კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება საკმაოდ საშიში დაავადებაა


კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, ანუ გასტრიტი, საკმაოდ საშიში დაავადებაა. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით, განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.

მწვავე გასტრიტის ერთ-ერთი ფორმა მედიკამენტებით გამოწვეული პათოლოგიაა. ზოგიერთი პრეპარატი მნიშვნელოვნად ამცირებს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ ფუნქციას, რითაც მწვავე ანთებითი პროცესების განვითარება იწყება. მწვავე გასტრიტი შეიძლება, ასევე, ბაქტერია ჰელიკობაქტერპილორით იყოს გამოწვეული. მას სპირალის ფორმა აქვს და სწორედ ეს მიკრობი ასრულებს მნიშვნელოვან როლს მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ჩამოყალიბებაში.

კუჭში მიკრობი, ძირითადად, ლორწოვანი გარსის ზედაპირულ შრეშია განთავსებული. ის ბევრ მნიშვნელოვან ნივთიერებას გამოიმუშავებს, რომელიც საუკეთესო პირობებს ქმნის გასტრიტის განვითარებისთვის. მიკრობით გამოწვეული გასტრიტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასევე, არსებობს ინფექციური გასტრიტი, რომელიც სხვა ბაქტერიებით და ვირუსებითაა გამოწვეული, მაგალითად, მარტივი ჰერპესით და ციტომეგალოვირუსით.

ქრონიკული გასტრიტი ანთებითი პროცესის გახანგრძლივებული მიმდინარეობით ხასიათდება. პირველ ეტაპზე პათოლოგიური პროცესი ლორწოვანის ზედაპირულ, შემდეგ კი ჯირკვლოვან შრეში ლოკალიზდება. დაავადების განვითარებისას მიმდინარეობს ჯირკვლების რღვევა, გალევა და გადაგვარება. ამ დროს ლორწოვანი მნიშვნელოვნად თხელდება.

განვითარების მიხედვით, არსებობს ორი ტიპის ქრონიკული გასტრიტი, კერძოდ კი A და B ტიპის.

A ტიპის ქრონიკული გასტრიტი შედარებით ნაკლებად გავრცელებული დაავადებაა. ის ხშირად სისხლნაკლებობის, ანუ ანემიის დროს გვხვდება, როცა ადამიანის ორგანიზმში არ არის B12 ვიტამინის საკმარისი რაოდენობა.

B ტიპის ქრონიკული გასტრიტის შემთხვევები უფრო ხშირია. ის წლების მატებასთან ერთად ხშირდება. მის განვითარებაში კი წამყვანი როლი აკისრია ჰელიკობაქტერპილორს. ამ ბაქტერიის წინააღმდეგ ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ლორწოვანი გარსი განახლებას იწყებს, ხოლო კუჭის განმეორებითი ინფიცირების შედეგად, პროცესი კვლავ გრძელდება. B ტიპის ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭის წვენის გამოყოფა დაქვეითებულია.

გასტრიტის სპეციალური მკურნალობის მეთოდი ჯერ შემუშავებული არ არის. A ტიპის დროს ინიშნება B12 ვიტამინის პრეპარატები. ბაქტერიის აღმოჩენის შემთხვევაში კი ანტიბიოტიკებით ხდება კურსის ჩატარება.

ატროფიული, ანუ განლევითი პროცესებით მიმდინარე გასტრიტის დროს ძალიან მაღალია სიმსივნური პროცესის განვითარების რისკი. ამიტომ, თავი რომ დაიზღვიოთ და პროცესი არ გაართულოთ, საჭიროა, დროულად მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ დაიწყოთ მკურნალობა.


скачать dle 11.3