ნინი ბადურაშვილის ახალი კლიპი
„3G-ის“ გეგმებისა და დიდი პროექტების შესახებ მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის შემადგენლობაში მყოფი ცნობილი მომღერლები დამოუკიდებლადაც აქტიურად მუშაობენ. სულ ცოტა ხნის წინ, დამოუკიდებელი კინოპროექტის დახმარებით, ნინი ბადურაშვილმა ახალ სიმღერაზე კლიპი გადაიღო. სიმღერისთვის „დღეს“ მუსიკა ეკა კახიანმა დაწერა, ტექსტი კი მანანა გურგენიძემ. „R and B“-ს სტილის სიმღერა ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. რაც შეეხება კლიპს, ის რეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა გადაიღო. გადაღებები სამი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. კლიპში ნინის შეყვარებულს თამაშობს ნიკა გაბელია – თეატრალური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი. ვიდეო ძალიან მალე დატრიალდება ქართულ მუსიკალურ არხებზე.