გია მურღულიას კოლექციიდან
***
ქმარი კვლავ ძალიან მთვრალი ბრუნდება სახლში. ცოლმა სილა გააწნა და მკაცრად ეკითხება:
– აბა მითხარი, კიდევ დალევ არაყს?
ქმარი დუმს. ცოლი ისევ გააწნის სილას:
– მითხარი-მეთქი, კიდევ დალევ არაყს?
– ჰო, კარგი, კარგი – ამოილუღლუღა ქმარმა, დამისხი...
***
ჭიაყელიან ანკესთან თევზი მიცურდა.
– შენ ვინა ხარ?
– ჭიაყელა.
– ბიჭი ხარ თუ გოგო?
– ბიჭი.
– აბა, სირი სად არის?
– სირი ზემოთ ზის.
***
მიტო ცოლს ირთავს. წინა დღეს სირს მწვანედ იღებავს. ძმაკაცი:
– მიტო, ეს რასა შვრები?
– მაიცა კაცო, თუ ხვალ მარო მკითხავს, მწვანე რად არისო, ესე იგი ნაღდი ფერის ნანახი ექნება!
***
ქმარი მოულოდნელად სახლში დაბრუნდა და დაწვა. უცებ, საწოლის ქვემოდან ფაჩუნი მოესმა.
– ცუგა, შენა ხარ? – იკითხა ნახევრად მძინარემ და ხელი გადმოჰყო.
ვიღაცამ ხელი აულოკა და უთხრა:
– ჰო, მე ვარ.
***
მიხოს ავტობუსში ვირი ვერ აჰყავს, სახედარი არ ემორჩილება:
– ამო, შე მართლა ვირო, აბა ნახე – შენზე ნაკლებები სხედან აქა?!
***
ქმარი მოულოდნელად დაბრუნდა სახლში, კარადა გამოაღო და შიშველი კაცი დაინახა.
– აქ რას აკეთებ? – ჰკითხა გაოცებულმა.
– ტაქსს ველოდები! – უპასუხა კაცმა.
– აბა, რა სისულელეს ამბობ?
– აბა, რა სისულელეს მეკითხები?
***
ძველმა თვითმფრინავმა ჰაერში ძაგძაგი დაიწყო. ერთი მგზავრი გვერდით მჯდომ სვანს შეშინებული ეუბნება:
– ვვარდებით, შეხედე, თვითმფრინავს ფრთები უყანყალებს.
– ნუ გეშინია, კი არ უყანყალებს, იქნევს.
***
მეგრელი ტელეფონზე რეკავს:
– ალო, გენაცვალე, სასწრაფო დახმარება არის?
– დიახ.
– მასესხეთ თუმანი!
***
არქიტექტორმა ხიდი ააშენა, მაგრამ არ იცის, როგორ გამოსცადოს.
მივიდა ბრძენთან, იმან კი ურჩია:
ხიდზე 500 სიდედრი დააყენე და უთხარი, ერთად ახტნენ და დახტნენ. თუ ხიდი არ ჩაინგრა, ხომ კარგი და თუ არადა, მთლად უკეთესი!
***
– ექიმო, რასაც უნდა ვაკეთებდე, ვიმეორებ ათჯერ, ათჯერ ათჯერ... თავს საშინლად ვგრძნობ, ვგრძნობ, ვგრძნობ. მაგრამ ცოლი კმაყოფილია, კმაყოფილია, კმაყოფილია...
***
მიხომ თავის ეზოში უცხო ტიპი დაინახა ხეზე ასული, მიეპარა, ყვერებში ხელი ჩაავლო და ეკითხება:
– ვინა ხარ, შენი?!
ის არ პასუხობს. ამან უფრო მაგრად მოუჭირა და ისევ ჰკითხა, იმან კვლავ არ უპასუხა. ბოლოს ძალიან მაგრად მოუჭირა და იმანაც უთხრა:
– მუნჯი გოგია ვარ, შენი დედაც...