კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: ჩემს მეუღლეს ჰქონდა პირველი მეუღლისთვის გადასახდელი ალიმენტის დავალიანება 2 000 ლარის ოდენობით. მან თავისი ყოფილი ცოლის ბინაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, რომელთა ღირებულება შეადგენს 1 500 ლარს. აქვს თუ არა უფლება, გამოქვითოს თანხა დავალიანებიდან?

პასუხი: არ აქვს, რადგან ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია თუ ვალდებულების საგანს წარმოადგენს სარჩო, ამ შემთხვევაში – ალიმენტები.

კითხვა: მეზობელმა 1 500 ლარის სესხის უზრუნველსაყოფად ლომბარდში დააგირავა ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი. მსესხებელმა ვალდებულება დროულად ვერ შეასრულა, რის გამოც მოგირავნემ მოახდინა ბეჭდის რეალიზაცია 1 200 ლარად. ლომბარდმა დანარჩენი 300 ლარის გადახდაც მოითხოვა. კანონიერია თუ არა ეს ქმედება?

პასუხი: უკანონოა, რადგან გირაოს რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათვალისწინებულია მოგირავნეთა დასაკმაყოფილებლად.

კითხვა: პროგრამა „ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეში“ არ მომწონს ის ფაქტი, რომ კომპანიები ბანკებიდან სესხის აღების სანაცვლოდ გირაოში ჩვენს ბინებს დებენ. თუ კომპანია კრედიტს ვერ გადაიხდის და პირობას დაარღვევს ან, სულაც, გაკოტრდება, ვართ თუ არა დაცული ქონების დაკარგვისგან?

პასუხი: პროგრამის ფარგლებში, სანამ მესაკუთრე არ მიიღებს ახალ ბინას, მესაკუთრის ქონება არ გადავა კომპანიის, მერიის, ბანკის თუ სხვა ნებისმიერი პირის საკუთრებაში, არ იტვირთება იპოთეკით, არ იდება გირაოში; სანამ არ მოხდება მესაკუთრის ახალ ბინაში გადაყვანა, კომპანია არ დაანგრევს მესაკუთრის ქონებას.

კითხვა: მაქვს 25 კვადრატული მეტრი ბინა. მაინტერესებს, პროგრამა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ დეველოპერულ კომპანიებს აქვთ თუ არა ასეთი ფართის ბინები და შემიძლია თუ არა დამატებითი ფართის ყიდვა შეღავათებით?

პასუხი: შესაძლებელია, დეველოპერულ კომპანიებს ჰქონდეთ 25 კვადრატული მეტრი ბინები. ბინების ფართობი განსხვავებულია ყველა პროექტში. რაც შეეხება დამატებითი ფართის შეძენას, თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ შეღავათით, ოღონდ, ფასი ყველა კომპანიაში განსხვავებულია. ასევე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ რამდენიმეწლიანი განვადებით.

კითხვა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ მხატვარს სურათის დახატვა შეუკვეთა და გადაუხადა თანხის ნაწილი. ნახატის დასრულებამდე მხატვარი გარდაიცვალა, რის შემდეგაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ ვალდებულების შესრულება მოსთხოვა მის ვაჟს, რომელიც ასევე მხატვარია. კანონიერია თუ არა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოთხოვნა?

პასუხი: არ არის კანონიერი, რადგან, იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია მოვალის პირადი მონაწილეობის გარეშე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას.

კითხვა: რა შემთხვევაში ახდევინებენ ვალდებულ პირს ალიმენტის დავალიანებას მთელი გასული პერიოდისთვის?

პასუხი: არსებული კანონმდებლობის მიხედვით, თუ მოვალის ძებნასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა გადასახდელად წარდგენილი სააღმსრულებლო ფურცლის მიხედვით ალიმენტის დაკავება, ალიმენტის დავალიანებას ახდევინებენ მთელი გასული პერიოდისთვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან ალიმენტის მიმღები პირის მიერ სრულწლოვნების მიღწევის მიუხედავად.

კითხვა: ცოლმა განცხადებით მიმართა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მეუღლესთან განქორწინების შესახებ. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ოთხი წელია, რაც მან არაფერი იცის ქმრის ადგილსამყოფლის შესახებ. ასევე, წარადგინა ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომელიც ამ გარემოებას ადასტურებდა. ამის მიუხედავად, ცოლს უარი ეთქვა განქორწინებაზე. კანონიერია თუ არა უარი?

პასუხი: კანონიერია, რადგან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით განქორწინება ხდება იმ პირთან, რომელიც კანონით დადგენილი წესით, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში, რეკომენდებულია მიმართოთ სასამართლოს.

კითხვა: ჩემმა ძმამ პირველად ჩაიდინა დანაშაული. ამჟამად დაკავებულია ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით, რამაც ნივთის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ეს მუხლი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩემი ძმა ნებაყოფლობით გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და ზარალიც აანაზღაურა. შესაძლებელია თუ არა, რომ ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდეს?

პასუხი: თქვენი ძმა, შეიძლება, გათავისუფლდეს რამდენიმე გარემოების გამო: მან პირველად ჩაიდინა დანაშაული და აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, თუ აღიარა და ზიანიც აანაზღაურა.

კითხვა: შეიძლება თუ არა, მეუღლეებმა ნოტარიულად დაადასტურონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, განქორწინების შემთხვევაში, ცოლი არ მოითხოვს ალიმენტს შვილის სასარგებლოდ? კანონიერია თუ არა ეს ხელშეკრულება?

პასუხი: უკანონოა, რადგან, საქორწინო ხელშეკრულებით, არ შეიძლება შეიცვალოს საალიმენტო მოვალეობანი და დავის შემთხვევაში – სასამართლოში მიმართვის უფლება.

კითხვა: მოქალაქე სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. შეიძლება თუ არა, მეზობელს დაევალოს მინდობილი საკუთრების სახით მისი ქონების მართვა?

პასუხი: არ შეიძლება, რადგან, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის ქონება, მინდობილი საკუთრებით, მხოლოდ მის კანონიერ მემკვიდრეებს გადაეცემა.

კითხვა: და-ძმას საერთო საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი ბინა. ძმა ორი წლით გაემგზავრა უცხოეთში. ამ პერიოდში დამ იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ბანკთან. თბილისში დაბრუნებულმა ძმამ სადავო გახადა იპოთეკის ნამდვილობა. სწორად განხორციელდა თუ არა იპოთეკის რეგისტრაცია?

პასუხი: არა, რადგან იპოთეკის რეგისტრაციისთვის საჭიროა უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის თანხმობა იპოთეკით დატვირთვის შესახებ.

კითხვა: სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა იპოთეკით დატვირთული შენობის იძულებითი მართვა. ვინაიდან მოვალე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ამ შენობაში, სასამართლომ დააკისრა ბინის ქირის გადახდა საბაზრო პირობებით. კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

პასუხი: კანონიერია, რადგან, თუ მოვალე ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში, რომელზეც დაწესებულია იძულებითი მართვა, მაშინ იგი ვალდებულია, იძულებითი მართვის დაწყებიდან საბაზრო პირობებით იხადოს ბინის ქირა.


скачать dle 11.3