ცდუნების ხელოვნება
ანა სედაკოვა ჯგუფ „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტი და ცნობილი ბელორუსი ფეხბურთელის, კიევის „დინამოს“ ვარსკვლავის, ვალენტინ ბელკევიჩის ექსმეუღლეა. წყვილი ერთმანეთს სამი წლის წინ დაშორდა, რადგან სედაკოვამ კიევში ცხოვრება არ ისურვა, აქაოდა, მე მოსკოვისთვის ვარ გაჩენილიო. ანას მომავალზე ნუ ინერვიულებთ, ზაფხულში მას ქორწილი აქვს და ამჯერად მილიონერ მაქსიმ შევჩენკოს მიჰყვება.
მოკლედ, ამ ქალმა წიგნი დაწერა და იმედი აქვს, რომ მკითხველი არ მოაკლდება. ანას წიგნს „ცდუნების ხელოვნება“ ჰქვია და იმის გათვალისწინებთ, თუ ვინ აცდუნა მან, ქალთა შორის ეს ნაშრომი აშკარად პოპულარობით უნდა სარგებლობდეს.