კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები


კითხვა: ჩემი შვილი გარდატეხის ასაკშია და სახეზე აქვს ჩირქოვანი გამონაყარი. მრავალნაირი საშუალება ვცადეთ, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი ვერ მივიღეთ. იქნებ თქვენ გვირჩიოთ, როგორ მოვუაროთ ამ პრობლემას?

პასუხი: ასაკობრივი გამონაყარის მოსარჩენად საჭიროა, თქვენმა შვილმა დილა-საღამოს გაიწმინდოს კანი სალიცილის მჟავაზე დამზადებული ამქერცლავი საშუალებით. ასევე, კარგია, თუ გამწმენდში შედის ფიტოკომპლექსი, რომელიც შედგება სხვადასხვა მცენარის, მაგალითად, მოცვის, სალბის, გვირილის ექსტრაქტისგან. ეს მცენარეები აჩქარებენ უჯრედების შეხორცების პროცესს. ასევე, შეეცადოს, მკურნალობის პროცესში მოერიდოს ნებისმიერ მაკიაჟს და მოიწესრიგოს კუჭ-ნაწლავის მოქმედება. საერთოდ კი, ჯობია, მიმართოთ ექიმ-კოსმეტოლოგს, რომელიც თვითონ დაუნიშნავს მკურნალობის კურსს.

კითხვა: ცნობილია, რომ აბუსალათინის ზეთი („კასტორკა“) აქრობს თანდაყოლილ ხალებს, რომლებიც ტყლიპივით ადევს კანს. აბუსალათინი ასევე ეფექტურია ასაკობრივი ლაქების გასაქრობადაც. ჩემს 12 წლის ქალიშვილს სახეზე აქვს რამდენიმე ხალი, რომლებიც ერთადაა ლოყაზე თავმოყრილი და ძალიან აუშნოებს. ესაა ჩვეულებრივი ხალები – გლუვი და უთმო, მაგრამ, არა ტყლიპი. შეიძლება თუ არა გამოვიყენოთ აბუსალათინის ზეთი, ხომ არ იქნება ეს ჯანმრთელობისთვის საშიში და ხომ არ გამოიწვევს ეს პროცედურა ხალების გადაგვარებას? გარდა ამისა, მეც მინდა გამოვიყენო აბუსალათინის ზეთი ასაკობრივი ლაქების გასაქრობად, მაგრამ ცნობილია, რომ ეს ნივთიერება ზრდის წამწამებსა და წარბებს და ხომ არ გამოიწვევს მისი მოხმარება მეორე პრობლემას – თმიანობას, მით უფრო, რომ ამისკენ მიდრეკილი ვარ?

პასუხი: ხალები (ნევუსები) გვხვდება როგორც ბრტყელი და გლუვი, ისე წამოწეული, სხვადასხვა შეფერილობის, კვანძოვანი ან თმიანი. საერთოდ, ხალები კატეგორიულად არ არის ჩვენი ხელის შეხების სფერო, მით უმეტეს, თუ თქვენს ქალიშვილს სახეზე ერთად აქვს თავმოყრილი რამდენიმე ხალი. ნუ შეგაშინებთ ეს სიტყვა, მაგრამ მსგავსი პრობლემები, თვით მეჭეჭების მოშორებაც კი, უნდა მოაგვაროთ ონკოლოგიურ კლინიკაში – იქ სპეციალისტი დაადგენს, რა ტიპის ხალები აქვს თქვენს ქალიშვილს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.

რაც შეეხება ასაკობრივ ლაქებს, ესაა კერატომები, რომლებიც ჩნდება ძირითადად 40 წლის შემდეგ. ქალებს ეწყებათ ხელებიდან და ლოყებიდან; შეიძლება, მერე განვითარდეს მკლავებზე, მკერდზე, მხრებზე და ასე შემდეგ. ლაქების ზედაპირი შეიძლება იყოს გლუვი ან ხორკლიანი, ბაცი ყვითელიდან – მორუხო, მუქ ყავისფრამდე.

მიზეზი, ასაკის გარდა, შეიძლება იყოს შეძენილი გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის მოუწესრიგებელი მოქმედება. მათ გასაქრობად აბუსალათინის ზეთის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა ნაკლები სიხშირით. უმჯობესია, გამოიყენოთ სხვა ხალხური საშუალებები, რომლებშიც უნდა გაურიოთ ახალგამოწურული ლიმონის წვენი.

კითხვა: გენეტიკურად მაქვს ფურცელივით თხელი ფრჩხილები. ახლახან, ორი კვირის განმავლობაში ვიტარებდი პროცედურებს: დილაობით – სოდიანი მარილწყლის აბაზანებს, საღამოობით კი შუაზე გაჭრილ ლიმონში ვდებდი თითებს, მაგრამ, უშედეგოდ. იქნებ მასწავლოთ მკურნალობა, რომელსაც სახლის პირობებში ჩავიტარებ და გარანტირებული მექნება ფრჩხილების გამაგრება?

პასუხი: დავიწყოთ იმით, რომ გენეტიკურად თხელი ფრჩხილების გამაგრება ძალიან ძნელია, მით უმეტეს, ორკვირიანი კი არა, ორთვიანი მკურნალობის კურსიც კი სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. ასპროცენტიანი გარანტიის მოცემაც შეუძლებელია. ჩვენ შემოგთავაზებთ ფრჩხილების მოვლის წესებს და იმედია, თუ ამ ყველაფერს ზუსტად და ხანგრძლივად შეასრულებთ, მდგომარეობა ნამდვილად გაგიუმჯობესდებათ.

პირველ ყოვლისა, მოერიდეთ სარეცხისა და ჭურჭლის ხელთათმანების გარეშე რეცხვას; რეზინის ხელთათმანები გამოიყენეთ, ასევე, ნებისმიერ საოჯახო ან ბაღში საქმიანობის დროს.

გაიკეთეთ არა ჩვეულებრივი, არამედ ზღვის მარილის აბაზანები, რომელიც უნდა გახსნათ მუხის ქერქის ნაყენში. თუ ამ აბაზანის შემდეგ ფრჩხილები გაგიმუქდათ, გაიწმინდეთ ლიმონის ნაჭრით და არ დაიბანოთ;

გამორიცხეთ ფრჩხილების ლაკი. თუ მაინცდამაინც აუცილებელია, წაისვათ, სახლში დაბრუნებისთანავე მოიშორეთ აცეტონით, საპნით დაიბანეთ ხელები და გაიკეთეთ მარილის აბაზანა;

ნუ გაიზრდით ფრჩხილებს – ეს ხელს უწყობს მტვრევადობას.

კითხვა: ზამთრის პერიოდში, დილა-საღამოს, სახეზე ვისვამ ზეითუნის ზეთს. ჩემმა კოსმეტოლოგმა, რომელიც ეპილაციას მიკეთებს, მითხრა, რომ ზეითუნის ზეთი და სხვა ნებისმიერი ზეთოვანი ვიტამინები სახეზე თმის ამოყვანას უწყობს ხელს. არადა, თითქმის ყველა ნიღაბში მათ ვაწვეთებ და თქვენ მიერ შემოთავაზებულ ნიღბებშიც ხშირად არის ეს კომპონენტები. ვარ გაურკვევლობაში: ამ ზეთების გამო სახეზე თმა ხომ არ ამომივა, მით უფრო, იმ პერიოდში, როდესაც ჭარბთმიანობის მკურნალობას აქტიურად განვაგრძობ?

პასუხი: საერთოდ, ნებისმიერი ნივთიერება, ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება, რასაც სახეზე წაისვამთ (თვით წყალიც კი) და რასაც კანი შეიწოვს, კვებავს თმის ძირებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ხელს უწყობს თმის ჭარბად ამოსვლას. თუ კანს არ აქვს თმიანობისკენ პათოლოგიური მიდრეკილება, მაშინ ზეითუნის ზეთი ან სხვა მსგავსი ნივთიერება სახეზე თმას არ ამოგიყვანთ.


скачать dle 11.3