კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გაუყო ცესკოს თავმჯდომარეს ოჯახი ორ ბანაკად და რას არ ითვლის სახლში ზურაბ ხარატიშვილი


ცესკოს ახალი თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი მრავალშვილიანი მამაა – მის ოჯახში ოთხი ყოჩაღი და გონიერი ბავშვი იზრდება, რომლებიც საქმეებით დატვირთულ მამას საზრუნავს არ ულევენ. ორ ბანაკად გაყოფილი ლიკა, ნინიკო, თომა და გიორგი სახლში ისეთ სეირებს აწყობენ, კარგი კომედიური სცენარისთვის რომ გამოდგება, თუმცა, როგორც კი მამის სახლში დაბრუნების დრო დგება, მაშინვე უწყინარ სახეებს იღებენ, რადგან, იციან, რომ „მამას ამ ქვეყნის ყველაზე დიდი საქმე აბარია.“ ეს ყველაზე მეტად უფროს შვილს ლიკას აქვს გაცნობიერებული, თორემ, ყველაზე პატარას – გიორგის, რომელიც ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დადის, „ცესკო“ კომპიუტერული თამაში ჰგონია.


ლიკა: მე ვარ ლიკა ხარატიშვილი, ვსწავლობ სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესში“, მეექვსე კლასში.

ნინო: მე ნინო ხარატიშვილი ვარ, ჯერ 7 წლის ვარ და მეორე კლასში ვსწავლობ.

თომა: მეც ხარატიშვილი ვარ, სხვა გვარი კი არ მაქვს, მე პატარა ვარ და პირველ კლასში ვსწავლობ.

გიორგი: მე ბაღელი ხარატიშვილი ვარ, ბაღი სკოლისგან განსხვავებული ადგილია, იქ ბევრი სათამაშო და საჭმელი გვაქვს, ხანდახან ბავშვებიც კი მაბრაზებენ.

– ბავშვებო, როგორ სწავლობთ სკოლაში?

ლიკა: ჩვენი სკოლა კარგი სკოლაა, ათებზე ვერ „ვქაჩავ“, მაგრამ, არც ცუდად არ ვსწავლობ, ქართული და მათემატიკა მიჭირს, ყველა საგანს ინგლისური მირჩევნია.

ნინო: მე ამ სახლში ყველაზე კარგად ვსწავლობ, სწავლის გარდა, სკოლა მეგობრებითაც კარგია, ოღონდ, მარტო გოგოებთან ვმეგობრობ, ბიჭები ბიჭებს ემეგობრებიან. ბიჭებთან კარგი ურთიერთობა მაშინ გვაქვს, როცა „გაშეშობანას“ ვთამაშობთ. ლიკა თავის მეგობრებთან ერთად სკოლის მერე ხან კინოში მიდის, ხან – „მაკდონალდსში“, მე ჯერ პატარა ვარ და ესე არ მიშვებენ.

– თქვენს კლასში ცნობილი ადამიანების შვილები სწავლობენ?

ლიკა: ჩემთან არა, მე მგონი, მამაჩემი ყველაზე ცნობილია.

ნინო: ცნობილი ეხლა გახდა, რაც ცეესკოს თავმჯდომარეა.

– ცესკო რას ნიშნავს?

თომა: მე ზუსტად არ ვიცი, მე მგონი, კომპიუტერულ თამაშებს ჰგავს.

ნინო: ცეესკო არის ადგილი, სადაც ტარდება არჩევნები და ხმებს ითვლიან. თუ ცოტა ხმა მოგროვდა, საანგარიშო „ჩოთქით“ დაითვლიან, თუ ბევრი – კალკულატორით.

– ხმებს როგორ ითვლიან?

– ხმას პირდაპირ კი არ აგდებენ ყუთში, ხმა გადავა ფურცელზე და ისე ჩავარდება ყუთში, მერე ამას დაითვლის მამა.

– კარგად ითვლის მამა?

ნინო: აბა რა! შვილებს არ გვითვლის, უკვე ზეპირად იცის, რომ ოთხნი ვართ. აბა, თვლა რომ არ სცოდნოდა, მანდ ხომ არ ამუშავებდნენ? სახლშიც და სამსახურშიც ფულს ხომ ითვლიდა? ეს იცოდნენ და ამიტომ დანიშნეს.

ლიკა: არა, მაგიტომ არ დანიშნეს. მამიკო განათლებულია, ბევრი წიგნი აქვს წაკითხული და, იმიტომ აირჩიეს ამ სამსახურში, რომ არჩევნებს მიხედოს. არჩევნებზე ვისაც ბევრი ხმა გამოუვა, ის გამოვა გამარჯვებული, მამას დიდი, საქვეყნო საქმე აბარია.

– არჩევნები რატომ ტარდება, ვინ უნდა ავირჩიოთ?

ნინო: საპრეზიდენტოზე – პრეზიდენტი, სამეროზე – მერი.

თომა: მასე შეიძლება, ჩვენი მეზობელი მერიც ავირჩიოთ მერად, იმასაც მერი არ ჰქვია?!

ლიკა: არა, ბიჭო, ეგ როგორ შეიძლება, მერი კაცია, ქალი კი არა. მერი აკეთებს ლიფტებს, სახურავებს, ეზოებს თხრის. აი, ჩვენი ეზოც ხომ გათხარეს, რომ დაზიანებული წყალი გააკეთონ.

ნინო: მე მინდა, რომ მერი მამიკო გახდეს, მაგრამ მამამ თქვა, არ შეიძლებაო. მერი ის უნდა გახდეს, ტელევიზორში რომ გამოდის ხოლმე ხშირად და ბევრს ლაპარაკობს.

– მამიკოს ახალი სამსახური მოგწონთ?

ლიკა: მე ძალიან მომწონს, მამა რომ ამ სამსახურშია, ჯერ ერთი, ხალხი გაიცნობს. ჩემმა მეგობრებმა როგორც კი გაიგეს, მამიკომ სად დაიწყო მუშაობა, მაშინვე მომილოცეს. მამიკოსაც მიულოცა ყველამ, მეზობლებმაც კი.

ნინო: მეც მომილოცეს, რომ მამიკო გახდა ცეესკოს თავმჯდომარე. მე არ ვარ მამიკოსთან სამსახურში ნამყოფი, მაგრამ, ვიცი, რომ ძალიან დიდი ოთახი აქვს. სულ ვეხვეწები, რომ ერთხელ მაინც წამიყვანოს სამსახურში და არ მივყავარ, როცა მეც მექნება ჩემი სამსახური, არც მე წავიყვან ჩემთან და ნახავს, ეგ როგორი ცუდი საქციელია. ისე, მე მერჩია, რომ მამიკო პრეზიდენტი გამხდარიყო. ჩვენს სახლს ბზარები აღარ ექნებოდა, კოხტად ვიცხოვრებდით – ყველაფერი გვექნებოდა, სხვა ქვეყნის პრეზიდენტებიც მოვიდოდნენ ჩვენთან, მაგალითად, ობამა და სასახლეში ვიცხოვრებდით. ნეტავ, შეიძლებოდეს, რომ მამამ პრეზიდენტად თავისი თავი აირჩიოს (იცინის)!

ლიკა: მერე იტყოდა ოპოზიცია და დაიწყებდნენ მამიკოს ლანძღვას: არჩევნები გააყალბაო, ცეესკოს თავმჯდომარეებს ხომ სულ ლანძღავენ. აი, თარხნიშვილი რა დღეში ჰყავდათ. ჯერ მამიკოს ლანძღვა არ დაუწყიათ, მაგრამ, რომ დაუწყონ, აქეთ გავლანძღავ ყველას. სახლში მამიკოს დახმარების არმია უნდა დავაარსო.

– სახლში ბავშვები ბევრნი რომ ხართ, კარგია?

– კარგია, მაგრამ მე ამდენ შვილს არ გავაჩენდი.

ნინო: მე მომწონს ძმები და და რომ მყავს, მარტო ყოფნა არ მიწევს და მათთან ერთად ვთამაშობ, მაღლა ისეთი ოთახი გვაქვს, ფეხბურთის თამაშიც კი შეიძლება, მაგრამ ფეხბურთი მანამ უნდა ვითამაშოთ, სანამ მამა მოვა. მერე შეიძლება გაბრაზდეს და ძალიან ცუდი გაბრაზება იცის.

ლიკა: ოო, თუ გავაბრაზეთ, გვეშინია ხოლმე მაგისი, იმერული გაბრაზება იცის. ჩვენ სახლში ორი ბანაკი გვაქვს: მე და გიორგი ვართ ნინოს და თომას წინააღმდეგ, სულ ჩვენ ვჯობნით ჩხუბში, მამიკო კი ყველას გვსჯის ხოლმე, მაგრამ თომას არაფერს ეუბნება და ანებივრებს. სახლში ჩხუბი უფრო ხშირად კომპიუტერის გამო მოგვდის, ამიტომაც კენჭისყრებს ვატარებთ: დედა ვითომ ცეესკოს თავმჯდომარეა, კენჭს ყრის და პირველი ვისაც ამოუვა, ის ჯდება კომპიუტერთან.

ნინო: მამა სახლში ისეთი დაღლილი მოდის, რომ ყოველდღე ვეკითხები, ხომ არ დაიღალე-მეთქი. სახლში ძალიან გვიან მოდის. თუ ლოგინში ვწევარ, მოდის ჩემთან და მეფერება. მერე მაწონსა და ხაჭოს ჭამს, სულ დიეტაზე და მარხვაზეა და შიმშილობს.

– თქვენც განებივრებთ, როგორც თომას?

– კიი... მამას სახლში ძალიან ბევრი წიგნი აქვს და სულ კითხულობს ხოლმე, ჩვენც ვკითხულობთ, თუ ბევრი წიგნი წავიკითხეთ, პრიზებს გვაძლევს, აი, ლიკას ველოსიპედი უყიდა იმიტომ, რომ ბევრი წიგნი წაიკითხა, ჩემთვის ჯერ არ უყიდია, მე უპრიზოდ ვკითხულობ და, იმედია, რომ მეც მივიღებ პრიზს.

ლიკა: მე სხვა პრიზებიც მაქვს – ყოველდღე მამა ფულს მჩუქნის, დედასთან ერთადაც მაძლევს და ჩუმადაც, ცალკე.

– სადმე დაჰყავხართ მამიკოს?

ნინო: მე გუდაურში წამიყვანა, სადაც ძალიან ლამაზი მთები და ყვავილები ვნახე.

ლიკა: მე ყაზბეგის ბანაკში ვიყავი მაგ დროს. მთაში კარავი გვედგა და იქ გვეძინა, ხან თავზე გვაწვიმდა, რადგან კარავი აგვეხადა, ხან ვიყინებოდით, მაგრამ, მაინც კარგი იყო.

– თქვენ ვინ გინდათ, რომ გამოხვიდეთ?

თომა: მე უნდა გამოვიდე ნონა გაფრინდაშვილი.

ლიკა: მე უნდა გამოვიდე პროგრამისტი, რადგან პროგრამისტობას ბევრი სწავლა არ სჭირდება და, თან, პროგრამისტებს ბევრი ფული აქვთ. ინტერნეტში ერთი სახლი ვნახე ამერიკის ოკეანის სანაპიროზე და იმ სახლს ვიყიდი. 75 მილიონი დოლარი ღირს, იქ ეხლა ამერიკელი მილიონერი ცხოვრობს და ის ყიდის იმ სახლს. როცა ბევრ ფულს ვიშოვი, იმ სახლის ყიდვას შევეცდები და იმას იქიდან გამოვასახლებ. მე მინდა, რომ, როცა გავიზრდები, ლას-ვეგასში ვიცხოვრო. იქ, შეიძლება, ამერიკელ ბიჭზე გავთხოვდე, ქართველი ბიჭები უზრდელები არიან.

ნინო: მე იმერეთში უნდა ვიცხოვრო, თან ისეთი სამსახური მინდა მქონდეს, რომ არ დავიღალო. მინდა, ვიყო მხატვარი. ჯერ არ დავდივარ ხატვაზე, მაგრამ სახლებს, გოგონებს და ყვავილებს ლამაზად ვხატავ. მეც მინდა, რომ მქონდეს დიდი და ლამაზი სახლი, ეხლა ჩემს ყულაბაში ფულს ვაგროვებ და იმ ფულით ახალი სახლის ყიდვა მინდა.


скачать dle 11.3