კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მდებარეობს საქართველოში მაცხოვრის მოწაფის – მატათა მოციქულის საფლავი და რა სასწაულები აღესრულება იქ


წმიდა მოციქული მატათა წარმოშობით იუდას ტომიდან იყო და დაიბადა ბეთლემში. მან ადრეული ბავშვობიდან დაიწყო წმიდა წერილისა და საღვთო სჯულის შესწავლა იერუსალიმში, წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ხელმძღვანელობით. წმიდა მატათა იმ მოციქულების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს. წმიდა ეპიფანე კვიპრელის ცნობით მატათა მოციქულმა სახარება იქადაგა ეთიოპიაში (კოლხეთში), იქვე გარდაიცვალა და დღემდე ბათუმის მახლობლად აფსაროსის (გონიოს) ციხესიმაგრეშია დაკრძალული. მის საფლავთან დღემდე არაერთი სასწაული და კურნება აღესრულება. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დოქტორი, მხატვარი დავით გაჩეჩილაძე.


– საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია ისტორიით დაინტერესებული, მაგრამ ალბათ, ცოტამ იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ორი უდიდესი წმიდანის, ქრისტეს ორი მოციქულის საფლავი და რომ პირველ საუკუნეში საქართველოში იქადაგა ხუთმა მოციქულმა. ესენი იყვნენ: ანდრია მოციქული, სვიმონ კანანელი, მატათა, თადეოზი და ბართლომე. თადეოზი სწორედ ის მოციქულია, რომელიც ქრისტემ თავის სიცოცხლეში ქალაქ ედესაში ავგაროზთან გააგზავნა. თან გაატანა ხელთუქმნელი ხატი, მისი სახის გამოსახულებით, რომელიც დაკარგულია და მეორედ მოსვლის ჟამს უნდა გამოჩნდეს. სიმბოლურია ისიც, რომ 10 საუკუნის შემდეგ საქართველოში ჩამოდის ხელთუქმნელი ხატი – ანჩისხატის, იგივე კეცის ხატი. როგორც ცნობილია, პირველი ხელთუქმნელი ხატი კეცის გვერდზე იდო, რომელზეც გადავიდა და დღეს ის იმყოფება საქართველოში. მას ძალიან დიდი ისტორიული, კულტური და რელიგიური მნიშვნელობა აქვს.

სვიმონ კანანელისა და ანდრია მოციქულის შესახებ ძალიან ბევრი რამ არის დაწერილი. ამიტომ, მე მინდა, ვისაუბრო იმ მოციქულებზე, რომელთა ღვაწლი ნაკლებად არის გამოჩენილი. როგორც ცნობილია, სვიმონ კანანელის საფლავი არის აფხაზეთში, კერძოდ ახალ ათონში, ხოლო მატათა მოციქულის კი – აჭარაში. ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ეს ორი რეგიონი მუდმივად იყო ჩვენთვის წართმევისა და წაგლეჯვის საფრთხის ქვეშ. ის, რომ აჭარა საქართველოს შემორჩა, გადაურჩა ლენინისა და ათათურქის გარიგებას და სხვა ძველ ქართულ მიწებთან ერთად ესეც არ გაათურქეს, ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ მატათა მოციქულის საფლავი ზედ საზღვარზეა. როდესაც დღეს საუბრობენ, აფხაზეთის ეკლესიამ შეიძლება ავტოკეფალია მიიღოსო, მეცინება. იმიტომ, რომ სვიმონ კანანელი არის სულიერი ძმა ანდრიასი. მათ ევქარისტიული კავშირი აქვთ ქართულ ეკლესიასთან და შეუძლებელია, რამე გამოუვიდეთ სეპარატისტებს, მაშინ, როდესაც იქ არის სვიმონ კანანელის საფლავი. უბრალოდ, ეს ჩვენ, ქართველებს უნდა გვახსოვდეს და სვიმონ კანანელის მიმართ განსაკუთრებული ლოცვითა და ვედრებით უნდა ვიყოთ. როდესაც დედა ღვთსმშობელმა მის წილხვედრ საქართველოში მოციქულები გააგზავნა, ფაქტობრივად, მათ მიანდო ჩვენი ქვეყნის ბედი. აფხაზეთში სვიმონ კანანელის გარდა, ასევე არის უდიდესი წმიდანი იოანე ოქროპირი. წირვა-ლოცვის დოგმატიკა მის მიერ არის შედგენილი. ამიტომ, ქართველებს სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არის ქართული, ქრისტიანული მიწა. ეს აფხაზებსაც უნდა ახსოვდეთ. უბრალოდ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხსოვნა, არ არის საკმარისი, უნდა ვლოცულობდეთ კიდეც. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ილორში, ბედიაში, სხვა ქართულ მონასტრებში, ასევე ბიჭვინთის ტაძარში არის ქართული ფრესკები. პირველ მსოფლიო კრებაზე ნიკეაში კი, წარდგა ბიჭვინთის ეპისკოპოსი, რაც იმას ადასტურებს, რომ მაშინ საქართველოში მინიმუმ, სამი-ოთხი სასულიერო პირი მაინც არსებობდა. ისევე, როგორც ბიჭვინთაში, ასევე ზემო აჭარაშიც იყო ანდრია პირველწოდებულის მიერ აშენებული ტაძარი და სწორედ აჭარიდან შემოვიდა ქრისტიანობა. არა მხოლოდ შემოვიდა, მუდმივად ხდებოდა საქართველოში ქრისტიანობის განახლება, განმტკიცება სასწაულების სახით და ამაში აჭარა ყოველთვის მოწინავე იყო. სწორედ აჭარაში აწამეს 100 ათასი აჭარელი მამა და დედა. პირველი თურქობა იქ იყო და პირველი ბასტიონი ყოველთვის აჭარა გახლდათ, ამიტომ, ყველაზე მეტი მოწამე და ქრისტესთვის შეწირულები, აჭარლები იყვნენ. მე სულ მახსენდება, ჩემი ნათლულის ბაბუის – მუოედინ ფერაძის სიტყვები, როდესაც ვუთხარი, შენი შვილიშვილი უნდა გაქრისტიანდეს და დაგვლოცე-მეთქი. ის ხოჯა იყო, ძალიან დიდი განათლება ჰქონდა მიღებული, მოლოცვილი ჰქონდა მექა. მან თქვა: ბაბა, ჩემი მამაი და პაპაი მუსლიმანები იყვნენ, მაგრამ ჩემი მამაის და პაპაის წინაპრები – ქრისტიანები. დედაჩემი პურს, რომ დააცხობდა ჯვარს გამოსახავდა ზედე. ახლა თუ იმიტომ, მიდიხარ ქრისტიანობაში, რომ მოდაშია მაგი, არ წახვიდე, ღმერთს სიდანაც გინდა, იქიდან მოემსახურე. თუ გულით იქნები, წადი დამილოცნიხარ, გიორგი გვიქია შენ სახელი და ეტყობა ქრისტესთვის იყავი თავიდანვე ჩაფიქრებულიო. მიუხედავად იმისა, რომ ის მუსლიმანი იყო, საქართველოს ნამდვილი პატრიოტი და დიდი ვაჟკაცი გახლდათ. ბატონმა მუედინმა 105 წლის ასაკში შემოინახა საქართველოს, კერძოდ კი, კვარიათის უზარმაზარი საიდუმლო, მითი და ლეგენდა, რომელიც კვარიათში ღვთისმშობლის კვართის გაბრწყინებასთან არის დაკავშირებული. მეთხუთმეტე საუკუნეში კვართი კონსტანტინოპოლიდან გამოქცეულმა ბერძნებმა, რომლებსაც მდევარი მოსდევდათ, კვარიათის მთაზე გადამალეს. ორი დღის შემდეგ კი აღავლენენ ლოცვას, რომ უფალმა გამოუჩინოს მათ კვართი. ხდება სასწაულებრივი გამოცხადება დედა ღვთისმშობლისა, ისმის ზეციური ხმა: ეს არის ჩემი წილხვედრი ივერია. ეს არის ქვეყანა, რომელიც გაბრწყინდება და დასტურად ამისა, კვართი ესე აქა დარჩების. ბერძნები იძულებულები ხდებიან კვართი დაუტოვონ გურიელს. მატათა მოციქულის ციხე, სადაც ის განისვენებს, ეს არის აფსაროსის ციხე – გონიოს ციხე – მეორენაირად ასე იწოდება. აფსაროსი არის ძმა მედეასი, შვილი აიეტისა, რომელიც გამოეკიდა საკუთარ დას, რომ არ გაეტანებინა ოქროს საწმისი. მას ციხის ადგილას კლავს იაზონი. სწორედ იქ, სადაც იმარხება ქართული მატერიალური კულტურისა და მაღალი ტექნოლოგიის იმ საგანძურის საიდუმლო, რომლის სიმბოლოა ოქროს საწმისი. ბერძნებს კი კოლხეთიდან ეს საიდუმლო მიაქვთ. კვართის საქართველოში დატოვებით, მედეას დროს წაღებული მატერიალური კულტურის ძეგლის ჩანაცვლება, ღვთის განგებულებით, ხდება სულიერი საგანძურით. რადგან საქართველოს მისია უფრო სულიერია, ვიდრე მატერიალური.

– როგორც ვიცი, დღეს მატათა მოციქულის საფლავზე სასწაულები აღესრულება.

– მატათა მოციქულის საფლავი მდებარეობს გონიოს ციხის აღმოსავლეთით, როგორც ამას „ქართლის ცხოვრება” გვეუბნება. იმ დროს გონიოდ მოიხსენებოდა მაშინდელი მთლიანი სანაპირო – მთელი სამხრეთ აჭარა. თუ ლაპარაკია ციხის აღმოსავლეთზე, სავარაუდოდ, საფლავი უნდა იყოს ციხის შიგნით და არა გარეთ. გასული საუკუნის 90-იან წლებში, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, იმ ადგილას აღიმართა ქვა, რომელიც მატათა მოციქულის საფლავად არის მიჩნეული. რა თქმა უნდა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ზუსტ ადგილს. ლოცვისთვის მთავარი წრფელი გულია. ჩემი და ჩემი ახლობლების ცხოვრებიდან უამრავი შემთხვევა ვიცი, როდესაც მატათა მოციქულის საფლავზე გულწრფელად ნათხოვნი ასრულებულა. თანაც, ძალიან კონკრეტულად და მისგან დიდი შეწევნა მიგვიღია. ამიტომ, ჩემთვის მატათა მოციქულის საფლავი იქ არის, სადაც ეს ქვაა დაბრძანებული. დღეს გონიოს ციხის შიგნით შემონახულია მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების მცირე მეჩეთის არქიტექტურული ფორმა. მუზეუმის დირექტორი, შოთა მამულაშვილი თავის ერთ-ერთ სამეცნიერო შრომაში წერს, რომ სავარაუდოდ, ეს მეჩეთი უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას უნდა იყოს აშენებული, რადგან ამ შენობის საძირკველში ჩადებულ ქვებზე ჯვარია გამოსახული. უბრალოდ, დროთა სიავემ, აქ ქართული ეკლესიის კვალი წაშალა. მეჩეთი რომ დაინგრეს და ეკლესია აშენდეს, ეს დიდი ვანდალიზმი იქნება და ამაზე არავინ ფიქრობს. მე ვიცი, მეუფე დიმიტრის ძალიან ბრძნული და დემოკრატიული დამოკიდებულება. უბრალოდ, ის ამბობს, მოგვეცით სუფთა ადგილი, რომ აშენდეს ეკლესია. ოღონდ წინასწარ გაითხრება საძირკველი, შეისწავლება, რომ ძეგლს არ მიადგეს ზიანი.

რაც შეეხება ცნობებს უშუალოდ მატათას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ, ძალიან მწირია. ცნობილია, რომ ის ქადაგებდა აჭარაში, გურია-სამეგრელოშიც გადავიდა და კახეთშიც ჩავიდა. პირველი საუკუნის 69-70-იან წლებში ის წამებით მოკლეს. იმის გამო, რომ უარი არ თქვა ქრისტიანობაზე, ქვებით ჩაქოლეს. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტეს ჰყავდა 12 მოციქული, მატათა კი 70 მოციქულს შორის იყო. როდესაც იუდამ გასცა უფალი და თავი ჩამოიხრჩო, მოწაფეებს უნდა აერჩიათ მის ადგილას სხვა მოწაფე. სწორედ იმ სამოცდაათთაგან, როდესაც კენჭი ყარეს, მატათა აირჩიეს მეთორმეტე მოციქულად, მაგრამ, ერთ-ერთ მოციქულს ეჭვი შეეპარა და თქვა, საიდან ვიცით, რომ ღვთის ნებით, სწორედ მატათა არის გამორჩეულიო. მაშინ მოხდა ღვთის გამოცხადება სულიწმიდის სახით და მათ განუცხადა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ეს არის ის, რომელზეც გადმოსულია მადლი უფლისაო.

მატათა მოციქულის საფლავი იყო ის ადგილი, სადაც ჩემი პირველი შეხება მოხდა სასწაულებთან. ეს იყო 7 წლის წინ. დღემდე იქ ადამიანთა უწყვეტი ნაკადი მიდის და მოციქულს შეწევნას სთხოვენ. ერთი პერიოდი ბერობაზე ვფიქრობდი და მატათა მოციქულს ვთხოვდი, ჩემი გზა ეჩვენებინა. იმ დროს მეუღლე და ორი პატარა შვილი მყავდა. გონიოში ვისვენებდი და დავინახე, რომ ახალგაზრდა ხელვაჩაურელი ბიჭები ქვებს ესროდნენ და ცოტა გამომწვევად ექცეოდნენ გოგონებს. დაახლოებით, 15 წუთით გავესაუბრე და ჩვენი საუბარი დამთავრდა იმით, რომ თორმეტივემ გამოთქვა სურვილი, იმ დღესვე მონათლულიყვნენ. ეს ჩემთვის დიდი სასწაული იყო და მართლაც, იმ დღესვე მოინათლნენ. მათ შორის კი ყველაზე გამორჩეულს სწორედ 22 აგვისტოს ჰქონდა დაბადების დღე, წმიდა მატათას ხსენების დღეს. მას მატათა დავარქვით. მატათა დევაძე თავის 11 სულიერ ძმასთან ერთად სანიმუშო ქრისტიანია. ამ ამბავს არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას, რომ არ მომხდარიყო სხვა ფაქტებიც. ნათლობიდან რამდენიმე დღის შემდეგ მატათა მოციქულის საფლავზე მადლობის სათქმელად წავედი. საღამო ხანი იყო. მუზეუმი ამ დროს იკეტება და ვიფიქრე, ჩემთვის მშვიდად ვილოცებ-მეთქი. მუხლებზე დავიჩოქე საფლავთან, სამადლობელ ლოცვას ვამბობდი და ამ დროს ნასვამი კაცი შემოვიდა. მე მელოდებოდა და არაფრით არ მიდიოდა. გულში ვთქვი, უფალო, შენ მომიტევე, რამეთუ ლოცვა უნდა შევწყვიტო. შენვე ბრძანე, რომ ყველა გაჭირვებულს ხელი უნდა გაუმართოო და შენ მიწინამძღვრე ამ ადამიანთან საუბრის დროს-მეთქი. წამოვდექი, ველოდები, რომ რაღაც უნდა მთხოვოს და მეუბნება, ძმაო ხუთი ლარი ხომ არ გაქვსო. ვუთხარი, ლარები მაქვს, მაგრამ – მანქანაში, აქ არ წამომიღია-მეთქი. ის ჯიპი რომ დგას გარეთ, ესე იგი შენია, მაშინ თუმანიც გექნებაო. ჩვენი საუბარი უკვე კონფლიქტისკენ მიდიოდა და გადავწყვიტე, მისთვის პირჯვარი გადამესახა. რადგან სასულიერო პირი არ ვიყავი, ხელით ვერ გადავსახავდი. ამიტომ თვალებით გადავსახე და ღმერთო, შენ დადე ზღვარი კეთილსა და ბოროტს შორის-მეთქი, ვთქვი პირველი ჯვარის გადასახვისთანავე საუბრის თემა შეცვალა და მეუბნება, შენ რა გგონია, აჭარლები ვინმეზე ნაკლები ქრისტიანები და ბიჭები ვართ?! ეტყობა აქ, რომ ლოცულობ კარგი ადამიანი ხარო. მადლობა უფალს-მეთქი, – გავიფიქრე გულში და კიდევ გადავსახე თვალებით პირჯვარი. მან უცნაური ფრაზა თქვა: აჭარლები პირველი ქრისტიანები ვართ და ქრისტიანობა საქართველოში აჭარიდან შემოვიდაო. კიდევ ერთხელ გადავუხადე უფალს მადლობა და მესამედ გადავსახე პირჯვარი. თან ვკითხე, – შვილები თუ გყავს-მეთქი – კიო. – მონათლულები თუ არიან-მეთქი – არა და შენ თუ ნამდვილი ქრისტიანი ხარ, შვილები უნდა მომინათლოო. ეს იყო აშკარა მინიშნება. იმავე დღეს მოვნათლე მისი ბიჭი. გოგონა არ მოჰყავდა, მაგრამ გოგონაც ჩამოვაყვანინე და კიდევ ერთი ამბავი მოხდა. როდესაც ამ კაცს თავისი შვილი მოჰყავდა, მასთან მივიდა მეზობლის გოგონა და ეუბნება, იცი, შენ რა ბედნიერი ხარ, დღეს ყველაზე დიდი დღეა შენს ცხოვრებაში, შენს სახელზე ანგელოზი იბადებაო. ვკითხე, მონათლული ხარ-მეთქი, არა, მაგრამ მონათვლა მინდა, მამა კი მიშლისო. ვუთხარი, ჩაჯექი მანქანაში და მე მოგნათლავ-მეთქი. მეგობარი გოგონაც წამოიყვანა და იმ დღეს ოთხი ადამიანი გაქრისტიანდა.

– ანუ, მატათა მოციქული დღემდე განაგრძობს ადამიანების გაქრისტიანებას?

– კი და ეს სასწაულები მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში არ ხდება. მე მის საფლავზე ჩემს მოსკოველ მეგობრებთან ერთად ვიყავი. მათ შორის იყო გიორგი ერმაკოვი, რომელიც ცნობილი პრომოუთერია – მოსკოვური შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი სახე. მივიყვანე საფლავთან, რომ გაეგო, რა ძალა აქვს მატათას. იმ დღეს ისე მოხდა, რომ ორი ადამიანი მოინათლა და ერთ-ერთის ნათლია გიორგი გახდა. ის დღეს უფრო მეტად არის საქართველოზე შეყვარებული, უფრო კარგი ქრისტიანია. ყოველ შემთხვევაში, მიტევების დღეს ვრცელი წერილი გამომიგზავნა, სადაც მიტევებას მთხოვდა. მე ვიცი ასევე ერთი ფაქტი. ადამიანს ჰქონდა სიმსივნე, ძალიან ცუდად იყო, შეიძლება ითქვას, რომ – გადადებული. ჩავიდა მატათა მოციქულის საფლავზე, წრფელი გულით ილოცა და ისე განიკურნა – გაქრა მისი სიმსივნე, რომ ექიმები გაოცებულები დარჩნენ. ასე რომ, მატათა მოციქული ჩვენთან არის, გონიოში და მისი კარი ყველასთვის ღიაა, ისევე, როგორც უფლის კარი. ყველას შეგვიძლია შევევედროთ და ვილოცოთ.

– სვიმონ კანანელის საფლავზეც აღესრულება სასწაულები?

– სვიმონ კანანელის საფლავზე არის წყარო, რომლიდანაც გადმოდის სასწაულმოქმედი საკურნებელი წყალი. ის წყარო 27 სექტემბრის შემდეგ საერთოდ განახევრდა და მადლი მოაკლდა. სხვათა შორის, რუსებმა კარგად იცოდნენ ეს საიდუმლო და პირველი რაც გააკეთეს, იქ დიდი ეკლესია ააშენეს. თუ გვინდა, აფხაზეთის დაბრუნება, საქართველოს გაძლიერება, გაბრწყინება მალე რომ მოხდეს, უნდა ავაშენოთ ტაძრები ისეთ ადგილებში, სადაც მატათა მოციქულის საფლავია. უნდა განვადიდოთ ღმერთი ისეთ ადგილებში, როგორიც არის კვარიათი და ღვთისმშობლის გამოცხადების მონუმენტი აღვმართოთ (ეს არის მონუმენტური გორელიეფი, რაც ქრისტიანულ კანონიკას შეესაბამება და ის უნიჭიერეს მოქანდაკე თემურ ნინიძესთან ერთად გავაკეთე), რათა უფალს ვუთხრათ, რომ ჩვენ ივერიის გაბრწყინებისთვის სულიერად მზად ვართ. იმიტომ, რომ ერთია ითხოვდე და მეორე – მის მისაღებად იყო მზად.


скачать dle 11.3