კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განმარტოების სეზონი


ვის არ განუცდია მარტოობის საშინელი, დამთრგუნველი განცდა. რაც არ არის დამოკიდებული იმაზე, მართლა მარტო ხართ თუ გარშემო უამრავი ადამიანი გახვევიათ. გაზაფხულზე მარტოობის განცდა კიდევ უფრო მძაფრდება. საქმე ისაა, რომ ამ დროს ჯიშის გაგრძელების ინსტინქტი იღვიძებს. ჰორმონები ბობოქრობენ და ჯანყდებიან. ადამიანი ბიოლოგიური არსებაა. ეს რეალობაა და ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც ჩვენს შიგნით ხდება, განწყობაზეც აისახება. ამ დროს ერთნაირად მატულობს შეცდომის ჩადენის რისკი. ნუ ეცდებით, ეძებოთ შემთხვევითი პარტნიორი. ნუ მოინდომებთ ხანმოკლე თავგადასავალს, რომელიც შეიძლება, ძალიან ძვირად დაგიჯდეთ. ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის ერთი და ორი დღით არ წყდება. ის არც სეზონური შეიძლება, იყოს. მარტოობის განცდა ძალიან ჰგავს ყინვაში მოხვედრილი ადამიანის განცდას. რას ვაკეთებთ მაშინ, როცა ძალიან გვცივა?! – ვიცვამთ თბილად, ან ვეძებთ მყუდრო ადგილს, სადაც გავთბებით და თავს კარგად ვიგრძნობთ. სიმარტოვეც გვიბიძგებს იმ ადამიანისკენ, რომელიც ჩვენი გულის გათბობას შეძლებს. მაგრამ, სიფრთხილე გმართებთ: ან არ „დაიწვათ“, ან ისე არ „გათბეთ“, რომ ჩაგეძინოთ და ვიღაცამ თქვენი მდგომარეობით ისარგებლოს. ერთი სიტყვით, თუ მარტოობის განცდა მოგეძალათ, თავი იმით ინუგეშეთ, რომ ამ მდგომარეობაში მარტო თქვენ არ ხართ. მუდმივი ამქვეყნად არაფერია და ყველაფერი ადრე თუ გვიან გაივლის. თქვენთანაც მოვა გაზაფხული, ხელს მოგკიდებთ და მზეზე გაგიყვანთ.

შეგიძლიათ, უბრალოდ, გახვიდეთ ქუჩაში და გაისეირნოთ. ეს „თერაპია“ ძალიან სასარგებლოა.


скачать dle 11.3