კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაუმეგობრდა ესტონეთის პრეზიდენტის მეუღლეს თაკო ჩხეიძე და რატომ უყურებენ მას მიღებებზე ელჩები და მათი ცოლები გაოცებით


მშვენიერი თაკო ჩხეიძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მეორე შვილის, პატარა ალექსანდრეს დედა გახდა, თითქმის ორი თვის განმავლობაში მეუღლესთან ტალინში იმყოფებოდა. ის ამჟამად თბილისშია, რადგან საქმეები აქვს მოსაგვარებელი. თუმცა, ახლო მომავალში კვლავ აპირებს მეუღლესთან გამგზავრებას.


თაკო ჩხეიძე: ჩემი მეუღლე არის საქართველოს ელჩი ესტონეთში, იქ მუშაობს. შესაბამისად, ახალი წლის შემდეგ ბავშვებთან ერთად მეც ჩავედი მასთან. ახლა მაქვს ისეთი ეტაპი, რომ ორ ქვეყანაში მიწევს ცხოვრება, აქაც სახლი მაქვს, იქაც; აქ საქმე მაქვს, იქაც საქმე მაქვს. მოკლედ, ორ ფრონტზე ვარ.

– ეს უფრო საინტერესოს არ ხდის ცხოვრებას?

– როგორც იცი, ოთხი წლის განმავლობაში ვცხოვრობდით შვეიცარიაში, მერე დავბრუნდით საქართველოში და არ ვიყავი მზად, რომ ასე მალე კიდევ მოგვიწევდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება. მეც პირველივე დღიდან ვიყავი შეგუებული იმ აზრს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში მომიწევდა ცხოვრება. ასეთია დიპლომატის ცხოვრება და ეს კარგად ვიცი. უბრალოდ, ამ ეტაპზე არ ვიყავი მზად, თორემ ისე ძალიან მიყვარს სიახლეები, მოგზაურობა. საინტერესოა ასე ცხოვრება. თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. მე ვცდილობ, ყველაფერს დადებითი კუთხიდან შევხედო. ეს, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ სერიოზულ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული.

– მოგწონს ესტონეთი?

– მომწონს. ტალინი პატარა, ევროპული ქალაქია. საბჭოთა კავშირის დროსაც ტალინი ერთ-ერთ ევროპულ ქალაქად მიიჩნეოდა. წყნარი, მშვიდი, კომფორტული ქალაქია. ერთადერთი, ჰავა არ მომწონს, საშინლად ყინავდა. თბილისში რომ ჩამოვედი, ის ამინდები, რაც აქ დამხვდა, ჩემთვის ზაფხულია.

– ალბათ, შენი ცხოვრების ტალინური სტილი თბილისურისგან რადიკალურად განსხვავდება.

– თბილისში სულ საქმეები, შეხვედრები, გადაღებები მაქვს. სულ მეჩქარება, სულ რაღაც მაქვს გასაკეთებელი. ტალინში უფრო მშვიდი, ოჯახური ცხოვრებით ვცხოვრობ. შვილების გაზრდით ვარ დაკავებული. ახლა, უფროსი სკოლაში იქ გადავიყვანე, პატარა კი ბუნებრივ კვებაზე მყავს. ამიტომ, თავიდან ბოლომდე შვილების გაზრდაზე ვიხარჯები და ეს ძალიან სასიამოვნოა. სერგი მამასთან დავტოვე, მე აქ რაღაც საქმეებს მოვაგვარებ, მერე ისევ წავალ, კიდევ ჩამოვალ და მოკლედ, სულ ასე მოგზაურობაში მიწევს ყოფნა.

– მამა-შვილი ალბათ, კარგად უგებენ ერთმანეთს.

– კი, ერთმანეთზე გიჟდებიან, მეგობრობენ და ამ მხრივ ძალიან მშვიდად ვარ.

– როდესაც შენ აქეთ ხარ, მეუღლე კი ტალინში, ახლა შვილიც იქ გყავს, ალბათ, ძალიან გენატრება და თან, ნერვიულობ.

– კი, ძალიან რთულია და ამიტომაც ვთქვი, ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. რაღაც მომენტში რთულია ასე ცხოვრება, ის – იქ, მე – აქ. ჩემს თავში რა ხდება, არავინ იცის, მაგრამ მე ჩემი საქმე მაქვს, მას – თავისი. რაც მთავარია, ჩვენ ერთმანეთის პროფესიას, კარიერას შეგნებულად ვუდგებით და პატივს ვცემთ.

– ამ ორი თვის განმავლობაში ალბათ, როგორც ელჩის მეუღლეს ხშირად გიწევდა სხვადასხვა მიღებებზე, შეხვედრებზე წასვლა.

– კი, როგორ არა. მე და ჩემს მეუღლეს რადიკალურად განსხვავებული პროფესიები გვაქვს – მე მოდა, ფეშენი – ასეთ სფეროში ვტრიალებ, ჩემი მეუღლის სფერო კი უფრო დახვეწილი, სოლიდური და განსხვავებულია, რომელსაც თავისი წესები, ეტიკეტი აქვს. ხშირად მიწევს მიღებებზე, სადილებზე სიარული, ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის ელჩების მეუღლეებთან და რა თქმა უნდა, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან ვიცი, საქართველოს წარმოვადგენ. როდესაც სადმე მივდივართ, ყველამ იცის, რომ იქ იმყოფება საქართველოს ელჩი მეუღლესთან ერთად და რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გმატებს.

– რომელიმე ელჩის მეუღლესთან ხომ არ მეგობრობ?

– სიმართლე, რომ გითხრა, ამისთვის ნაკლები დრო მაქვს. მთლიანად ჩემს შვილებზე ვარ გადართული, მაგრამ ბევრთან კარგი ურთიერთობა მაქვს. სასაცილო ის არის, რომ ყველაზე ახალგაზრდა ელჩის ყველაზე ახალგაზრდა ცოლი ვარ. ერთხელ დიდი წვეულება იყო, უამრავი ქვეყნის ელჩი ესწრებოდა მეუღლეებით. მე და ჩემი მეუღლე, რომ მივედით ყველა მე მიყურებდა. მათ ფონზე ბავშვი ვიყავი. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტის მეუღლესთან. ის ტალინში ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი. ძალიან კარგი ადამიანია.

– შენ თქვი, საქმეებზე ჩამოვედიო.

– კი. თუმცა, როდესაც მივდივარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი სამოდელო სკოლა არ ფუნქციონირებს. სამსახურში მყავს ისეთი ჯგუფი, რომელსაც ვენდობი, კარგად მუშაობს და საქმეს მშვენივრად ართმევს თავს, მე სულ საქმის კურსში ვარ. როდესაც ტალინში ვარ, რა თქმა უნდა, მარტო ბავშვების აღზრდით არ ვარ დაკავებული, არც ჩემს საქმეს ვივიწყებ, უცხოეთში მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. როგორც იცით, 27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ვაკეთებთ თბილისის მოდის კვირეულს, ვემზადები. შემოდგომაზე ჩატარდა ამ პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია, ავთანდილი, თამუნა ინგოროყვა და ატელიე „ათი ა“ იღებდნენ მონაწილეობას. ახლა უკვე სრულყოფილ მოდის კვირეულს ვაკეთებთ. ეს ძალიან დიდი პროექტია და ბევრი ადამიანია ჩაბმული. მე როგორც ამ კომპანიის პროექტის განმახორციელებელი, ერთ-ერთი დამფუძნებელი და პარტნიორი, ჩამოვედი, რომ მონაწილეობა მივიღო საორგანიზაციო საკითხებში, შეხვედრებში, მოლაპარაკებებში. ძირითადად უცხოურ ბაზარზე, უცხოელ დიზაინერებთან ვაწარმოებ მოლაპარაკებებს. აპრილის ბოლოს თბილისს ვპირდებით ძალიან ლამაზ, დიდ „ივენთს”.

– ვისთან აწარმოებდი მოლაპარაკებებს?

– ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ კონკრეტული ინფორმაციების გაჟღერებისგან, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ ქართველ დიზაინერებზე, როგორც პროფესიონალებზე, ასევე დამწყებებზეც – ვიწვევთ უცხოეთში მცხოვრებ დიზაინერებიდან თითქმის ყველას და ეს იქნება ქართველებისთვის დიდი სიურპრიზი. თანაც მოვიძიეთ და ძალიან ბევრი სახელგანთქმული დიზაინერი გვყავს, რომლებიც უცხოეთში წარმატებით აკეთებენ თავის საქმეს.

– მინდა, ისევ ოჯახს დავუბრუნდეთ. რამდენიმე თვის წინ პატარა გეყოლა, ალბათ, მან ბევრი რამ შეცვალა ოჯახში, შენს პიროვნებაში.

– ადამიანი ამ ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს რასაც ქმნის, ეს ბავშვის გაჩენაა და მას არაფერი შეედრება, არც კარიერა და არც სხვა დანარჩენი. როდესაც უყურებ ბავშვს, ხვდები, რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს იმდენად დიდი და განსხვავებული სიხარულია, ისეთი, სიყვარული ტრიალებს, რომ ოჯახში სულ უნდა იყოს პატარა ბავშვი. პატარას თავის საოცარი, კეთილი აურა აქვს და ეს მთელ ოჯახზე გადადის.

– პირველსა და მეორე შვილს შორის ცხრაწლიანი სხვაობაა. რამდენად იყავი მზად ალექსანდრეს დაბადებისთვის?

– მზად ვიყავი. როდესაც კარგად გავიაზრე, რომ მინდოდა მეორე შვილის გაჩენა და ამისთვის მზად ვიყავი, მერე გავაჩინე. ახლა უკვე მასთან გატარებული ყოველი დღე, თუნდაც უძილო ღამეები, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან საყვარელი ბავშვია, არ არის პრობლემური, სერგიც ასეთი იყო, მშვიდი. ხასიათით ალბათ, სხვადასხვანაირები იქნებიან, მაგრამ რაღაცეებით ჰგვანან ერთმანეთს.

– მეუღლისთვის მეორე ბიჭის დაბადება საჩუქარი იქნებოდა.

– დიახ. თანაც, მის დაბადების დღეზე გაჩნდა. ასე რომ, მთელი ცხოვრების განმავლობაში მეუღლის დაბადების დღის საჩუქრისგან თავისუფალი ვარ. საკეისრო კვეთა გავიკეთე. არ მინდოდა, ერთ დღეს ყოფილიყო ორი დაბადების დღე, მაგრამ ექიმმა ასე გადაწყვიტა და მეც მშვენიერი საჩუქარი გამომივიდა.

– როგორი დედა ხარ?

– ძალიან გაწონასწორებული დედა ვარ და ვიცი, რომ ბავშვი ან დაეცემა, ან იტირებს, ან ავად გახდება. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ამის გარეშე არ იქნება და ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურებ.

– ზოგი დედა სხვადასხვა მიზეზების გამო, შვილს არ კვებავს ბუნებრივად, დედის რძით.

– ვისაც რძე არ აქვს, მესმის მისი, მაგრამ ვინც ამას შეგნებულად აკეთებს, შეიძლება, დავახრჩო. მაშინ, ნუ აჩენ შვილს. ჩემი აზრია, რომ როდესაც შვილს აჩენ, რაღაცეები გვერდზე უნდა გადადო. ირგვლივ იმდენი ინფექცია, ალერგიული ფონია, თუ გაქვს იმის საშუალება, რომ შვილი დედის რძით გამოკვებო, უარი არ უნდა თქვა.

– მონათლეთ უკვე?

– 3 იანვარს მოვნათლეთ სამებაში. მისი ნათლიები არიან, ჩემი მეგობრები – ანა კოშაძე, უკრაინელი დაქალი მარინა კლიმენკო, ასევე ჩემი მეუღლის მეგობრები – ვატო მახარობლიშვილი, დათო ბაქრაძე და ძალიან მიხარია, რომ მისი ნათლია არის დეკანოზი დავით შარაშენიძე.


скачать dle 11.3