კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეცნიერები ადამიანის ტვინში წარსულს კითხულობენ


სწავლულებმა დაამუშავეს ადამიანის თავის ტვინის აქტივობის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, გაირჩეს ადამიანთა არა მარტო რთული აზრები, არამედ წარსულის მოგონებებიც. კვლევის ავტორები – ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევართა ჯგუფი, ელეანორ მაგვაირის ხელმძღვანელობით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეთოდით აზრობრივი სახეების გამოცნობის ლიდერები არიან.

ახალ კვლევებში სწავლულებმა გამოიყენეს ამ მეთოდის გაუმჯობესებული ალგორითმი, რომლის საშუალებითაც შეიძლება „გამოვიცნოთ თავის ტვინში შენახული „ეპიზოდური მეხსიერების“ ის სახეები, რომლებიც შედგება ადგილის, დროის, კონკრეტული ადამიანების სახეებისა და ქმედებებისგან შემდგარი კომპლექსური მოგონებებისგან.

მკვლევართა ჯგუფმა აჩვენა, რომ ტვინის აქტივობის სკანირების მეთოდი მოცემულ მომენტში ტვინის ქერქის ქსოვილებში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებაზე დაყრდნობით, დიდი ალბათობით ავლენს, რას ფიქრობს ამ დროს ადამიანი წარსულზე, როდის ან სად იყო, რა სიტუაციაში რას აკეთებდა და ასე შემდეგ.

კვლევის დროს ათეულობით მოხალისეს შესთავაზეს, აერჩიათ სამიდან ერთი, შვიდი წამის ხანგრძლივობის, მარტივსიუჟეტიანი ფილმი. ამ დროს ხდებოდა ტვინის აქტივობის სკანირება და ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ჰიპოკომპს – ტვინის იმ მონაკვეთს, რომელიც სივრცეში ორიენტაციას, მახსოვრობას და სწავლას აკონტროლებს. გარკვეული დროის შემდეგ ცდის პირებს სთხოვდნენ, გაეხსენებინათ ფილმი, რაც ასევე სკანირდებოდა კომპიუტერულად. ამ მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ალგორითმის საშუალებით უმრავლეს შემთხვევაში ზუსტად განისაზღვრა, რომელ ფილმს უყურებდა ცდის პირი.

ბის გამოცნობის ტექნოლოგია მომავალში ფიქრით მართული კომპიუტერების და სხვა აპარატურის წარმოების განვითარების საშუალებას მოგვცემს. ასევე, დაგვეხმარება თავდაცვის სფეროში, ტერორისტებისა და დამნაშავეების აღმოჩენაში.


скачать dle 11.3