ვეტერინარის რჩევები
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა არის დაჩიპვა და როგორ უნდა დავჩიპო ძაღლი. თუ არის შესაძლებელი თბილისში ამის გაკეთება?
პასუხი: თბილისში ნამდვილად შესაძლებელია ძაღლის ჩიპირება. მიკროჩიპი არის სითხე, რომელიც ნემსის საშუალებით თავსდება ცხოველის სხეულში და აქვს საკუთარი მრავალნიშნა კოდი. ეს კოდი აკავშირებს ძაღლს მის საგვარეულო ნუსხასთან და ვეტერინარულ პასპორტთან. ძაღლის დაჩიპვა თითქმის ყველა კინოლოგიურ ცენტრშია შესაძლებელი.
კითხვა: მყავს ამერიკული ბულდოგი, რომელსაც საყელურმა ხორხთან კანი გაუღიზიანა. მაინტერესებს, საყელური სამხრეებით ხომ არ შევუცვალო? თუ, ეს გაღიზიანება სხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული?
პასუხი: ძაღლისთვის შეიძლება, სამხრეები მოსახერხებელი უფრო იყოს. ამერიკული ბულდოგი ნაზი და ფაქიზი ძაღლი არაა. შესაბამისად, უნდა დაადგინოთ მიზეზი, რატომ გაუღიზიანდა კანი. სანამ კისერი მოუშუშდება, სამხრეები იხმარეთ და შემდეგ შეუცვალეთ საყელური. დააკვირდით, ფაქტურის ბრალია თუ სხვა საყელოზეც დაეწყება გაღიზიანება. სამხრეები მაქსიმალურად რბილი ფაქტურის შეურჩიეთ, რადგან, თუ კანის პრობლემა აქვს, უხეში სამხრეები მთელ ტანს დაუზიანებს.
კითხვა: მყავს გერმანული ნაგაზი. მას ჩემი საცხოვრებელი ფართიდან 25 კვადრატული მეტრი დავუთმე. მაინტერესებს, არის თუ არა ეს ტერიტორია მისთვის საკმარისი?
პასუხი: აღნიშნული ფართი სავსებით საკმარისია თქვენი ძაღლისთვის, მაგრამ, თქვენს ძაღლს მაინც დასჭირდება გასეირნება დღეში ორჯერ მაინც, თითო საათით.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ უნდა გავუკეთოთ კავკასიურ ნაგაზს ცოფის საწინააღმდეგო აცრა. მაინტერესებს, 100 პროცენტით იცავს თუ არა ეს ძაღლს ცოფისგან?
პასუხი: სასურველია, ძაღლს ცოფის აცრა გაუკეთდეს 11 თვეში ერთხელ.
რაც შეეხება 100 პროცენტით დაცვას, ასეთ გარანტიას არანაირი ვაქცინა არ იძლევა ამ შემთხვევაში გარანტია 99 პროცენტია.