კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტერორიზმის სახე ქერათმიანი ქალბატონი გახდა


ამერიკის შეერთებულ შტატებში აგორდა სკანდალი პენსბურგში მცხოვრები 46 წლის კოლინ პენი ლა როზას ირგვლივ. მას ტერორისტებთან კავშირში სდებენ ბრალს. ბრალდების თანახმად, ლა როზა, რომელიც ცნობილია, აგრეთვე, მეტსახელებით „ჯიჰად ჯეინი“ და „ფატიმა ლა როზა“, ინტერნეტის დახმარებით გადმოიბირებდა ხოლმე ისლამისტ ტერორისტ-თვითმკვლელებს და ევროპასა და აზიაში ტერორისტული აქციების ორგანიზებაში ეხმარებოდა.

ცოტა ხნის წინ იგი სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო. თუკი ლა როზას დამნაშავედ ცნობდნენ, მას სამუდამო პატიმრობა და 1 მილიონი დოლარი ჯარიმა ემუქრებოდა.

ფილადელფიის ფედერალური პროკურორი მაიკლ ლევი აღნიშნავს, რომ ლა როზას საქმე გვიჩვენებს „მორიგ რეალურ მუქარას, რომელიც ინტერნეტში იმალება“ და აგრეთვე იმ ფაქტს, რომ „ტერორისტები ცდილობენ, თავის შავბნელ საქმეებში ამერიკელები ჩართონ“, ამასთანავე, შემაშფოთებელია ის, რომ ტერორისტთა გამოვლენა მათი გარეგნული იერით არ ხერხდება.

ლა როზა 2009 წლის 15 ოქტომბერს ფილადელფიაში დააპატიმრეს ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით. გამოძიებით დადგინდა, რომ ის ამზადებდა ყალბ პასპორტებსა და ბილეთებს, აგრეთვე, სხვა დამხმარე საშუალებებს, გადმოიბირებდა ხოლმე შაჰიდებს. დაკითხვაზე „ჯიჰად ჯეინმა“ აღიარა, რომ გეგმავდა შვედი მხატვარ-უათრიკატურისტის ლარს ვილსკის მკვლელობას. სწორედ უკანასკნელმა შექმნა მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურები, რითაც მუსლიმანთა აღშფოთება გამოიწვია.

კოლინს არ დაუმთავრებია საშუალო სკოლა. მან 16 წლისამ მიატოვა სწავლა და ცოლად 32 წლის შედლონ „ბადი“ ბარნუმას გაჰყვა, რომელსაც მალე დაშორდა. კოლინს ადრეც ჰქონდა პრობლემები კანონთან, მაგრამ მაშინ საქმე ეხებოდა „საყოფაცხოვრებო კრიმინალს“. უკანასკნელად ასეთი ინციდენტი მოხდა 2002 წელს. მეზობლები მას ახასიათებენ, როგორც „უცნაურ“ და „ჭკუაზე შეშლილ ლედის“. ბოლო დროს კოლინი ვიღაც კურტ ჰერმანთან ცხოვრობდა, რომელსაც შემდეგ დოკუმენტები მოპარა. საბრალდებო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ფატიმა ლა როზა“ არა მარტო სხვების „დავერბოვკებას“ ცდილობდა, არამედ, როგორც თვითონ განაცხადა, მზად იყო, „შაჰიდი“ გამხდარიყო.


скачать dle 11.3