კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ეძებე მოგება“


სიკეთეაყივლებულები

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ორიოდ კვირის წინათ დაგვპირდა, რომ მობილური ოპერატორების მიერ დაწესებულ ტარიფებს შეისწავლიდა და კიდეც შეგვაგულიანა, რომ, სავარაუდოდ, ტარიფიც დაიწევს. მანამდე კი საქართველოს მობილური ოპერატორებიდან ერთ-ერთმა „ჩათრევას ჩაყოლა“ ამჯობინა და საკუთარი ქსელის შიგნით 5-თეთრიანი ტარიფი გაააქტიურა. რამაც გულუბრყვილო მომხმარებელს ისიც კი აფიქრებინა, რომ ისეთი პროზაული საქმიანობით დაკავებულებშიც კი, როგორიც ფიჭური კავშირგაბმულობაა, სისხლს უყივლიაო, მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ქსელის შიგნით 5-თეთრიანი ტარიფის გააქტიურების შემთხვევაში ზარის წამოწყების ღირებულება 10 თეთრია, ანუ, თითოეული დარეკვისას პირველ წუთში 15 თეთრს გადაიხდით, ანუ წუთამდე ნებისმიერი ხანგრძლივობის თითოეული ზარი 15 თეთრი დაგიჯდებათ. სარეკლამო რგოლში, ბუნებრივია, ასეთი ნიუანსები განმარტებული არ არის. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ასეთი ჩახუჭუჭებული სიკეთის მოწმენი პირველად არ გავმხდარვართ (მაგალითად, „სახალხო ბანკმა“ პენსიონერებს რამდენიმე თვის პენსიის წინასწარ გაცემა შესთავაზა და პენსიონერებმა მხოლოდ პოსტფაქტუმ, ანუ 5 თვის პენსიის წინასწარ აღების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ერთი თვის პენსია ააწაპნეს), სავარაუდოა, რომ ჩვენში უადგილო დროსა და ადგილას სისხლაყივლებულთა მოქმედების დევიზი მარტივია: ეძებე მოგება! თან, რაც შეიძლება, შენიღბულად გააცურე.


скачать dle 11.3