გიორგი კალანდაძე და წიწი აპრილში იქორწინებენ
უსაყვარლესი წყვილი, „ჩვენი ოფისის“ მსახიობები, გიორგი კალანდაძე და ნათია წიწილაშვილი, ცოტა ხანში რეალურ ცხოვრებაშიც იქორწინებენ. სერიალის გადაღებებზე დაწყებული სიყვარულის ისტორია აპრილში ჯვრისწერით გაგრძელდება და მრავალი წელი იარსებებს. როგორც გიორგისგან გავიგეთ, მათი ქორწილი არ იქნება არც ტრადიციული ქართული და არც მასშტაბური. წყვილი ჯვარს დაიწერს და შემდეგ ვიწრო წრეში აღნიშნავს შეუღლებას. გიორგის მეჯვარეები იქნებიან გიორგი ლიფონავა, გია ცინაძე და გიორგი შალამბერიძე, ხოლო წიწის მეჯვარეები – მისი ახლო მეგობრები და, ასევე, თამთა ჭელიძე. ქორწილთან დაკავშირებული სხვა დეტალები წყვილს ჯერ გარკვეული არ აქვს.