როგორ „გავირუჯოთ“ გაზაფხულზე
თუკი ზამთარში ვერც ბაკურიანში მოახერხეთ წასვლა და ვერც გუდაურში, სოლარიუმიც არ გიყვართ და დროც არ გაქვთ იქ მისასვლელად, თუკი, ოცნებად გექცათ, გაზაფხულზე შოკოლადისფრად ბზინავდეთ...
არ იდარდოთ, ამ ოცნებას ადვილად აისრულებთ, თუ გამოიყენებთ ავტობრონზანტს.
რამდენიმე ინფორმაცია ავტობრონზანტის შესახებ:
* ხელოვნური გარუჯვის ეს საშუალება არსებობს როგორც სახის, ისე სხეულის კანისთვის (ცალ-ცალკე).
* ბრონზანტის სახეზე წასმის წინ თმა აიკრიფეთ და შეიკარით პირსახოცით, რომ ხელი არ შეგიშალოთ. შუბლზე, უშუალოდ თმის ღერების ძირში, წარბებზე და მათ გვერდებზე წაისვით ჩვეულებრივი მკვებავი.
* ბრონზანტორი წაისვით თხელ ფენად და ხელით თანაბრად გადაანაწილეთ კანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ულამაზო ლაქად დაგაჩნდებათ. პრობლემური ადგილებია: კანი ტუჩების გარშემო, ცხვირი და ნიკაპი.
* ბრონზანტორი შეარჩიეთ თქვენი ფოტოტიპის მიხედვით – ღია ან მუქი კანისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მუქი ბრონზანტორი არ მოუხდება წითურ კანს.
* ავტობრონზანტი 3-4 საათის შემდეგ მოგცემთ ინტენსიური რუჯის შედეგს. დამატენიანებელი საშუალებები კი, თანდათანობით გასარუჯავად, უნდა წაისვათ რეგულარულად, რამდენიმე დღის განმავლობაში.
* იმისთვის, რომ თქვენი კანი თანაბრად „გაირუჯოს“, ავტობრონზანტის წასმის წინ, მთელი სხეული და სახე გულმოდგინედ დაიმუშავეთ სკრაბით.
* განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სხეულის ისეთ „ვერაგ“ უბნებს, როგორებიცაა: ფეხის კოჭები, მაჯები, მუხლები, იდაყვები, თეძოს შიდა მხარე და ხელები – ამ ადგილებში უფრო ნაკლებად შეიმჩნევა არათანაბრად წასმული ბრონზანტი.
* ავტობრონზანტის წასმის შემდეგ ჯაგრისით დაიბანეთ ხელები და შეეცადეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ სითხე ფრჩხილების ქვეშ.