კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ვარ 47 წლის. ორი წელია არ მაქვს მენსტრუაცია. ძალიან მაწუხებს ოფლიანობა. დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოულოდნელად ავწრიალდები და ოფლად ვიღვრები. გთხოვთ დამეხმაროთ. ამჟამად ვხმარობ კლიმაქტოპლანს.

პასუხი: თქვენ მიერ აღწერილი სიმპტომების მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თქვენი დიაგნოზი ნაადრევი კლიმაქსია. თვითმკურნალობას ნუ ეწევით. გირჩევთ, მიმართოთ გინეკოლოგს. ის დაგინიშნავთ კომპლექსურ მკურნალობას, რომელიც კლიმაქსს შეგიმსუბუქებთ.

კითხვა: ორსულობის დროს კუნთებში E ვიტამინს ვიკეთებდი. ნანემსრები გამიმაგრდა და უკვე 1 წელია, არ დაშლილა. იქნებ მითხრათ, შეიძლება თუ არა თავისით გაიწოვოს? არ მტკივა.

პასუხი: E ვიტამინი ზეთოვანი ხსნარია და მისი ინიექცია ძნელად გაიწოვება. ამიტომ, კუნთებში E ვიტამინის შეშხაპუნებისას აუცილებლად უნდა დაიცვათ ზოგიერთი წესი: ინიექცია უნდა გაკეთდეს კუნთში ღრმად, გრძელი ნემსით. ნანემსრის არეში უნდა გაკეთდეს მსუბუქი მასაჟი და დაედოს თბილი სათბურა. მომდევნო დღეებში კი მასაჟი უნდა განაგრძოთ. გაწოვას ხელს უწყობს ცხელი შხაპიც გამაგრებულ ადგილებში.

კითხვა: ჩემს სამი წლის გოგონას აქვს მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა. წლისა და ოთხი თვის ასაკიდან დავუწყეთ მკურნალობა, მაგრამ არ ეშველა. ორი წლისას ოპერაცია გავუკეთეთ, მაგრამ ამდენმა წვალებამ ამაოდ ჩაიარა. სამი თვეა, რაც ბავშვი დადის და ახლა მეუბნებიან, ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დავიწყო, ვის მივმართო?

პასუხი: მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა საკმაოდ სერიოზული პათოლოგიაა და მისი მკურნალობა მით უფრო ეფექტური იქნება, რაც უფრო ადრე დაიწყებთ მას. უნდა გითხრათ, რომ მკურნალობის დაწყება დაგიგვიანიათ. ეს ასაკი (1 წელი და 4 თვე) ბავშვის განვითარებაში საკმაოდ რთული პერიოდია. იგი ამ დროს უკვე სიარულს იწყებს. როგორც ჩანს, ოპერაციულ მკურნალობას მთლად უშედეგოდ არ ჩაუვლია, რადგანაც, როგორც აღნიშნავთ, ბავშვი დადის, მაგრამ იმისთვის, რომ სახსარი ნორმალურად განვითარდეს და ზრდის პროცესში საჭირო დატვირთვას გაუძლოს, ალბათ, ოპერაციის მეორე ეტაპი გახდება საჭირო. გირჩევთ, მიენდოთ მკურნალ ექიმს, ასევე, შეგიძლიათ, კონსულტაცია სხვა გამოცდილი ორთოპედისგანაც მიიღოთ.

კითხვა: 23 წლის ახალგაზრდას ავარიის შედეგად თავის ტვინი დაუზიანდა და ახლა კომაშია. 2 წელია, ამ მდგომარეობაშია. მოძრაობს, სუნთქავს აპარატის გარეშე, გრძნობს სინათლეს, ხმაურს. რამდენად საიმედოა მისი მდგომარეობა, შეიძლება თუ არა შოკიდან გამოვიდეს?

პასუხი: ამ შემთხვევაში საინტერესოა, როგორია მდგომარეობის დინამიკა – შეინიშნება თუ არა გაუარესების ან გაუმჯობესების ნიშნები. შესაძლებლობა იმისა, რომ თავის ტვინის ასეთი სერიოზული დაზიანება უკვალოდ ჩაივლის, თითქმის არ არსებობს. რაც შეეხება მდგომარეობის გაუარესებას, საშიში სიმპტომებია ნივთიერებათა ცვლის რღვევის გამო ნაწოლებისა და წყლულების გაჩენა კანზე. კუჭის მოქმედების, შარდვის რეფლექსების დარღვევა, საჭმლის მონელების ფუნქციის მოშლა. პროგნოზის გაკეთება პაციენტის უნახავად ძნელია. იმედია, ავადმყოფი რეგულარულად იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, რა შემთხვევაში უნდა ამოვიღოთ სიბრძნის კბილი? ახლობლები მიმტკიცებენ, რომ იგი უფუნქციოა და ყოველთვის მოსაშორებელია.

პასუხი: სიბრძნის კბილს იღებენ მაშინ, როცა ადგილი არ ჰყოფნის და ვერ ამოიჭრება. კბილს აზიანებს კარიესი ან მისი გართულებები, სამკურნალოდ კი ძნელი მისადგომია. ზედა მერვე კბილი ამოიჭრა, ხოლო ქვედა არა, ამიტომ ზედა კბილი ღეჭვის პროცესში არ მონაწილეობს. მაგრამ ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და სტომატოლოგი კბილების საკითხს პაციენტის პირის ღრუს დათვალიერებისა და რენტგენოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით წყვეტს.

კითხვა: შეიძლება თუ არა ნერვიულობამ მენსტრუალური ციკლის დარღვევა გამოიწვიოს?

პასუხი: ნერვულ სტრესს ორგანიზმში საკმაოდ სერიოზული ძვრების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით ჰორმონულ ციკლთან დაკავშირებული დარღვევებისა. მენსტრუალური ციკლი სწორედ ჰორმონული ცვლის თვიური ციკლის გამოვლინებაა. ციკლის დარღვევის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს სათანადო გამოკვლევების ჩასატარებლად.


скачать dle 11.3