კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნელ-თბილი


„დემოკრატებზე“ მოქნილი „მარიონეტები“

რაკი ძალა აღმართს ხნავს (როგორც პირდაპირი, ისე საარჩევნო მნიშვნელობით), ოფიციალური თბილისი ოფიციალურად არჩეულ პრეზიდენტ იანუკოვიჩთან ოფიციალურად ნელ-თბილადაა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ „ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის არჩევანს“ და, რაც მთავარია, იმიტომაც, რომ დასავლეთმა არჩევნები დემოკრატიულად შერაცხა. მეორე მხრივ, არც ისაა სიახლე, რომ ჩვენი ოფიციოზი გულში ბ-ნ იანუკოვიჩს მაინც კრემლის ფავორიტად მიიჩნევს (თუმცა ამას უკვე არც იანუკოვიჩისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, არც რფ-სთვის და არც თვით დასავლეთისთვის). რაკი უკრაინა და საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის ექსპორტიორი ტანდემი იყო, აშკარაა, მარტო დავრჩით. მეორე მხრივ, არა მხოლოდ მარტო – ერთადერთიც გავხდით (რაც, თუ რიგიანად ვიმოქმედებთ, ხეირადაც შეიძლება, ვაქციოთ). ხოლო, ვიდრე ჩვენ ერთადერთი ვართ, ისიც გაირკვა, რომ უკრაინაში სახელმწიფო ენის სტატუსი მხოლოდ უკრაინულს ექნება. ეს ინფორმაცია უკრაინული „რადას“ თავმჯდომარემ – ვლადიმირ ლიტვინმა გაავრცელა. რუსულის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადება ვიქტორ იანუკოვიჩის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა, გამარჯვების შემდეგ მან ეს საკითხი ჩააჩოჩა იმ მიზეზით, რომ ამის შესრულებას უკრაინის კონსტიტუციის ცვლილება სჭირდება, მე კი საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მაქვსო, – ბრძანებს ახლა უკვე პრეზიდენტი იანუკოვიჩი. რთული სათქმელია, რატომ გადაიფიქრა ამ უკანასკნელმა წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, ან, საერთოდაც, მოახერხებს (გნებავთ, მოისურვებს) თუ არა უკრაინის „რადაში“ საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვებას (რა თქმა უნდა, „რადას“ არჩევნების შემდეგ), მაგრამ (ისევე, როგორც ლუკაშენკოს შემთხვევაში), აშკარაა, რომ ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში მარიონეტებად და დიქტატორებად წოდებულები, დემოკრატებად წოდებულებზე მოქნილად იქცევიან.


скачать dle 11.3