ანეგდოტი
***
ერთ დილას ქმარი გავიდა სახლიდან და ორი კვირა აღარ გამოჩენილა. ცოლი ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობს... ორი კვირის შემდეგ – ზარი რეკავს. ცოლი აღებს კარს‚ ზღურბლზე ქმარია. გახარებული ქალი კისერზე ჩამოეკიდა:
– ზურიკო‚ საყვარელო‚ დაბრუნდი?..
– ააარრრა‚ მე მხოლოდ გიტარას წავიღებ!
***
ღამეა. სერჟანტს ხმაური მოესმა და ყაზარმის ჯარისკაცთა საძინებელში შევიდა.
– მე თქვენ რა გითხარით? – „ღამე მშვიდობისა!“ – და, რას ნიშნავს ეს? – უნდა ჩაიწყვიტოთ ხმა‚ დამუწოთ ეგ დასამიწებელი პირი‚ დახუჭოთ ეგ დედააფეთქებული თვალები და ჩაკვდეთ!
– გასაგებია! ღამე მშვიდობისა‚ სერჟანტო!
***
ქირურგი რენტგენის სურათს აკვირდება:
– აჰა... ბარძაყის ყელი გადატეხილია‚ წვივის ძვალიც‚ ორი ნეკნი... არა უშავს‚ ფოტოშოპში ყველაფერს გავასწორებთ...
***
სომეხს მოშარდვა მოუნდა... სადღაც კუთხეში მიირბინა და... თავზე პატრული დაადგა.
– არ იცით‚ რომ ასეთი რამისთვის ტუალეტები არსებობს? თქვენ არღვევთ სანიტარულ ნორმებს, ჯარიმა უნდა გადაიხადოთ!
– რატომ, არ შეიძლება? თქვენ ხომ იცით დემოკრატიული პრინციპები: თავისუფლება‚ თანასწორუფლებიანობა‚ ძმობა? და ეს იცით რა არის? თავისუფლება – ეს ის არის‚ სადაც მინდა და როდესაც მინდა, იმ დროს და იქ უნდა გავაკეთო; თანასწორობა კი – შეგიძლია, შენც გააკეთო იგივე...
– ძმობა რაღა შუაშია?
– აი‚ მე კი შენ‚ როგორც ძმას‚ ისე გთხოვ‚ დამაცადე‚ რა!