კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 20 მაისს, დილით. გამიმართლებს თუ არა უცხოეთში და რომელი ქვეყნებია ჩემთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: უცხოეთი ცოტა რთულია თქვენთვის. ამიტომ იქ წასვლა წინააღმდეგობების გარეშე შეუძლებელია, ასევე, არც დიდხანს ცხოვრებაა იქ სასურველი. თუმცა, თუ სწავლა, გამოცდილების შეძენა ან კაპიტალის დაგროვება გსურთ, ამ მხრივ იქ გამგზავრება შესაძლებელია. ქვეყნებიდან კი თქვენთვის მისაღებია: დანია, ინგლისი, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, მალაიზია, სინგაპური, პორტუგალია, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთის ცენტრალური მხარე, ფილიპინები, ტაილანდი, ისრაელი, ფინეთი და სამხრეთ კორეა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1979 წლის 30 დეკემბერს, საღამოს 8 საათსა და 30 წუთზე. რომელ პროფესიებში ელის წარმატება და თუ გაუმართლებს უცხოეთში? ასევე, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან ექნება სასურველი ქორწინება?

პასუხი: უცხოეთი მისთვის არც ცუდია და არც კარგი, ანუ საშუალოა. რაღაც პერიოდი იქ მუშაობა და ცხოვრება დასაშვებია. პროფესიებიდან კი მისაღებია: მედიცინა, სავაჭრო, ეკონომიკური, საბანკო, საფინანსო საქმე, პედაგოგიკა. ეს მეტად წარმატებული პროფესიებია მისთვის. ხოლო, რაც შეეხება სასიყვარულო პარტნიორებს, მისთვის დასაშვებია ურთიერთობა „მერწყულის”, „ლომის”, „სასწორის” ზოდიაქოს ნიშნებთან, ასევე, არა უშავს ურთიერთობას „ვერძთან”.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 9 სექტემბერს, დილის საათებში. რომელ სფეროში შემიძლია მეტად წარმატებული ვიყო და უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს?

პასუხი: პროფესიებიდან კარგია ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია, მედიცინა, ოღონდ, პედიატრიის გამოკლებით, ასევე, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, პოლიტიკა, საქველმოქმედო საქმე, ხელოვნების ფართო სპექტრი. უცხოეთის ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: ინდოეთი, ბრაზილია, პორტუგალია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია და ესპანეთი. სხვათა შორის, უცხოეთი თქვენი კოსმიური მისიაა და მასთან კონტაქტი აუცილებელიც კია.

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 8 მაისს, დილის 6 საათზე. მინდა უცხოეთში სამუშაოდ წასვლა. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: კარგია: ირლანდია, უკრაინა, პოლონეთი, კვიპროსი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, არგენტინა, კუნძული შრი-ლანკა, გერმანიიდან – ბავარიის მხარე, ნორვეგია, შვედეთის დასავლეთი მხარე, მექსიკა, კუბა, უნგრეთი.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 1990 წლის 6 დეკემბერს, საღამოს. რომელ სფეროში ელის წარმატება?

პასუხი: მისთვის კარგია და წარმატებული: მედიცინის ფართო სპექტრი, კერძოდ, სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, ასევე, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია, სადალაქო სფერო, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა. თუ შრომისუნარიანი იქნება და გამოავლენს მოთმინებას, ამით გადალახავს წინაღობებსა და პრობლემებს და წარმატებებს მიაღწევს საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობაში, სამართალდამცავ ორგანოებში, უშიშროების სფეროში, პედაგოგიკასა და მშენებლობაში.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 15 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა პატრიოტიზმი. პატივი ეცით წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს. ასევე, დაამყარეთ სტაბილური ურთიერთობები საოჯახო, სანათესაო წრეში. სადაც შეხვალთ, შეიტანეთ ჰარმონია, სიმშვიდე და არა აგრესია და დეპრესია. გამოავლინეთ დიპლომატია ურთიერთობებში, დაეყრდენით ინტუიციას, ხარჯეთ ფული ყაირათიანად. გამოავლინეთ ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, მოთმინება, ნებისყოფა და დისციპლინა. ამ თვისებების გამოვლენით თქვენ კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ და წარმატებასაც მიაღწევთ ცხოვრებაში.


скачать dle 11.3