კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა ამოიცნოთ ადამიანის ხასიათი დაბადების თვის მიხედვით და როდის დგება კრიტიკული წლები ჩვენს ცხოვრებაში


აღმოსავლური ასტროლოგია დასავლურისგან ბევრად განსხვავდება, თუმცა მათ შორის ბევრი საერთოც არის. აღმოსავლური ასტროლოგია უფრო გასაგებია და არ ითხოვს დიდ ასტრონომიულ-ასტროლოგიურ გათვლებს.

მზისა და მთვარის, ასევე, პლანეტების მიხედვით შეგიძლიათ, სხვადასხვა დროს დაბადებული ადამიანის ხასიათის ნიშან-თვისებებისა და შტრიხების გაგება. მაგალითად:

იანვარში, ანუ ხარის თვეში დაბადებული ადამიანი არ არის მომთხოვნი. მაღალი თანამდებობის პირების გვერდით ის თავს მეტად წარმატებულად გრძნობს. ადვილად ემორჩილება სხვათა გავლენას. მისთვის კრიზისულია 3, 18, 67 და 80 წლები.

თებერვალში, ანუ ვეფხვის თვეში დაბადებული – ცხოვრებისეულ საკითხებში მეტად ბრძენია, ასევე, გონებამახვილი და გაწონასწორებულია. არასდროს იბრძვის დიდებისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სხვების რჩევებს. თავადაც კარგი მრჩეველია. მისთვის კრიზისულია 16, 67 და 78 წლები.

მარტში, ანუ კურდღლის თვეში დაბადებული ადამიანი ცოცხალი გონებით გამოირჩევა. შეუძლია, ნებისმიერ ადამიანთან საერთო ენის გამონახვა. იზიდავს ჰუმანიტარული საგნები. ორმოც წლამდე მთლიანად ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს. მისთვის კრიზისულია 50, 60 და 80 წლები.

აპრილში, ანუ დრაკონის თვეში დაბადებული – იმპულსური და მებრძოლია. ხშირად გრძნობს გარშემო მტრების არსებობას. თუ მოინდომა, წარმატებას ადვილად მიაღწევს. შრომის უნარის გამოვლენის შემთხვევაში გამდიდრების კარგი შანსი აქვს. კრიზისულია 62 და 66 წლები.

მაისში, ანუ გველის თვეში დაბადებული ადამიანი, ვერ იტანს, როცა მასზე გავლენას ახდენენ. ცდილობს, ნაკლებად ეკონტაქტოს მასზე განათლებულ ადამიანებს. მისთვის კრიზისულია 30 წელი.

ივნისში, ანუ ცხენის თვეში დაბადებული – ნიჭიერია, თუმცა ზარმაცი და არაორდინალური. აქვს ქონებისა და სიმდიდრის დაგროვების უნარი. უყვარს ოჯახური ტრადიციები. მისთვის კრიზისულია 40, 50, 77 წლები.

ივლისში, ანუ ცხენის წელში დაბადებული ადამიანი ყველას მიმართ კეთილგანწყობილია, ცდილობს, არავის აწყენინოს. შესაძლოა, რამდენიმეჯერ შექმნას ოჯახი. ერიდება ჩხუბს, კონფლიქტებს. მას სუსტი ჯანმრთელობა აქვს. მისთვის კრიზისულია 27, 34 და 48 წლები.

აგვისტოში, ანუ მაიმუნის თვეში დაბადებული ადამიანი მეტად დამოუკიდებელია. ნელ-ნელა აღწევს მატერიალურ კეთილდღეობას. შეუძლია, ბევრჯერ დაქორწინდეს. უყვარს ფულის ხარჯვა. ასევე, ამტანია და შეუძლია, განსაცდელს გაუძლოს. მისთვის კრიზისულია 23, 28, 69, 72 და 80 წლები.

სექტემბერში, ანუ მამლის თვეში დაბადებული ადამიანი ჭკვიანია, უყვარს კამათი. მისგან კარგი პოლიტიკოსი და მეცნიერი დგება. ცხოვრების მეორე ეტაპზე ბედნიერად გრძნობს თავს. მეგობრები და კოლეგები ხშირად უწვდიან დახმარების ხელს. ისიც ერთგულია მათ მიმართ. მისთვის კრიზისულია 7, 19, 39 და 69 წლები.

ოქტომბერში, ანუ ძაღლის თვეში დაბადებული ადამიანი გამოირჩევა გემოვნებით. მას შეუძლია, ირგვლივ ყველაფერი გაალამაზოს და ჰარმონიაში იცხოვროს. წარმატებას სახელმწიფო სამსახურში აღწევს. ეხმარება ახლობლებს. კრიზისულია 39, 40, 60 და 70 წლები.

ნოემბერში, ანუ ღორის თვეში დაბადებული – მუდმივად ზრუნავს სხვებზე. ძლიერი პიროვნებაა. შეუძლია გარშემო მყოფი მტრების ადვილად დამარცხება. ასევე, შესწევს უნარი, ადრეულ ასაკში დიდ წარმატებას მიაღწიოს. მისთვის კრიზისულია 29, 61 და 78 წლები.

დეკემბერში, ანუ ვირთხის თვეში დაბადებული ადამიანი შემტევი ხასიათისაა. გამოირჩევა სიმკაცრით. არ უყვარს ჭკვიანი ადამიანების რჩევა-დარიგების მოსმენა. ადვილად იკეთებს კარიერას. ცდილობს, ცხოვრებაში საკუთარი სახელი და ადგილი დაიმკვიდროს. მოპოვებულ ავტორიტეტს კი გონივრულად იყენებს. მისთვის კრიზისულია 24, 32 და 72 წლები.


скачать dle 11.3