კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ხარჯავს ფულს სოფო ბედია დაუნანებლად და რა პრობლემებს უგვარებს მას მეუღლე


სოფო ბედია: გამონაკლისი არ ვარ და ჩემს სახლშიც ფუჭდება რაღაც-რაღაცეები. მაგრამ, ეს ბუნებრივია და ამიტომ არ ვნერვიულობ. მიმაჩნია, რომ სხვა უფრო სერიოზული პრობლემებიც არსებობს, ვიდრე მოშლილი ონკანი და გადამწვარი ნათურაა. ადამიანს ნუ დაემართება რამე, თორემ სხვას ყველაფერს ეშველება. შესაბამისად, არც ვნერვიულობ. მართლა არ შეიძლება, ასეთ წვრილმანებზე ნერვიულობა. მაცივარი და ტელევიზორი ჯერ არ გამფუჭებია (იცინის), მაგრამ არც ამის მოგვარებაა პრობლემა. შეიძლება, მეწყინოს, მაგრამ ტრაგედიას ამისგან არ შევქმნი.

– ვის აბარია ამ წვრილმანი პრობლემების მოგვარება?

– რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახის თავს, ჩემს მეუღლეს. მას აქვს საკუთარ თავზე აღებული ეს საქმე და კარგადაც აგვარებს. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ და ელემენტარული რაღაც შეიძლება გაფუჭდეს. ჯერჯერობით, სერიოზული საყოფაცხოვრებო პრობლემა არ გვქონია.

– დამოუკიდებლად თუ შეგიძლია, რამე შეაკეთო?

– კი რაღაცას მოვახერხებ. მაგალითად, ტელეფონის სადენს გადავაბამ, მაგრამ, ნათურას ვერ გამოვცვლი. დენთან ურთიერთობის მეშინია. (იცინის) არც ხელოსნების ტელეფონის ნომრები მაქვს ჩამოწერილი. ჯერ არ დამჭირვებია.

– ეტყობა, შენს თავზე ჯერ არ გადაუვლია რემონტის ქარცეცხლს.

– (იცინის) ხომ გითხარი, ქირით ვცხოვრობთ-მეთქი და ამ ბინაში რომ შემოვდიოდით, პატარა კოსმეტიკური რემონტი გავაკეთეთ, სუფთად რომ ყოფილიყო ყველაფერი. მე საერთოდ, მიმაჩნია, რომ რემონტი ძალიან დამღლელი და უსიამოვნო პროცესია. ამიტომ, ძალიან არ მიყვარს. დრო, ენერგია და ნერვები იხარჯება. უბრალოდ, თუ კომფორტი გინდა, სხვა გზა არ გრჩება, უნდა გაიჭირვო და გააკეთო. არანაირად არ მესმის იმ ქალების, რომ ამბობენ, რემონტი გვიყვარსო. მათ ალბათ, სხვა საქმე არაფერი აქვთ. ან უბრალოდ, ახირებაა, ყოველ წელს სახლში რაღაც შეცვალო. ასეთი ნაგიჟარი ნამდვილად არ ვარ (იცინის).

– ბავშვობაში იყავი ჩხირკედელა?

– მგონი, არა. არაფერი დამიშლია იმისთვის, რომ მენახა შიგნით რა ხდებოდა. არც არაფრის შეკეთება დამჭირვებია. მამაჩემი და ჩემი ძმა არ მიშვებდნენ იქამდე.

– იცი, სად არის „ელიავას“ ბაზრობა?

– „ელიავას“ ბაზრობა სად არის, ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს. ერთხელ მაინც აუცილებლად დაგჭირდება. რომც არ დაგჭირდეს, სირცხვილია, შენს ქალაქში სად რა არის, არ იცოდე. ვყოფილვარ კიდეც რამდენჯერმე. თუმცა, მისი ყველა კუთხე-კუნჭული ზეპირად ვიცი-მეთქი, ვერ გეტყვი. მე არ მეხერხება ვაჭრობა. როცა რამე მჭირდება, შევდივარ, ვყიდულობ და გამოვდივარ.

– საყიდლებზე სიარული გიყვარს?

– ვგიჟდები. (იცინის) ძალიან მიყვარს. თანაც, ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა მინდა. ნივთს რომ დავინახავ, მაშინვე ვხვდები, ჩემია, თუ არა. ამიტომ, ბევრი ფიქრი არ მჭირდება. არც ყოყმანი მახასიათებს. მომწონს – ვყიდულობ და მორჩა. საერთოდ ძალიან მფლანგველი ვარ. ისე მიყვარს ფულის ხარჯვა, მილიონი რომ მომცე, შევძლებ ერთ დღეში გავაქრო. (იცინის) ჩემი ქმარიც მე მგავს ამაში. როცა ფული მაქვს, მარტო ჩემთვის კი არა, ჩემი ახლობლებისთვისაც ვყიდულობ საჩუქრებს. თუ ბავშვის ტანსაცმლის მაღაზიაში შევედი, ხომ მთელი მაღაზიის ყიდვა მინდა. საშუალება რომ მქონდეს, გავაკეთებდი კიდეც ამას. სანამ გავთხოვდებოდი, უფრო ვინებივრებდი თავს და არაფერზე ვეუბნებოდი უარს. (იცინის) ახლა მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა, მაგრამ მომჭირნე, ალბათ, ვერასოდეს ვიქნები.

– სამზარეულოსთან მეგობრობ?

– კი. ძალიან მიყვარს გემრიელი კერძების მომზადება. მე თვითონ გურმანი ვარ და მეტყობოდა კიდეც ეს გარეგნობაზე. (იცინის) სხვათა შორის, ყოველგვარი დიეტის და აკრძალვების გარეშე დავიკელი, თავისთავად. თორემ გემრიელ საჭმელზე უარის თქმა არ შემიძლია. დაწერილი და დადგენილი რეცეპტებით არ ვხელმძღვანელობ. ჩემი მომზადებული კერძები მთლიანად ექსპრომტია და ძალიან კარგადაც გამომდის ეს საქმე. სულ ვფანტაზიორობ და ახალ-ახალ ინგრედიენტებს ვუმატებ. თამამი ექსპერიმენტებიც მიყვარს.

– სოფო, ნემსი და მაკრატელი გემარჯვება?

– ჩემო კარგო, ნემსი და მაკრატელი ყველა ქალს უნდა ემარჯვებოდეს. ვერ წარმომიდგენია, ქალმა ღილი ვერ დააკეროს. ისევე, როგორც ვერ წარმომიდგენია, კაცი ლურსმანს ვერ აჭედებდეს. ასეთი კაცი საერთოდ არ არის სახლში გასაჩერებელი. მე ცოტ-ცოტას ვქარგავ კიდეც, ვხატავ და ყველაფერს ვაკეთებ, რაც ქალს მოეთხოვება. დალაგება, დასუფთავება, დაუთოება, კერძების მომზადება, ქმარ-შვილზე ზრუნვა არ მეზარება და ძალიან მსიამოვნებს. დიასახლისობა, ნამდვილად მოეთხოვება ქალს და ოჯახში ფუსფუსი უხდება კიდეც.


скачать dle 11.3