კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განაახლეთ ურთიერთობა!


ცხოვრება გღლით თავისი მონოტონურობით და ერთფეროვნებით. სიყვარული არაჩვეულებრივი გრძნობაა, მაგრამ როგორც კი ყოველდღიურობის მსახვრალი ხელი შეეხება, ელფერს კარგავს და ხუნდება. თუ თქვენი ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც ამ დღეებში იყო, როცა ერთ ჭერქვეშ დაიდეთ ბინა, ნუ მიეცემით სასოწარკვეთას. გამონაკლისი ნამდვილად არ ხართ. ძალიან ბევრი წყვილი უჩივის ერთფეროვნებას ურთიერთობაში. ექსტრიმი ყველას სჭირდება. მით უმეტეს, როცა საქმე ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას ეხება. ყველაფერი მაინც თქვენზეა დამოკიდებული. მამაკაცს ნაკლებად აქვს განვითარებული ფანტაზიის უნარი. ამიტომ, ისევ თქვენ მოინდომეთ და გააოცეთ ის. დაე, აღმოაჩინოს თქვენში ისეთი რამ, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა.

მაგალითად, მოამზადეთ განსაკუთრებული კერძი. ხომ იცით, რა უყვარს მას. სწავლა ძნელი არ იქნება. მთავარი მონდომებაა. შეგიძლიათ, დაპატიჟოთ თეატრში, კინოში ან სტადიონზე. თუკი იცის, რომ ფეხბურთი არ გიყვართ, ეს მას გააოცებს და გაახარებს.

ქალებს ერთი ცუდი ჩვევა გვაქვს – ხშირად ვექცევით დაქალების გავლენის ქვეშ. როცა ისინი პირადი ცხოვრების დეტალებს გვიყვებიან, ქვეცნობიერად ახდენენ ზეგავლენას ჩვენს საქციელზეც. სხვისი ცხოვრება არ შეიძლება ადამიანს მაგალითად გამოადგეს. თქვენი ურთიერთობა მხოლოდ თქვენი ურთიერთობაა და გადაწყვეტილებები გულის კარნახით მიიღეთ.

თუ თქვენ შორის რაღაც გაუგებრობა წარმოიშვა, გაბუტვას და მესამე პირის ჩარევას, აჯობებს, მშვიდად გაერკვეთ სიტუაციაში.


скачать dle 11.3