოყვარულმა, თავისი საყვარელი კატის – რუდოლფის, რომელიც მას ჯერ კიდევ ვარშავის მერად მუშაობის პერიოდში აჩუქეს, ფაიფურის ასლის გაყიდვა გადაწყვიტა საქველმოქმედო აუქციონზე, საიდანაც შემოსული თანხა უპატრონო ცხოველების თავშესაფრის ასაშენებლად გადაირიცხება. აღსანიშნავია, რომ კაჩინსკის ფაიფურის კატის ასლის ახალი მფლობელი სამადლობელო წერილს მიიღებს პრეზიდენტისგან.

6. ლეხ კაჩინსკი არაერთხელ აღმოჩენილა კურიოზულ სიტუაციაში. ერთ-ერთი იყო 2006 წელს ლიტვაში გამართული სამიტიდან დაბრუნების შემდეგ მომხდარი ამბავი. აღმოსავლეთევროპული ქვეყნების ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულ კაჩინსკის, ვარშავის რადიომ ინტერვიუ ჩამოართვა, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პრეზიდენტთან – ჯუღაშვილთან შეხვედრამ. კაჩინსკის, უბრალოდ, ერთმანეთში აერია სააკაშვილი და იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი).

7. გახმაურებული სკანდალი მოჰყვა პოლონურ ჟურნალ „ვპოსტში“ 2007 წელს გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მკერდმოშიშვლებული იყო გამოსახული, ხოლო ძმები ლეხ და იაროსლავ კაჩინსკები ჩვილი ბავშვებივით მიკრულები იყვნენ მის მკერდზე. გერმანულმა „ბილდმა“ ამ ფოტოკოლაჟს „ევროპის დედინაცვალი“ უწოდა. კაჩინსკის ადმინისტრაციას ამ ფოტოსკანდალთან დაკავშირებით რაიმე სახის ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

8. პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ პოლონეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 30 ათას ევროს ითხოვს. საქმე კი ისაა, რომ ლეხ კაჩინსკიმ თავისი წინამორბედი საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხილა. კაჩინსკიმ ისიც დაამატა, რომ ვალენსას ოპერატიული ფსევდონიმი „ბოლეკი“ იყო და მისი თანამშრომლობა „კაგებესთან“ პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში მოძიებული მასალებით დასტურდება. ვალენსა თავისი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოს მეშვეობით ცდილობს და დავა ექს და მოქმედ პრეზიდენტებს შორის დღემდე არ დასრულებულა.

9. პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ, თავის სატელევიზიო გამოსვლაში შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიყენა გეი-ქორწინების ვიდეოკადრები. კაჩინსკი ევროკავშირის ახალი კონსტიტუციის კრიტიკით გამოვიდა და განაცხადა, რომ პოლონეთი არასდროს არ დაუშვებს ერთსქესიან ქორწინებებს. კაჩინსკი ცნობილია თავისი უარყოფითი დამოკიდებულებით „ცისფერების“ მიმართ. ჯერ კიდევ ვარშავის მერად მუშაობის პერიოდში მან რამდენჯერმე აკრძალა „გეიაღლუმების“ ჩატარება ვარშავის ქუჩებში. აღსანიშნავია, რომ გეიქორწილის მთავარი მოქმედი პირები, ამერიკელი მეუღლეები, ბრენდან ფეი და თომას მულენი, სასამართლოში ჩივილს აპირებენ, რადგან, მათი თქმით, კაჩინსკიმ მათი პირადი ცხოვრების აფიშირება მოახდინა, რაც მათთვის მიუღებელია.

10. კითხვაზე, თუ რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ლეხ კაჩინსკის, პრეზიდენტი პასუხობს: „უაზრო ხუმრობები ჩემს სიმაღლესთან დაკავშირებით“. 168 სანტიმეტრის სიმაღლის კაჩინსკის მისი ოპონენტები ხშირად დასცინიან ტანმორჩილობის გამო, ყველაზე მეტად კი პრეზიდენტს ის აღიზიანებს, რომ მას დისნეის მულტიპლიკაციურ გმირს – მიკი მაუსს ამსგავსებენ.


скачать dle 11.3