კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შოუ, როგორიც საქართველოში არასოდეს გაიმართება


ცნობილმა ამერიკელმა შოუმენმა ჰოვარდ სტერნმა გასულ კვირას საინტერესო შოუ მოაწყო. მოგეხსენებათ, გასული წლის მთავარი სპორტული სკანდალი დეკემბერში აგორდა. სანიმუშო მეოჯახედ ცნობილი მსოფლიოს უმდიდრესი სპორტსმენი, გოლფისტი ტაიგერ ვუდსი ცოლმა ღალატში გამოიჭირა. თუმცა, ღალატიც არის და ღალატიც – ერთბაშად ექვსი ქალი ალაპარაკდა, ტაიგერთან „გოლფს ვთამაშობდითო“.

ჰოდა, სტერნმაც ვუდსის საყვარლები შოუში მიიწვია და სილამაზის კონკურსიც მოაწყო. თუმცა, ხუთიდან ამ შოუში მონაწილეობას მხოლოდ სამი დათანხმდა. სამივე გოგონამ სულ ჟღურტულით მოყვა, როგორ გაიცნეს ვუდსი, როგორ შეათრია მან ისინი საწოლში და საერთოდ, რას წარმოადგენს ეს კაცი მინდორს მიღმა. გამარჯვებული კი ჯემა ჯანგერსი გახდა. 27 წლის ოფიციანტი სიხარულისგან ბოლო ხმაზე კიოდა. გაირკვა, რომ პრიზად ასი ათასი დოლარი ერგო. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ანალოგიური შოუს მოწყობის ალბათობა საქართველოში ნულის ტოლია. ჯერ ერთი, ქართველი ქალები (ცოლებიცა და საყვარლებიც) მესაკუთრეები არიან და ხუთი ქალი ერთად გამორიცხულია, ვინმემ გარისკოს და მეორეც, ისინი კონკურენტის გვერდით სცენაზე არ დადგებიან.


скачать dle 11.3