კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარტოსულების ქვეყანა


მსოფლიოში თითქმის აღარ დგას მალარიის პრობლემა. მით უმეტეს, იმ ქვეყნებში, რომლებზეც ახლა ვისაუბრებთ, მაგრამ მსოფლიოს ექვსი ყველაზე განვითარებული ქვეყანა სავსეა მარტოსული ადამიანებით, რომლებიც დეპრესიით იტანჯებიან.

იაპონია მარტოსულების ქვეყნების სიას ორმოცი წლის წინ შეუერთდა. მანამდე ამ ქვეყანაში ოჯახური იდილია მთავარი იყო. მოხუცები თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდნენ. ახლა სტატისტიკა შემაშფოთებელია: 4 მილიონი მოხუციდან 3 მილიონი არ ცხოვრობს თავის ახლობლებთან. ამომავალი მზის ქვეყანაში მოზარდებიც არ არიან ბედნიერები. მათი 73 პროცენტი მიიჩნევს, რომ მარტოსულია და მაშასადამე, უბედურიც.

დიდი ბრიტანეთი – ინგლისში მარტოსულები ქვეყნის საერთო მოსახლეობის ორმოც პროცენტს შეადგენენ. ბრიტანელები აქტიურ, აგრესიულ პროპაგანდას ეწევიან მარტოობის დადებითი მხარეების შესახებ. აქ მარტოსულობას ეკონომიკური მიზეზებიც აქვს. პაემანი ძალიან ძვირია, სულ ცოტა 200 ფუნტი მაინც ჯდება. მამაკაცებსაც ფულის გადახდას, საღამოს სახლში მარტო ჯდომა ურჩევნიათ.

ჩინეთი – ამ უზარმაზარ, ხალხმრავალ ქვეყანაში დიდი შანსი გაქვს, მარტო დარჩე. ჩინეთში დღითიდღე მატულობს იმ ახალგაზრდა მამაკაცების რიცხვი, რომლებმაც არ იციან, ვისზე დაქორწინდნენ, რადგან გასათხოვარი ქალების რაოდენობა ძალიან მცირეა.

შვედეთი – მარტოსულობის რიცხვით და მარტოობის უპირატესობის პროპაგანდით, ეს ქვეყანა მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას. აქ ეზარებათ დაქორწინება და არ ეშინიათ განქორწინების. ყოველი მეოთხე ადამიანი მარტოსულია. არ იცნობს საკუთარ მეზობლებს და ზოგჯერ უახლოეს ნათესავებსაც კი.

კანადა – არც აქ არის საქმე უკეთესად. ლამის კანადელთა ნახევარი მიიჩნევს, რომ ოჯახი მხოლოდ ტვირთია. კანადაში მარტოხელა მამაკაცების რიცხვი მარტოხელა ქალებთან შედარებით 1 მილიონით მეტია. კანადაში არც გამრავლებაზე იკლავენ თავს. ოჯახზე საშუალოდ 1,2 ბავშვი მოდის, რაც ძალიან ცოტაა.

ამერიკა – ამერიკა დიდი ხანია, იქცა ინდივიდუალისტების ქვეყნად. აქ ყველას ჯერ კარიერა უნდა, ცხოვრება კი მარტოობაში გადის.


скачать dle 11.3