კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იშორებდა თავიდან „კაგებე“ არასასურველ ადამიანებს, „CO-ს“ აბითა და „მეწამული სითხის“ საშუალებით


1991 წლის მაისში, ჰონკონგის სასტუმრო „ჰილტონის“ ერთ-ერთ ნომერში, თავმოკვეთილი იპოვეს 61 წლის ვიტორ გუსევი, რომელიც „კაგებეს“ ყოფილი მაიორი იყო. ის 1981 წელს კანადაში გაიქცა და დაწერა წიგნი „ჯოჯოხეთის მოციქულები“. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ წიგნიდან, რომელიც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა – ავტორზე მისმა კოლეგებმა ათი წლის მერე მაინც იძიეს შური ღალატისთვის...

„სასიკვდილო სალამი“

შურისძიების მწვერვალი – მკვლელობაა, რასაც სპეცსამსახურების ენაზე „ლიკვიდაცია“ ეწოდება. „კაგებეში“ კი ეს საქმე ხელოვნების დონეზეა აყვანილი და რამდენიმე სპეციალური, გასაიდუმლოებული ლაბორატორია ფუნქციონირებს, რომლებიც ამ საკითხებზე ინტენსიურად მუშაობენ.

არ არსებობს მკვლელობის სახეობა, რომელიც „კაგებეს“ არ ჰქონდა „არსენალში“ და მის აგენტს არ შეეძლო შესრულება: დაწყებული სნაიპერული გასროლით, დამთავრებული გაზით გაგუდვის „უბედური შემთხვევით“, ანუ, შეკვეთა აბსოლუტურად ზუსტად სრულდებოდა და მითითებიდან ნახევარი ნაბიჯით გადახვევაც კი უმკაცრესად ისჯებოდა. ეს იმიტომ რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საბჭოთა უშიშროება სისხლიანი სცენების გარეშე ცდილობდა ადამიანების მოშორებას და ლიკვიდაციას რესპექტაბელობის ჩარჩოში ათავსებდა. თავის მოკვეთის, ტყვიებით დაცხრილვის, ცოცხლად დაწვისა და სხვა მსგავსი მეთოდები მხოლოდ და მხოლოდ „პერებეჟჩიკებზე“ (მოწინააღმდეგის მხარეზე გადასულებზე) ვრცელდებოდა და, გამორიცხული არაა, რომ მეც მსგავსი საშუალებით გამისწორდნენ. სხვების მოშორება კი „კაგებეს“ „გულის შეტევით“ ან „ღვიძლის დაშლით“ უფრო აწყობდა. სწორედ ასეთი მეთოდის გამოყენებით მოკლეს დასავლეთ გერმანიაში უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერი სტეპან ბენდერა, რომელსაც მკვლელმა პულვერიზატორი შეასხა სახეში. ბენდერა რომ გაკვეთეს, ექსპერტებმა მას ინფარქტი დაუდგინეს, თუმცა, გამოძიებამ მაინც აღმოაჩინა ამ საქმეში „კაგებეს“ კვალი და მას მერე საბჭოთა უშიშროებას მკაცრი დირექტივები მისცეს, რომ მკვლელებს შემდგომში უკვალოდ ემოქმედათ.

მკვლელობის ხელოვნება საბჭოთა კავშირში მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში განვითარდა და არნახულ ტექნოლოგიურ დონეს მიაღწია. სწორედ მაშინ დაიწყო ფუნქციონირება იმ ავად სახსენებელმა ბროვერმანის ლაბორატორიამ, სადაც მანამდე არნახული, შეიძლება ითქვას, სატანური ტექნოლოგიები მუშავდებოდა. იქვე შეიქმნა, ეგრეთ წოდებული, CO-ს აბი, რომელიც ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგს უჩვენებდა ექსპერტიზას. თეთრი აბი ნებისმიერ სასმელში იხსნებოდა და მისი დალევიდან 2-3 საათში, ადამიანი მოულოდნელად კვდებოდა, სითხეში გარეული საწამლავი კი ორთქლდებოდა და ქიმიური ანალიზის შედეგადც კი, საწამლავის აღმოჩენა შეუძლებელი იყო, ხოლო გაკვეთილ მიცვალებულს ბუნებრივი აირით მოწამვლის დიაგნოზი უდგინდებოდა, რაც „უბედური შემთხვევების“ კატეგორიაში გადიოდა. ამგვარად მოიშორეს თავიდან რუსი ემიგრანტები და უკიდურესი ანტიკომუნისტები – პავლე როდოვსკი და ევგენი ვორსი. ისინი ნიუ-იორკის ბინაში აღმოაჩინეს „გაზით გაგუდულები“ – მათმა მკვლელმა „კაგებეს“ აგენტმა ბინიდან წასვლის წინ გაზქურა ჩართო, რითაც „უბედური შემთხვევის“ ეფექტი გაამყარა...

ბროვერმანის „შემოქმედების“ მწვერვალი იყო ეგრეთ წოდებული „მეწამული სითხე“, რომელსაც სპეციალური ნემსით შეუშხაპუნებდნენ საიდუმლო აგენტს, ის ხელს ართმევდა სალიკვიდაციო ობიექტს და ობიექტი ერთი კვირის მერე გულის მოულოდნელი შეტევით ისე კვდებოდა, რომ მას ვერაფერი შველოდა. თავად აგენტს კი, მაქსიმუმ, ექვსი საათის შემდეგ ანტიშხამს უშხაპუნებდნენ და ის უვნებელი ხდებოდა. ანუ „მეწამული სითხის“ განეიტრალება პირველი ექვსი საათის განმავლობაში იყო შესაძლებელი, მერე კი მისგან თავის დაცვა შეუძლებელი იყო. შხამი მოსაკლავი ობიექტის ორგანიზმში ხელიდან ხელზე კანის ცხიმოვანი უჯრედებიდან ან ხელისგულზე გამოჟონილი სულ მცირე ოფლითაც კი გადადიოდა...

1979 წლის ივნისში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ელიტურ წვეულებაზე, მე იური სორბონსკის ჩამოვართვი ხელი, რომელიც პროფესიით ექიმი იყო, საბჭოთა კავშირიდან 1966 წელს გაიქცა და ლეონიდ ბრეჟნევზე წერდა წიგნს, სადაც საბჭოთა ლიდერს მრავალ სისაძაგლეში ამხელდა. ამიტომ, სორბონსკის თავიდან მოშორების გადაწყვეტილება მიიღეს და, „სასიკვდილო სალმიდან“ ერთი კვირის თავზე, საღ-სალამათი სორბონსკი გულის მოულოდნელი შეტევით გარდაიცვალა...


скачать dle 11.3