კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლაქებშეპარულები


„წითელი ვაშლი გაგორდა“

რაკი მთავრობამ თავის ერთ-ერთ პრიორიტეტად განათლება დაასახელა, ამ მიმართულებით დიდი აქტივობაა (მეტიც, ახლა უკვე არა მხოლოდ პრეზიდენტს უმშვენებენ ზურგს მოსწავლე-სტუდენტი გოგო-ბიჭები, არამედ თბილისის მოქმედ და მსურველ მერსაც). თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სკოლის მოსწავლეებს ბუკლეტები დაურიგა, სახელწოდებით: „წასაკითხი წიგნები“. ამ აქციის მიზანი ჩვენს მომავალ თაობაში (რომლებიც, საერთაშორისო გამოკითხვების თანახმად, წიგნს არ სწყალობენ) კითხვისადმი ინტერესის გაღვივებაა. თუმცა ისიცაა, რომ ეს მიზანი ერთობ წინააღმდეგობრივია, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი ლომაია, ახლაც და მაშინაც ყველა დროის საქართველოს განათლების უსაუკეთესოო მინისტრად წოდებული, გვიმტკიცებდა, რომ წიგნი წარსულის გადმონაშთია და ახლა კომპიუტერის დროაო. მეორე მხრივ, ეს წინააღმდეგობა იმასაც შეიძლება, ნიშნავდეს, რომ არა მხოლოდ მზეს, რევოლუციურ კადრებსაც შეეპარებათ ხოლმე ლაქები. წიგნით თუ უწიგნოდ, განათლების რეფორმა მეორე ტალღაშია და მისი რყევა (თუ მთლად მეცხრე ტალღა არა) კერძო სკოლებსაც მიწვდა. ბ-ნი შაშკინი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათგან იმის პირობაც მიიღო, რომ თავიანთ კერძო სკოლებში სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიან შეჭირვებული ოჯახების შვილებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კერძო სკოლის არსი ისიცაა, რომ ის ფასიანია, როგორც ჩანს, ზემოხსენებული დირექტორები ალტრუიზმის იშტაზე ჩვენი მინისტრის დანახვამ მოიყვანა (რაც იმასაც ნიშნავს, რომ უფრო ხშირად უნდა დაენახვოს). მეტიც, კერძო სკოლების დირექტორთა დირექტორმა (ანუ ხელმძღვანელმა) ისიც კი ბრძანა, რომ უკლებლივ ყველა კერძო სკოლის დირექტორი ფრიად ბედნიერი დარჩა მინისტრის შეთავაზებით, რომ ამიერიდან მათ კერძო სკოლებში მოსწავლეებს უფასოდ ასწავლიან. ერთი სიტყვით, ვითარება თითქმის ზღაპრულია: იქით – მშრომელები ითხოვდნენ, გვამუშავეთ 31 დეკემბერსო; აქეთ – კერძო სკოლების მფლობელები იხვეწებიან, მოგვეცით ნება, უფასოდ ვასწავლოთო…

ანუ, ვიშ, რა კარგი რამა ხარ, რევოლუციური ცვრით პირდაბანილო ქვეყანავ!..


скачать dle 11.3