კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს მამინაცვალს ქალაქ ორსკიდან და რატომ უნდა ნახევარდას თავისი ნახევარძმის პოვნა



32 წლის იულია ვასილის ასული კუზიაევა ეძებს გოგენ აზარეტის ძე გიგანს და 26 წლის აზარეტ გოგენის ძე გიგანს.

ისტორია: ვეძებ მამობილს – გოგენ აზარეტის ძე გიგანს (სახელისა და გვარის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ, რადგან მას შემდეგ 24 წელია გასული და, სწორად მახსოვს თუ არა მისი სახელი და გვარი, არ ვიცი). თქვენ გარდა არავის იმედი აღარ მაქვს. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მამობილისა და ნახევარძმის პოვნაში, რადგან ჩემს სიტუაციაში ორსკიდან ქუთაისში აქტიურად მას ვერ მოვძებნი.

– მოგვიყევით როგორ დაკარგეთ ერთმანეთი და როდის გადაწყვიტეთ მამობილის მოძებნა?

– მამობილის მოძებნა დიდი ხნის წინ გადავწყვიტე. მე თვითონ დავიბადე და ვცხოვრობ ორენბურგის მხარის ქალაქ ორსკში. 1983-1986 წლებში გოგენი დედაჩემთან ერთად ცხოვრობდა ორსკში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ვაჟი – აზარეტ გოგენის ძე გიგანი, რომელიც დაიბადა 1984 წლის 22 თებერვალს. მე ყველანაირად ვცადე მათი მოძებნა, მაგრამ, უშედეგოდ. აზარეტი ჩემი ნახევარძმაა. რამდენადაც ვიცი, ისინი, შესაძლოა, საქართველოში, ქალაქ ქუთაისში ცხოვრობდნენ. შეიძლება, აზარეტმა იცის კიდეც ჩემი არსებობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან მინდა მათთან დაკავშირება და მათი პოვნა. ერთადერთი, რაც მე მათ პოვნაში შეიძლება დამეხმაროს, ეს არის სურათი, რომელიც დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ დამრჩა. იმედი მაქვს, რომ ამ სურათით ვინმე იცნობს მათ და გამომეხმაურება.

– როგორ მოხდა, რომ შენ ორსკში ხარ და შენი ნახევარძმა კი – ქუთაისში?

– მე და აზარეტს დედა საერთო გვყავდა, მამა კი – სხვადასხვა, მიუხედავად ამისა, ყოველთვის მაინტერესებდა, ვინ არის ჩემი ნახევარძმა, როგორ არის, როგორი ხასიათი აქვს. ამჟამად აზარეტი 26 წლის უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ გაუხარდება, როდესაც გაიგებს, რომ მას ნახევარდა ეძებს. ჩვენ ერთმანეთი დავკარგეთ მას შემდეგ, რაც დედაჩემი გარდაიცვალა – მაშინ გადაწყდა, რომ პატარა აზარეტი წაეყვანათ საქართველოში, კერძოდ კი – ქუთაისში. ასე დავკარგეთ ერთმანეთი. ამჟამად დედა ცოცხალი აღარაა და, შესაბამისად, უფრო ვრცელ ინფორმაციას მამობილისა და მისი ნათესავების შესახებ მე ვერავისგან გავიგებ. ამიტომაც მიწევს ასე მარტოს მათი მოძებნა.

– როგორ ფიქრობ, თუკი აღმოჩნდება, რომ თქვენს მამობილს ჰყავს ახალი ოჯახი, რომლებმაც არ იციან არაფერი შენი არსებობის შესახებ, შეიძლება რეაქცია მოჰყვეს ამ ამბავს?

– ყოველთვის ძალიან მეშინოდა ასეთი რამის. არ მინდა, ვინმეს ცხოვრება ავურიო, პირიქით, ძალიან მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს და, უბრალოდ, ვიპოვო აზარეტი. მეშინია, ვაითუ, ვერ გამიგონ. მას შემდეგ, რაც დედა გარდამეცვალა, შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჩემი ყველაზე ახლო ნათესავები არიან, ახლობლები. ჩემი მამობილი და აზარეტი, იმედია, გამიგებენ. შეიძლება, მათ არც კი იციან ჩემი არსებობის შესახებ, მაგრამ, ხომ შეიძლება იცოდნენ კიდეც და გაუხარდეთ?! ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3