კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტელევიზორიანი ღარიბები


არცოდნის შვება

ჩვენს ქვეყანაში, დაახლოებით, ბიბლიური მდგომარეობაა: მარჯვენამ არ იცის, რას იქმს მარცხენა. შესაბამისად, რაკი არ იცის (და ეს ის შემთხვევაა, როდესაც არცოდნა შვება და სინათლეა), აქეთ – დიადი აღმშენებლობაა (პათოსით: დავეწიეთ და გავუსწარით ევროპას, თანაც, ყველა პარამეტრით), იქით კი – საქართველოს 1 800 000 მოქალაქე ცდილობს, მოხვდეს სიღარიბის დაძლევის პროგრამაში (დაძლევას ვამბობთ, თორემ, რეალურად, ჰა და ჰა, 50-ლარიანი დახმარება იგულისხმება). მართალია, ცდილობს, თუმცა 50 ლარში ჯერჯერობით მხოლოდ 450 000-სს გაუმართლა, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების კრიტერიუმები იცვლება (ანუ ამიერიდან შესაძლებელი გახდება დაშვება, რომ, მაგალითად, „ქოლგეითით“ ღარიბმაც შეიძლება, ჩაიტაროს პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურა), ლოგიკურია, რომ დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზრდება. ამ ლოგიკური დასკვნის მიუხედავადაც, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი (ანდრია ურუშაძე) განმარტავს, რომ კრიტერიუმის შეცვლის მიზანი არა ბაზის გაზრდა, არამედ შეფასების სრულყოფაა. ჰოდა, რაკი სრულყოფილებისკენ მივისწრაფით, ამიერიდან სიღარიბის დაძლევის 50-ლარიან დახმარებას მხოლოდ ისინი ვერ მიიღებენ, ვისაც აქვს: ძვირად ღირებული გამათბობლები, სატელიტური ანტენა, პლაზმური ტელევიზორი და სხვა ამდაგვარობები. თუ გავიხსენებთ, რომ ამდაგვარობები ჩვენს იმ ჩინოვნიკებს აქვთ, რომელთა ხელფასი 100 000-ს უკაკუნებს, როგორც ჩანს, ჩვენებურად სიღარიბის დაძლევის ლოგიკა ასეთია: ფული ფულთან მიდის (ამიტომაც, ვისაც საბჭოთა ტელევიზორი აქვს, მას სახელმწიფო 50 ლარს მისცემს, ვისაც – პლაზმური ტელევიზორი, თვეში 5 000-ს). ყვავისა და მისთვის გაგდებინებული კაკლის პრინციპიდან გამომდინარე, ისიც საქმეა, რომ ამიერიდან ღარიბების გამოვლენის მექანიზმი გამარტივდება. ბ-ნი ურუშაძე იმასაც დასძენს, რომ ამ ცვლილებებს, შესაძლოა, ქვეყანაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაც კი მოჰყვესო. ჩემთვის უცნობია ხსენებული ბატონის ამ კონკრეტული დასკვნის ლოგიკა, როგორც ის, რომ, თუ უკვე დავეწიეთ და გავუსწარით ევროპას, საქართველოს 2 მილიონამდე მოქალაქე რატომ ლამობს თვეში 50-ლარიანი დახმარების მიღებას?!


скачать dle 11.3