კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პარკებს გადაყოლილი


„ხევი მთას ჰმონებს, მთა – ხევსა“

იმის ფონზე, რაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხდება (ქარიშხალ-მიწისძვრა-წყალდიდობების თვალსაზრისით), ჩვენი ბუნების სამდურავი მაინც არ გვეთქმის. თუმცა, ამის მიუხედავადაც, რაც რუსმა ოკუპანტმა დაგვიტოვა, იმას ახლა უკვე მეწყერი გვართმევს. მაგრამ, რაკი გლობალური დათბობაა და თვით დედამიწის ღერძიც კი ჰაიტური მიწისძვრის შემდეგ 8 სანტიმეტრით გადაიხარა, საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებებში, ბუნებრივია, ჩვენს ხელისუფლებას ვერ დავადანაშაულებთ. მეორე მხრივ, ჩვენში მეწყრული პროცესები, ძირითადად, ღვარცოფებმა გამოიწვია, ღვარცოფების წარმოქმნას კი უპატრონოდ მიგდებული ხევები იწვევს (რომლებსაც პერიოდულად უნდა გაწმენდა). ამას გარდა, საქართველოში 3 000 მეწყრული სხეულია, რომელთა სამართავადაც მათზე უწყვეტი დაკვირვებაა აუცილებელი და, თუ გავიხსენებთ, რომ თითქმის მთელ საქართველოში, სადაც ზომაზე მეტი ნალექი მოვიდა, მეწყრები ჩამოწვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მეწყრულ სხეულებს ვერ ან აღარ აკვირდებიან (ეს მოვალეობა, წესითა და რიგით, ბუნების დაცვის სამინისტროს აკისრია). ხოლო, თუ იმასაც დავამატებთ, რომ გარემოს დაცვის ჩვენი მინისტრი (იმის მიუხედავადაც, რომ ნახევარი საქართველო წყალსა და მეწყერს მიაქვს) პოლიეთილენის პარკების ქაღალდის ანალოგებით ჩანაცვლებითაა დაკავებული და აქციას აქციაზე მართავს პოლიეთილენის პარკების შეგროვების ეგიდით, იქნებ ვინმე მადლიანს მისი მაღალი ყურადღება სტიქიის პრევენციისთვისაც მიეპყრო, რომ შემდეგ უფრო გულმშვიდად და უსაფრთხოდ დაესუფთავებინა გარემო პოლიეთილენის პარკებისგან!


скачать dle 11.3