კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო თქვა უარი კესარიამ თავის ერთადერთ სიყვარულზე და რატომ ეცოდება ის ქალი, ვინც მის მეუღლესთან იცხოვრებს


კესარიას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო – სულ ახლახან ის მეუღლეს, სულხან მღებრიშვილს დაშორდა, სამაგიეროდ, ახალი ამპლუა მოირგო და უკვე საქმიანი ქალის როლში მოევლინება ქართულ საზოგადოებას.


კესარია: საკმაოდ დაკავებული ვარ, შოუ-ბიზნესში უფრო აქტიურად ვაპირებ თავის დამკვიდრებას, დავიწყე პროდიუსერობა და შოუების გაკეთება. ვაკეთებ „კესარიას შოუს“, რომელიც ძალიან კარგი და საინტერესო იქნება.

– ამ მხრივ გაქვს რამე გამოცდილება?

– გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ, იმის ნიჭი კი მაქვს, რომ კარგი შოუ მოვაწყო. უკვე მოწვეული მყავს სტუმრები; იქნება როგორც მამაკაცების, ასევე ქალების სამოსის ჩვენება; ჩამოვლენ უკრაინელი სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონებიც, ბიჭებიც. მოკლედ, 19 მარტს ახლად გახსნილ კლუბ „მიქსში“ მოეწყობა „კესარიას შოუ“, რომელიც ძალიან გრანდიოზული და კარგი იქნება.

– როგორ აღმოჩნდი ამ კლუბში, შოუში?

– დამირეკა კლუბის მენეჯერმა და მითხრა, კლუბის პრეზენტაციაზე ქმართან ერთად რომ იყავი, ერთ უცხოელს მოეწონე, რომელსაც შოუს გაკეთება უნდაო. მანამდე მეც ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა შოუს გაკეთება და ამიტომაც დავთანხმდი ამ წინადადებას. ანუ, ყველაფერს – შოუს დაწყებასაც და, დამთავრებასაც ის „იქსი“ აფინანსებს, რომელიც ჯერ არ გამოჩენილა და არ მეუბნებიან, ვინ არის. ახლა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა ვუთხრა, რომ გამოჩნდეს. შოუზე სიურპრიზს თუ გამიკეთებს – თუ მოვა და დამასაჩუქრებს კიდეც, ძალიან კარგი იქნება. რაც მთავარია, მე უკვე დამასაჩუქრა და, მინდა, გავაკეთო კარგი შოუ და ამ ნიჭმაც იფეთქოს ჩემში. შოუ ერთჯერადი არ იქნება და ადამიანებს ვპირდები, რომ ხშირად გავაკეთებ საინტერესო შოუებს. კლუბს ჰქვია „მიქსი“, აქედან გამომდინარე, ყველაფერი იქნება – ცეკვა, ჩვენება... არ არის გამორიცხული, რომ მეც ვიცეკვო. ეს იქნება შოუ-ბიზნესისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

– თმის ფერიც შეიცვალე, იმიჯიც შეცვლილი გაქვს...

– არ ვაპირებდი, მაგრამ, მივხვდი, რომ ცოტა „სიგრუბეა“ საჭირო. თანაც, სალონების ძალიან ხშირი სტუმარი ვარ და ეს ჩემთვის კარგი განტვირთვაა. როდესაც სალონში მივდივარ, ყველაფერი მეხსნება და იქიდან ენერგიით სავსე ვბრუნდები.

– ვიცი, რომ მეუღლეს დაშორდი, ამან ხომ არ გადაგაწყვეტინა, ახალი ცხოვრება დაგეწყო?

– დიახ, ახალ ცხოვრებას და ახალ ეტაპს ვიწყებ. რა თქმა უნდა, როდესაც მეუღლეს შორდები, ეს ბევრ რამეს ცვლის და ჩემს ცხოვრებაშიც ახლა სხვა ეტაპია.

– როდესაც არცთუ დიდი ხნის წინ შენთან და სუხოსთან ინტერვიუ ჩავწერე, თქვენ საოცარი სიყვარულით საუბრობდით ერთმანეთზე. რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?

– ჩვენი დაშორების მიზეზი არ ყოფილა ის, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარს, მეც მიყვარს და მასაც ვუყვარვარ, მაგრამ, ჩავთვალე, რომ ასეა საჭირო. ისიც ძალიან ჯიუტია და მეც. უბრალოდ, მეუღლის გარეშე უფრო მეტს მივაღწევ. ახლა ძირითადად კარიერაზე ვარ გადართული, ჩემს ქმართან დავამთავრე ყველაფერი. რაც მთავარია, ჩვენ ერთმანეთს შეთანხმებულად, ცივილურად, ევროპულად დავშორდით, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. ჩემი ქმარი ჩემი ერთადერთი და ყველაზე დიდი სიყვარული იყო.

– დაშორების ინიციატივა ვისგან მოდიოდა?

– ინიციატივა ჩემგან იყო, თუმცა, გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ეს ახლა არ დაწყებულა, ყველაფერი უფრო ადრე, დაახლოებით ერთი თვის, თვე-ნახევრის წინ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა გადავლახეთ, ბევრს უნდოდა ჩვენი დაშორება, ეს გადაწყვეტილება მაინც თავად მივიღეთ და ერთი კონკრეტული მიზეზი არ გვქონია. ჩვენ შორის არ ყოფილა არც ღალატი, არც რამე გაურკვევლობა, უბრალოდ, გადავწყვიტეთ, რომ აღარასდროს ვიყოთ ერთად. ამ ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე დავშორდით, მაგრამ ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა.

– ალბათ, გაგიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

– ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, საკმაოდ ძლიერი ადამიანი ვარ და ყველაფერი უკვე გადავიტანე, უკან დარჩა. იმედგაცრუებული ნამდვილად არ ვარ, ვინც კი მყოლია მამაკაცი, ყველასთან განშორების მერეც არაჩვეულებრივად ვყოფილვარ, უბრალოდ, სულხანთან განშორება ყველაზე საწყენი იყო, თუმცა, ჯერ საკუთარი თავი მიყვარს და მერე – სხვა. დაშორებამ უფრო გამაძლიერა, უფრო შემართული, დამოუკიდებელი გავხდი, თავისუფლება ვიგემე და ვიგრძენი, რომ მე ვარსებობ.

– მე ისე გავიგე, თითქოს სუხოს ცხოვრებაში სხვა ქალი არსებობს.

– სხვა ქალი არ გამხდარა ჩვენი დაშორების მიზეზი, თუმცა, ამის შესახებ მეც დღეს გავიგე. ის, ალბათ, რამდენიმე დღის „შენაძენია“. უბრალოდ, სულხანში იმხელა დადებითი ენერგეტიკა შევიტანე, იმხელა სიყვარული მივეცი და ჩავდე მის არსებაში, რომ, არ არსებობს არც ერთი ჰეტეროსექსუალი ქალი, რომელიც მასში ამდენს ჩადებს. ამას ამბიციით კი არ ვამბობ, უბრალოდ, ასეთი ქალი არ არსებობს. მე ტრანსსექსუალი ვარ, არაჩვეულებრივი და ეს არაჩვეულებრივი ენერგია შევუშვი სუხოში და, ამიტომ, დაშორების შემდეგაც, ჩემზე სიყვარულით საუბრობს. ის ქალიც მეცოდება, რომელიც მამაკაცთან არის, ის კაცი კი სხვა ქალზე ფიქრობს, სხვა ქალს ეფერება, სხვა უყვარს და, როდესაც თვალს ახელს, „უტყდება“, რომ მის გვერდით კესარია კი არა, სხვა ქალი წევს. თუმცა, არის ქალების კატეგორია, რომლებსაც უღირს ამ ყველაფრად ერთჯერადი ფლირტი და ერთჯერადი საღამოები. სუხოს მე არასდროს დავავწყდები – მე ამის მჯერა.

– რატომ ფიქრობ ასე?

– იმიტომ, რომ მე არ ვარ ჩვეულებრივი, ჩემში არის ორი საწყისი და, შემიძლია, თავს მივცე იმის უფლება, რომ ვთქვა: „მე არაჩვეულებრივი ვარ!“ ამიტომაც მოვეწონე სუხოს. თუმცა, ვფიქრობ, არც მე დამავიწყდება სუხო, იმიტომ რომ, სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის და ის ჩემი ერთადერთი სიყვარულია, ჩემი გულის ერთი ადგილი მუდამ მისი იქნება.

– მერე, ის კაცი არ იქნება ცოდო, ვინც შენ გვერდით იქნება?

– მე ძალიან დიდი სიყვარული შემიძლია, ამიტომ, იმდენი პროცენტით შევიყვარებ, რომ დაკმაყოფილდება. სამი სერიოზული „პაკლონიკი“ უკვე მყავს, მაგრამ, არც ერთი არ არის ქართველი და, გპირდებით, რომ ჩემი შეყვარებული, ქმარი თუ „ბოიფრენდი“, ქართველი აღარ იქნება. რაც სუხოს დავშორდი, ძალიან გააქტიურდნენ, საქმესთან დაკავშირებითაც ბევრი შემოთავაზება მაქვს, ბევრ ქვეყანაში ვარ დაპატიჟებული, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი.

– უცხოელებთან შენი ურთიერთობა რა ეტაპზეა?

– უბრალოდ, ისინი ჩემი „პაკლონიკები“ არიან, მაგრამ, ჯერჯერობით არ ვაპირებ ვინმესთან სერიოზული ურთიერთობის დაწყებას. როგორც ყველა ქალს, მეც მსიამოვნებს თაყვანისმცემლების ყურადღება, მაგრამ, თავიდან ბოლომდე საქმეში ვარ ჩართული და სიყვარული აღარ მჭირდება. ისეთი ასაკი მაქვს, რომ არ მინდა, დრო პირადი ცხოვრებისთვის ან ვინმესთვის დავკარგო. ჯერ საქმეს და კარიერას მივხედავ. ამ ცივი გონებით ვიხედები წინ და ვიცი, რომ ჩემთვის ასე ჯობია.

– შენ და სუხოს გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა?

– 8 მარტს სალონში ვიყავი, ვლამაზდებოდი და თავზე დამადგა, ორქიდეები მომიტანა და მითხრა, ჩემი გული შენ გეკუთვნისო.

– თქვენი თანაცხოვრების განმავლობაში თუ ისწავლე რამე? ალბათ, კიდევ აპირებ გათხოვებას და ბევრი რაღაცის გათვალისწინებას.

– ამ ბედნიერი, წელიწად-ნახევრიანი „ლავ სთორის“ შემდეგ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მიმაჩნდა, რომ ძალიან ჭკვიანი ვიყავი, მაგრამ ახლა უფრო მეტი რამ ვისწავლე, შევიძინე და ყველაფერში უკვე ძალიან გამოცდილი ვარ. ურთიერთობაში მეც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი და სუხომაც, მაგრამ, ჩვენ იმდენად გვიყვარდა, რომ ერთმანეთს ყველაფერს ვპატიობდით. ბოლოს ისეთი ეგოისტები გავხდით, ისიც კი აღარ გვინდოდა, რომ ან მას ჰყოლოდა მეგობრები, ან მე მყოლოდა – მარტო ჩვენ უნდა ვყოფილიყავით და სხვა არავინ. თბილისში ბევრი შეყვარებული წყვილია, მაგრამ ჩვენი სიყვარული რაღაც ავადმყოფურ, პათოლოგიურ სიყვარულში გადაიზარდა და ეს უკვე აღარ მომწონდა.

– ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, იყავი ოჯახის შექმნისთვის მზად?

– არ ვიყავი მზად არც ოჯახის შექმნისთვის, არც სიყვარულისთვის, უბრალოდ, სულხანმა იჩქარა, რომ ჩვენ ცოლ-ქმარი გავმხდარიყავით და მეც დამაჩქარა. მაგრამ, უკვე ისე შეგვიყვარდა ერთმანეთი, რომ ყველაფერი დავივიწყეთ და გრძნობებში გადავეშვით. თურმე, ასე არ შეიძლება და, შევეცდები, რომ ეს ყველაფერი გავითვალისწინო. რაც მთავარია, უკვე გამიარა დეპრესიამ, დიდი შემართებით ვარ, ჩიტივით, უფრო მეტ სხივს ვუშვებ და, ვიცი, რომ ყველაფერი წინ მაქვს.


скачать dle 11.3