კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქორწინა თბილისელმა ფატუნა ბუშიჰედმა ინდიელი ჩეროკების ტომის ლიდერის შვილიშვილზე ჯანი ბუშიჰედზე და რას ნიშნავს მისი გვარი ინდიელთა ენაზე

დიზაინერ ფატუნა ბუშიჰედს „თბილისელების“ მკითხველი კარგად იცნობს. შესაძლოა ბევრს აინტერესებს მისი გვარის წარმომავლობა. საქმე ისაა, რომ ფატუნა, რომლის ქალიშვილობის გვარი გიორგაძეა, ამერიკელი მეუღლის, წარმოშობით ჩეროკ ინდიელთა ტომის შთამომავლის – ჯონ ბუშიჰედის გვარს ატარებს. ისინი ექვსი წლის წინ შეუღლდნენ. დღეს ფატუნა და ჯანი (როგორც ფატუნა ეძახის) ჩვენი რესპონდენტები არიან.

– სად გაიცანით ერთმანეთი?

ჯანი: მე საქმიანი ვიზიტით ჩამოვედი საქართველოში. ჩემი მეუღლეც მაშინ გავიცანი ჩემი პარტნიორის ოჯახში და ძალიან მომეწონა, თუმცა, არ გამომიხატავს.

– როგორ მოხიბლე ჩვენი თანამემამულე?

– თვალს ვადევნებდი როგორ ცხოვრობდა ფატუნა, ვხედავდი, რამდენს მოსწონდა იგი. ვიფიქრე, რომ არავის მივაქცევდი ყურადღებას და ამ გათამამებული გოგონას გულის მოსაგებად ტაქტიკური გზა ავირჩიე.

– რა გზა?

– ყოველთვის ვცდილობდი, მისთვის თვალებში არ შემეხედა, რომ არ დავბნეულიყავი. სულ ცოტა ხანში მე და ფატუნა კარგი მეგობრები გავხდით. 17 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვიქორწინე და არ მომეწონა ცოლქმრული ურთიერთობა. ამიტომ, დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორედ არასდროს ვიქორწინებდი. თუმცა, ფატუნას გამოჩენამ ყველაფერი ამირია.

– რამდენი ხნის დაშორებული იყავით პირველ მეუღლესთან, როდესაც ფატუნა გამოჩნდა თქვანს ცხოვრებაში?

– პირველ ცოლთან დაშორებიდან 22 წლის შემდეგ გავიცანი ფატუნა. სანამ ფატუნა გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ლამაზი მანდილოსნები მეკითხებოდნენ, სიმპათიური ადამიანი ხარ, განათლებული, რატომ არ ქორწინდებიო, ჩემი პასუხი ასეთი იყო: რატომ უნდა დავქორწინდე, როდესაც მაქვს საშუალება, მქონდეს ყველაფერი, რაც მომინდება და მყავდეს უამრავი ლამაზი ქალი გარშემო-მეთქი. ისინი მიმტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი არ იყო სიყვარული. მე კი კვლავ ჩემს პოზიციას ვიცავდი და ვამბობდი: იმიტომაც არსებობენ ძაღლები, რომ მოუარო, იზრუნო და გიყვარდეს-მეთქი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფატუნას შევხვდი, ვიწამე, რომ სიყვარული იყო ამოსავალი წერტილი ყველაფრისა და მის გარეშე სხვა დანარჩენს ფასი ეკარგებოდა.

– ფატუნას როგორ ახსენდება ჯანის გაცნობა?

ფატუნა: როდესაც ჯანი პირველად მოსულა ჩვენს ოჯასხი, მაშინ მე სახლში არ ვიმყოფებოდი. ჩემი ფოტოები უნახავს და უკითხავს, ვინ არისო. სტუმრები რომ წავიდნენ, დედაჩემმა აღმოაჩინა, რომ ჩემი ფოტო გაქრა. (იცინის).

ამის შემდეგ ჩვენმა საერთო ნაცნობმა დაგვირეკა და მთხოვა: ფატუნა, უცხოელი სტუმრები გვყავს და ეგებ გვესტუმრო და თარჯიმნობა გაგვიწიოო. კონცერტზე მივდიოდი, მაგრამ მისი დაჟინებული თხოვნის შემდეგ მივედი, უფრო სწორად, მოვალეობა მოვიხადე: მისაღებ ოთახში ჯანი იჯდა ორ მეგობართან ერთად. რამდენიმე წუთი გავესაუბრე და წამოვედი.

ჯანი: კი არ მოვიდა, ჩაიქროლა და გაქრა.

ფატუნა: ამის შემდეგ ჯანი ხშირად ურეკავდა მამაჩემს და ყავაზე შემოგვივლიდა ხოლმე. ერთხელ მთხოვა, სახლი მინდა ვიქირავო და, თუ შეძლება, მომეხმარე ყველაფრის არჩევა-მოწყობაშიო. რასაკვირველია, ჩვენი ოჯახის ახლობელს ამ თხოვნაზე უარს არ ვეტყოდი. ჯანიმ ყველაფერი ჩემი გემოვნებით მომაწყობინა და ისე მოხდა, რომ უკვე სამი თვის თავზე ამ სახლში ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. (იცინის). ძალიან შემიყვარდა, ჯანი საოცრად განათლებულია, არაჩვეულებრივი იუმორით, თან, რაღაცნაირი კარგი ტიპი, ყველასაგან განსხვავებული. აქვს ძალიან საინტერესო წარმოშობა, ისტორია. მართლა პრინცია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა შორეული ქვეყნიდან.

– ჯანი რამდენი წლითაა უფროსი შენზე?

ჯანი: მე 19 წლით უფროსი ვარ ფატუნაზე.

ფატუნა: ყველაზე მაგარი ისაა, რომ ჯანის პირველი ქორწინებიდან ჰყავს ჩემხელა ბიჭი, ჯეარი, ის ზუსტად 29 წლისაა. ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. თურმე, სანამ დავქორწინდებოდით, ჯანის მისთვის ჩემი ფოტოები გაუგზავნია, ის კი ძმაკაცებში დადიოდა და აჩვენებდა, ნახეთ მამაჩემმა რა მაგარი ცოლი მოიყვანაო (იცინის).

– რამდენი წელია, რაც თქვენი ოჯახი შეიქმნა?

ჯანი: ჩვენ უკვე ექვსი წელია, ერთად ვართ. ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, მე ბედნიერი ვარ.

– ამჟამად სად ცხოვრობთ?

ფატუნა: ამჟამად ვცხოვრობთ აღმაშენებლის გამზირზე, ჩემს მშობლებთან ერთად. იქვე მაქვს გახსნილი ჩემი დიზაინ-სტუდია. ჯანი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მომანატროს ჩემი სამშობლო, პერიოდულად ვცხოვრობთ ამერიკაში, ალბანეთში, ავსტრიაში.

– როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ოჯახის წევრებს, როდესაც თქვენი გადაწყვეტილება შეიტყვეს ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით?

– ჯანი მოვიდა ჩვენს ოჯახში მამასთან ჩემი ხელის სათხოვნელად. მისთვის ეს მოულოდნელი იყო და მან ბოდიში მოიხადა, ერთი წუთით გავალო. ჯანი მეკითხებოდა, იარაღის გამოსატანად ხომ არ წავიდაო. სინამდვილეში მამაჩემი ვალიდოლისთვის იყო გასული. ემოციური სტრესის გადატანის შემდეგ გამოგვიცხადა, რომ ფატუნას არჩევანს დიდ პატივს სცემდა და მისთვის შვილის გადაწყვეტილება მისაღები იყო.

ჯანი: არ მინდა, იფიქროთ, პატივს არ ვცემ ქალებს. რადგან ვთქვი, რომ ძაღლზე ზრუნვა საკმარისია სიყვარულისთვის-მეთქი, რა თქმა უნდა, ვცდებოდი. მე ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი სუსტი სქესის წარმომადგენლებს, რომელთა გარემოცვაშიც ვიზრდებოდი დედაჩემისა და ჩემი სამი დის სახით. მათ ძალიან დიდი სიყვარულით მიიღეს ჩვენს დიდ ოჯახში ფატუნა. ისინი მოიხიბლნენ ჩემი ქართველი მეუღლითა და მისი ოჯახით. მე არაჩვეულებრივი სიდედრი მყავს, რომელიც პიანისტია. ჩემი სიმამრი არქიტექტორ–ინჟინერი გახლავთ, ეს კულტურა, ამ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ნათლად წარმოაჩენს მთლიანობაში ფატუნას სახეს, მე ის თავის ოჯახთან ერთად მიყვარს.

– ფატუნა, შენ როგორ გაიხსენებ ამერიკელ დედამთილთან შეხვედრას?

ფატუნა: მასთან შეხვედრისას მეგონა, მეორე დედა ვნახე ამერიკაში. ასეთი იდენტური ჩვევები... არ ვიცი, ქალბატონი ელენიც არაჩვეულებრივად უკრავს ფორტეპიანოზე, ფლობს რამდენიმე ენას. ის ოთხჯერ იყო საქართველოში სტუმრად და ძალიან მოეწონა აქაურობა. ის ლინკის მეძახის.

– რატომ ლინკის?

– ჯანიმ დამარქვა ასე. ჩემზე საუბრისას რუსულად დაუმარცვლავს „მა-ლინ-კიო“ და მას შემდეგ ლინკის მეძახიან.

ჯანი: საქართველოდან ჩასვლის შემდეგ დედაჩემი პრეზიდენტ ბუშს სწერდა: დავეხმაროთ საქართველოს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იქაური ახალგაზრდები აქტიურად დავასაქმოთო (იცინის).

– რას საქმიანობს ქალბატონი ელენი?

– დედაჩემი არისტოკრატია, ის საფრანგეთის სამეფო კარის წარმომადგენელია, გვარად რემო. ელენ ბუშიჰედ-რემო ლუიზიანის ფრანგული კუთხიდანაა.

ფატუნა: ქალბატონი ელენი სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელევიზიაში, რადიოში, უკრავდა ეკლესიაში, ის მრავალმხრივ განათლებული ადამიანია. ჯანის და ლოს-ანჯელესში „ცი ბი ეს-ის“ პროდიუსერია, ჩემი მეორე მული „ნიუ-იორკ თაიმსისთვის“ ბესტსელერებს წერს, მესამე – წარმატებული ნეიროქირურგია იუტას შტატში. მოკლედ, ამისთანა მანდილოსნების გარემოცვაში გაიზარდა ჯანი.

– ჯანი, რა აღმოაჩინეთ საქართველოში ფატუნას გარდა?

ჯანი: საიდან შეიძლება დაიწყო. ასე მგონია, წინა ცხოვრებაში ქართველი ვიყავი. წარმოუდგენლად მდიდარი კულტურის ქვეყანაა და ხალხიც ძალიან თბილი და მეგობრულია. მოხიბლული ვარ ქართული სამზარეულოთიც.

– რა მოგეწონათ?

– უკვე ძალიან მიყვარს ტოლმა, მწვადი, ჩემი სიდედრის შემწვარი კარტოფილი, ხინკალი გაქვთ ქართველებს არაჩვეულებრივი. ამერიკელებმა ხინკალი, რომ გასინჯონ, ალბათ, „მაკდონალდსისკენ“ აღარც გაიხედავენ.

– თქვენ გყავთ პატარა ქელი. რა ენაზე ესაუბრებით მას?

ფატუნა: ჩვენი ქალიშვილი ქელი სამი წლის ხდება. მე რამდენიმე მის წინადადებას გეტყვით და თქვენ დაგაწყვიტეთ, რა ენაზე მეტყველებს ის: „ქამ ჰიერ აქა,“ „ლეტს გოუ ატაში“, „მოდი აქ ენდ ქის“, „ფინგერს ვავა პაპა?“... (იცინის). თუ ვინმე ინგლისურად დაელაპარაკება, ქელი ეუბნება: „ეს პაპას ლენგვიჯია“.

– ბატონო ჯონ, გვიამბეთ თქვენი გვარის შესახებ.

ჯანი: ჩემი გვარი ინდიელთა ენაზე ჟღერს, როგორც – „ონა დოტა“, ბუშიჰედი მისი ინგლისურად ნათარგმნი ვარიანტია.

ჩემი პირველი წინაპარი იყო ლუდოვიკ გვენდი ევროპიდან – შოტლანდიიდან, რომელიც ამერიკაში ჩასვლის შემდეგ დაქორწინდა ინდიელ ქალზე ჩეროკების ტომიდან. 1720 წლისათვის ამერიკის ერთ-ერთ შტატში მდებარეობდა ტენისის სამხედრო ბაზა. ტენისი ამ დროისათვის ევროპელთა და ინდიელთა შორის გამუდმებული შეტევების ეპიცენტრი იყო. საბოლოოდ, ინდიელებმა ყველა ევროპელი ამოხოცეს და მთელს ბაზაზე სამი ადამიანი გადარჩა; ერთი მათგანი გახლდათ სწორედ გენერალი სტიუარდი, რომელიც ინდიელთა კარგა ხნის ტყვეობის შემდეგ დაქორწინდა ლუდოვიკ გვენდისა და მისი ინდიელი მეუღლის შვილიშვილზე. მომავალში მათ შორის საუკეთესო ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მაშინ, როცა ამერიკაში ჩასული ევროპელები ძალიან ცუდი დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ ინდიელებთან. სტიუარტსა და მის ჩეროკ მეუღლეს გაუჩნდათ ბავშვი. რადგან გენერალს ძალიან სქელი თმა ჰქონდა, ახალშობილს ჩეროკებმა დაარქვეს „ონადოტა“, რაც ინგლისურად ითარგმნება „ბუშიჰედ“, ანუ ბუჩქივით თავი, სქელთმიანი თავი.

1830 წელს პრეზიდენტს ენდრიუ ჯექსონის ბრძანებით, ამერიკა ინდიელი მოსახლეობისაგან უნდა გაეწმინდათ და გადაესახლებინათ ისინი მდინარე მისისიპის გადაღმა, დასავლეთით. ეს იყო ინდიელთა ეთნიკური გენოციდი. ვის სისხლშიც ინდიელის სისხლის 16 პროცენტი მაინც ჩქეფდა, ის ამ იძულებითი ემიგრაციის მსხვერპლი ხდებოდა. მათი გადაადგილებისას ბევრი ინდიელი დაიღუპა. ამ გზაში დაიბადა ჩემი მეცხრე ბაბუა, მომავალში ძალიან ცნობილი პიროვნება, რომლის სახელი დღესაც ცნობილია. მისი სახელობის მონუმენტი დღესაც არის აღმართული მის მშობლიურ მხარეში. ის იყო ინდიელთა ლიდერი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამერიკულ მთავრობასთან და იცავდა ინდიელთა ინტერესებს.

– სულ რამდენი ინდიელი იყო ემიგრირებული?

– ასი ათასამდე ინდიელი იყო ემიგრირებული და მათგან ძალიან ბევრი დაიღუპა გადაადგილებისას. მათ შორის უმეტესობა 60 ათასი ჩეროკების ტომის წარმომადგენელი იყო, რომელთაგან 4 ათასზე მეტი გზაში გარდაიცვალა. ინდიელებს არ ჰქონდათ ტანსაცმელი, როდესაც მათ ჯორჯიის შტატი უნდა გაევლოთ, ჩაუარეს ერთ-ერთ საავადმყოფოს, სადაც ევროპელები მკურნალობდნენ. მათ ლტოლვილებს ზეწრები მიაწოდეს მოსახვევად. როგორც ჩანს, ეს ზეწრები რაღაც ინფექციით იყო დასნებოვნებული, რის გამოც ინდიელებში ეპიდემიამ იფეთქა და ძირითადად ამან შეიწირა ბევრი ინდიელის სიცოცხლე.

– საბოლოოდ სად დასახლდნენ ისინი?

– იმ ადგილს, სადაც ინდიელები ჩავიდნენ და დასახლდნენ, უწოდეს „ოკლაჰომა“, ანუ „წითელი მიწა“. იქ არ ხარობდა არაფერი და ირგვლივ წითელი მიწის გარდა ვერაფერს ნახავდით. თუმცა, ძალიან მალე, ამ ტერიტორიაზე ინდიელებმა აღმოაჩინეს ნავთობი, რაც ახალი დაპირისპირების საბაბი გახდა. ევროპელები ოკლაჰომაშიც ჩავიდნენ და ინდიელები დანაწევრებულად ჩაასახლეს. ახლაც ნახავთ მრავალ აბრას სადაც წერია: „თქვენ კვეთთ ინდიელების საზღვარს“. ჩემი წინაპარი, ჩიფ დენის ბუშიჰედი, გახდა ჩეროკების ლიდერი, მან დაწერა ჩეროკების ანბანი. ჩიფის ძმა გაზეთ „სან-დიეგოს“ დამაარსებელია, ჩიფის შვილიშვილი – ჯეს ბუშიჰედი ჩემი ბაბუაა, რომლის მამაც გახდა პირველი ჩეროკი ექიმი. ჩვენს ოჯახში ახლაც ინახება გაზეთი, რომელშიც წერია, რომ ჩემი ბაბუის ბაბუას ერთ-ერთი ქალბატონისთვის გაუკეთებია ოპერაცია, რომლის საფასურის გადახდაც ავადმყოფს დიდხანს ვერ მოუხერხებია. სტატიაში მოთხრობილია, თუ როგორ გადაიხადა ამ ქალბატონმა ეს 3 დოლარი ოპერაციიდან 20 წლის თავზე, მაშინ, როდესაც მისი ექიმი უკვე 14 წლის გარდაცვლილი იყო. (1929 წელი გაზეთი „ქლეიმორი“). ასე მოვედით ბუშიჰედები დღემდე.



ეკა სალაღაია


скачать dle 11.3