„თბილისელების“ სამზარეულო
კოქტეილი „დრაი მარტინი“
საჭირო ინგრედიენტებია: 75 მილილიტრი ჯინი, 15 მილილიტრი მარტინი „ბიანკო“, ყინული, ლიმონის ნაჭერი, ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
მომზადების წესი: ჭიქა წინასწარ კარგად გააცივეთ მაცივარში. ჩაყარეთ მასში ყინული და დაასხით ჯინი. ჩაუმატეთ ლიმონის წვენი და მარტინი. მორთეთ ლიმონის ნაჭრით.