კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუნდაც ერთხელ...


ზოგიერთი ქალისთვის ნორმაა, მამაკაცური ძალის დემონსტრირებით ქალის უსიტყვო მორჩილება. „ასეთია ქალის ხვედრი, უნდა მოითმინო“, – არავითარ შემთხვევაში! რა თქმა უნდა, მამაკაცი ძლიერია და მის პიროვნულ ღირსებებს ჯეროვანი პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ, ტირანიასა და მამაკაცის პიროვნულ ღირსებას შორის უზარმაზარი განსხვავებაა. არ შეიძლება, აჰყვე მცდარ სტერეოტიპებს. არასოდეს უთხრათ საკუთარ თავს: „მე მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. დავიღუპები. ერთ დღესაც ვერ გავძლებ“. ძალიან კარგად გაძლებთ. სამუშაოსაც იშოვით და საკუთარ თავსაც გამოკვებავთ. ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების. მოთმინება ქალის შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ არსებობს ზღვარი მოსათმენსა და მოუთმენელს შორის. პატივი ეცით საკუთარ პიროვნებას და აუცილებლად მოითხოვეთ მამაკაცისგანაც იგივე. ყველაზე დამღუპველია მოსაზრება: „უმჯობესია, ბავშვებს ჰყავდეთ ცუდი მამა, ვიდრე საერთოდ არ ჰყავდეთ“. ცუდი მამა ნიშნავს ცუდ გავლენას. არ შეიძლება ბავშვისთვის სულერთი იყოს, როგორ ეპყრობიან დედამისს. ოჯახში, სადაც დედას სცემს მამა და ის ამას ითმენს, სრულფასოვანი ადამიანები არ იზრდებიან.

არასოდეს დაიდანაშაულოთ თავი იმაში, რომ ქმარი გცემთ. „ისე უნდა მოვქცეულიყავი, რომ არ გამეღიზიანებინა“, – ეს არ არის სწორი პოზიცია. თქვენ შეიძლება, გააღიზიანოთ, მაგრამ ის იმიტომ არის მამაკაცი, რომ ცოლს შეცდომისთვის მუშტებით არ გაუმასპინძლდეს.

თქვენ არ ხართ ქმრის საკუთრება. ცოლობა არ ნიშნავს მონობას და ოჯახი ორი თანასწორუფლებიანი ადამიანის ჰარმონიული კავშირი უნდა იყოს. გახსოვდეთ, თუკი ის ერთხელ მაინც აღმართავს თქვენზე ხელს და ამისთვის პასუხი არ მოეთხოვება, აუცილებლად გაიმეორებს იგივეს. „მხოლოდ ერთხელ“, – შეიძლება აპატიოთ, მაგრამ ეს მართლაც მხოლოდ ერთხელ უნდა გააკეთოთ.


скачать dle 11.3