კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იცვამენ კანადაში მოღვაწე ქართველი დიზაინერის მიერ საქართველოში შექმნილ სამოსს ჰოლივუდის მსახიობები და ცნობილი მოდელები


მას მოდის სამყაროში „გიო გოდეტად“ იცნობენ, თუმცა ქართველია, გვარად –კონიაშვილი. დაიბადა თბილისში, ბავშვობიდან გამოამჟღავნა ხელოვნების ნიჭი, შემდეგ ამ კუთხით განათლება მიიღო და ბოლოს მოდა აირჩია. ამჟამად ტორონტოში ცხოვრობს თავის მეგობართან და ბიზნესპარტნიორთან – ნორმან გოდეტთან ერთად. მათ კომპანია „გოდეტი“ დააარსეს, რომელიც საქართველოში დაარეგისტრირეს. ისინი ერთად ქმნიან ტანსაცმელს, ოღონდ, „მეიდ ინ ჯორჯია“ – ასე აწერია მათ მშვენიერ, სამოსს, რომელსაც ცნობილი ადამიანები იცვამენ. „გოდეტი“ უკვე მონაწილეობდა ჰონკონგისა და ტორონტოს „ფეშენ ვიკებზე“, 29 მარტს კი გახსნის ტორონტოს „ფეშენ ვიკს“, რომელშიც ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდი იღებს მონაწილეობას, 2010 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციით. მოკლედ ის ქართველია, ნიჭიერი ქართველი, ჯანსაღი ამბიციებით, დიდი გეგმებითა და კარგი სურვილებით.



გიო გოდეტი: თბილისში დავიბადე. 6 წლის ასაკიდან ვხატავდი, ვძერწავდი. დავამთავრე გიმნაზია და პარალელურად დავდიოდი ბავშვთა სამხატვრო სტუდიაში. შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, დავდიოდი აბრამ ბაზელთან, მაღალი მოდის აკადემიაში, მერე კი გადავედი სამხატვრო აკადემიაში ნატიფი ხელოვნების ფაკულტეტზე, სადაც ვსწავლობდი ფეშენ დიზაინს, მაგრამ, მესამე კურსიდან გამოვედი, გავემგზავრე კანადაში და დავამთავრე კანადის ფეშენ აკადემია. თუმცა, მოდის სფეროში უფრო ქანდაკების ძერწვის მხრიდან მოვხვდი. თოჯინებისთვის ტანსაცმელი არასდროს შემიკერავს, ძირითადად ვძერწავდი, აკვარელით, ზეთის საღებავებით ვხატავდი, ქარვასლაში გამოფენებშიც ვიღებდი მონაწილეობას, ნიჭიერ მოსწავლედ ვითვლებოდი, ყველაფერს იოლად ვუწყობდი ფეხს. 15-17 წლის ასაკში, როდესაც მოდის სფეროს გავეცანი, მომინდა, რომ ამ კუთხით მემუშავა და ახლა უკვე მთელ დროს ფეშენ დიზაინს ვუთმობ. კანადაში „ივან იუენის ფეშენ დიზაინის აკადემიაში“ გავაგრძელე სწავლა. ერთ წელიწადში ჩავაბარე ორი წლის მასალა, ანუ, ორწლიანი პროგრამა ერთ წელიწადში დავხურე და ავიღე კანადური დიპლომი. საქართველოში ძალიან კარგი სკოლა გავიარე, სერიოზული საფუძველი მქონდა.

– კანადაში სამუდამოდ გადახვედი საცხოვრებლად?

– 2005 წლიდან მივდივარ-მოვდივარ, საქართველოდან სამუდამოდ არ წავსულვარ. როდესაც აკადემია დავამთავრე, ავიღე ლიცენზია ადგილობრივი მთავრობისგან და აკადემიაში ლექტორად დავიწყე მუშაობა. პარალელურად გავხსენი პატარა ატელიე და 11 საათის შემდეგ იქ ვმუშაობდი. ორი წლის განმავლობაში კარგი გამოცდილება დამიგროვდა, საქართველოში დავბრუნდი და შემდეგ ისევ წამოვედი კანადაში.

– სად იქმნება შენი კოლექცია?

– ჩემი კოლექცია საქართველოში იქმნება, ზაფხულს ძირითადად თბილისში ვატარებ და ჩემი სამოსის შექმნის იდეაც იქ იბადება. ჩემს სამოსს ასეც აწერია – „დამზადებულია საქართველოში“.

– როგორ უყურებენ კანადაში იმ ფაქტს, რომ სამოსს აწერია – „დამზადებულია საქართველოში“?

– ძალიან მოსწონთ, ახალია, უცხო და, „მეიდ ინ ჩაინას“ არ ჰგავს. უფრო ყურადღებითა და ინტერესით ეკიდებიან, მოთხოვნაც იზრდება.

– თექაზე, ტყავზე, ბეწვეულზე მუშაობ და საოცრად ნატიფ, ლამაზ სამოსს ქმნი...

– ის, რაზეც მე ვმუშაობ, თექა აღარ არის. რასაც საქართველოში თექას ეძახიან, იმას არ ვიყენებ ახალ კოლექციაში, მე ის სულ სხვა ტექნიკით დავამუშავე, სხვა მასალებით ვამზადებ. საქართველოში თექის განვითარება ერთ ადგილზე იყო გაყინული – რაც შეიქმნა, იმას უტრიალებდნენ გარშემო. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მოვახერხე და თექისგან ახალი ტიპის ქსოვილი შევქმენი, რომელიც სხვადასხვა რაღაცისგან შედგება, მაგალითად, ძალიან ბევრი ბამბუკი მაქვს გამოყენებული და, არა თუშური მატყლი, არამედ, სულ სხვა ქსოვილი მივიღე, უბრალოდ, მას ისევ „თექას“ ვეძახი. ეს ყველაფერი ქსოვილს უფრო ხვეწს, ის უფრო დრეკადი, რბილი, მაღალხარისხიანი, სასიამოვნო ხდება და სამოსიც უფრო კარგი გამოდის. ასევე, ვმუშაობ ბეწვზე, ჩვეულებრივ ქსოვილსა და ტყავზე. ჩემი 2010 წლის კოლექცია ძალიან მრავალფეროვანია, მარტო თექით არ შემოვიფარგლები.

– როგორ შეიქმნა შენი კომპანია? როგორც ვიცი, შენს კოლექციას კანადელ მეგობართან და ბიზნესპარტნიორთან ერთად აკეთებ.

– ჩვენი კომპანიის პირველი კოლექცია გამოვიტანე გასული წლის ამ დროს, „ტორონტოს ფეშენ ვიკზე“ და მაშინ მოვახდინეთ საკუთარი თავისა და კოლექციის პრეზენტაცია. ჩემი ბიზნესპარტნიორი არის ნორმან გოდეტი, ჩვენ ჩვენი გამოცდილება ავიღეთ და მთლიანად კომპანაიში ჩავდეთ. ეს კომპანია საქართველოში დაფუძნდა, ქართული ბრენდია, რეგისტრირებულია საქართველოში. მე და ნორმანს სამომავლოდ გვინდა, რომ საქართველოში ავაწყოთ წარმოება, შევქმნათ ისეთი საწარმო, სადაც შეიქმნება „გოდეტის“ მასობრივი წარმოება და დასაქმდება ბევრი ადამიანი.

– ნორმანი მხოლოდ ბიზნესპარტნიორია, თუ ისიც მონაწილეობს სამოსის შექმნაში?

– დიახ, დიზაინში ისიც მონაწილეობს, ჩვენ ყველაფერს ერთმანეთს ვუთანხმებთ, შეიძლება, მე რაღაც აზრი გამიჩნდეს, ნორმანმა დაამატოს, მერე რაღაც შევცვალოთ და, საბოლოო ჯამში ასე იქმნება მოდელები. ანუ, ნორმანი დიზაინში იღებს მონაწილეობას, მაგრამ უფრო ბიზნესსაკითხებს ითავსებს. მას ძალიან მოსწონს საქართველო, დიდი სიამოვნებით ატარებს აქ დროს და, საერთოდ, უყვარს საქართველოში ჩამოსვლა და ქართველებთან ურთიერთობა.

– ახლახან ჰონკონგის „ფეშენ ვიკზე“ გამოხვედით, სულ მალე კი ტორონტოს „ფეშენ ვიკს“ გახსნით.

– დიახ, იანვარში გამოვედით და, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა, თავიანთი კუმირები ჰყავთ და აქვთ საერთაშორისო ისტერია ლუი ვიტონზე. გავიცანი საკმაოდ საინტერესო აზიელი დიზაინერები, რომლებიც არავის ჰგვანან და საკმაოდ საინტერესოები არიან.ბევრი ძალიან საინტერესო ბიზნესწინადადება მივიღეთ და ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესში ვართ. რაც შეეხება ტორონტის „ფეშენ ვიკს“, რომელზეც მეორედ გავდივარ, 29 მარტს დაიწყება. მას გახსნის ჩვენი კომპანია და მიხარია, რომ ორგანიზატორებმა მოგვანიჭეს პატივი, რომ გამეკეთებინა რამე ქართული და ის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიმეძღვნა. ჩვენ შოუს წინ მოვაწყობთ 3-წუთიან პრეზენტაციას და ნოდარის ხსოვნას მივუძღვნით, ისევე, როგორც ჩვენს მთელ გამოსვლას.

– უკვე ცნობილია კანადაში თქვენი კომპანია?

– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია მოდის სამყაროში მეორედ გამოდის, ის საკმაოდ ცნობილია, რადგან განსხვავებულია და, რატომღაც, დიდ სიმპათიებსა და ყურადღებას ვიმსახურებთ.

– ქართული გვარით რატომ არ გამოდიხარ?

– ჯერ ერთი, ძნელი გამოსათქმელია, თანაც, მირჩევნია, ჩემი კომპანიის სახელით გამოვიდე და ეს პირდაპირ ჩემთან ასოცირდებოდეს.

– სად იყიდება შენი სამოსი?

– კანადაში, ამერიკაში... „ფეშენ ვიკის“ შემდეგ, იმედი გვაქვს, კანადაში გაორმაგებულად გაიყიდება.

– დასვენებას თუ ახერხებ?

– არა, საერთოდ ვერ ვახერხებ. მე და ნორმანი ხშირად ვოცნებობთ, რომ სადმე დავისვენოთ, მაგრამ ამას ვერასდროს ვახერხებთ, იმიტომ რომ, სულ რაღაცის კეთება გვიწევს.

– ალბათ, ტორონტოში ხშირად დადიხარ წვეულებებზე, ფართებზე.

– დიახ, თანაც, როდესაც ტორონტოს „ფეშენ ვიკზე“ გამოდიხარ, თავისთავად ყველა ფართიზე, ივენთზე, პრეზენტაციაზე ხარ მიწვეული. აქ ყველაფერი შენს გარშემო ტრიალებს, რაც მსოფლიოში ხდება, იმის ეპიცენტრში ხარ და, უცებ, შეიძლება, ძალიან ცნობილი ადამიანების, მსახიობების, მოდელების გვერდით აღმოჩნდე, ანუ, ხშირად მიწევს ცნობილი ადამიანების წრეში ტრიალი და მეც უკვე ნელ-ნელა ვხდები ცნობილი. ახლა, როცა ფეშენ კვირეულს გავხსნი, უფრო ცნობილი გავხდები. ჯერ კიდევ პირველი კვირეულის შემდეგ, ძალიან კარგი, დადებითი შეფასებები დაიწერა, ყველა აღფრთოვანებული იყო, ყურადღება მივიქციეთ და, ვნახოთ, ახლა როგორ შეგვაფასებენ.

– ცნობილი ადამიანები თუ ატარებენ შენს სამოსს?

– კანადელებს თავისი „ოსკარით“ დაჯილდოება აქვთ და, როგორც ვიცი, იქ ჩემი პალტო ეცვა ძალიან ცნობილ კანადელ მსახიობს, ვინდი ქრუსენს, რომელიც ჰოლივუდში მოღვაწეობს. მან „ოსკარებით“ დაჯილდოებაზე სამჯერ ჩაიცვა სხვადასხვა პალტო, როდესაც წითელ ხალიჩაზე გაიარა. ასევე, ძალიან ბევრ ცნობილ მოდელს აცვია ჩემი სამოსი. ვნახოთ, ჩვენების შემდეგ კიდევ ვინ ჩაიცვამს.


скачать dle 11.3