დაუმორჩილებელნი 2
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-10(480)
ლუდამ მოკლულის მობილური გაშალა და თქვა:
– ლუდა მედვედევა გისმენთ!
– ლუდა მედვედევა? – გაიმეორა მამაკაცის ხმამ.
– ჰო, შე ნაბოზარო, მე ვარ! შენი დედის გაჟიმვამდე კი ზუსტად იმდენი დრო დარჩა, რამდენიც მე მამაჩემთან დასარეკად დამჭირდება. ეს კი სულ მალე მოხდება: ასე რომ, შეგიძლია, საფლავი შენი ხელით გაითხარო და შენს შეფსაც იგივე გაუკეთო, – უთხრა ლუდამ უცნობს. შემდეგ ეზოში დაბრუნდა და ჰამოს მიმართა: – ჩქარა, აქედან ავახვიოთ, თორემ სულ მალე აქ „გრუელები“ გაიჩითებიან ჩვენს გასანადგურებლად!
ქალ-ვაჟმა მოკლული „გრუელების“ იარაღები მანქანაში ჩაალაგეს, „ტოიოტას“ უზარმაზარ „ჯიპში“ ჩასხდნენ და ჰამომ მანქანა დაქოქა.
– აქ არ დამტოვოთ! ძალიან გთხოვთ, თან წამიყვანეთ! – ტირილით შეევედრა, ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი დაჭრილი „გრუელი“.
– ჩვენთან ერთად რა გინდა? – ჰკითხა ლუდამ და ჰამოს მიუბრუნდა, – დროზე დაძარი, წავედით!
– მოიცადეთ, მეც წამიყვანეთ, თორემ მომკლავენ! – ისტერიულად გაჰკიოდა დაჭრილი „გრუელი“.
– რომ წაგიყვანოთ, შენი უფროსობის წინააღმდეგ მისცემ ჩვენებას?
– მივცემ, მივცემ, ოღონდ, დროზე წამიყვანეთ აქედან!
ჰამომ დაჭრილი „გრუელი “ „ჯიპში“ ჩაისვა და ტყიდან გამოვიდნენ.
***
ჰამომ და ლუდამ მშვიდობიანად მიაღწიეს „ეფესბეს“ ცენტრალურ შენობამდე და ყველაფერი გენერალ მედვედევს უამბეს. დაჭრილმა „გრუელმა“ კი უშიშროების თანამშრომლებს ჩვენება მისცა და ის სპეციალურ სამედიცინო სტაციონარში გადაიყვანეს.
ლუდას მამამ საათს დახედა და ქალ-ვაჟს უთხრა:
– უკვე, ათი სრულდება, მაგრამ, ჯერჯერობით აქ უნდა დავრჩე. თქვენ კი თავისუფლები ხართ!
– საშიში არაა, მამიკო?
– რას გულისხმობ, ლუდაჩკა?
– კიდევ ხომ არ დაგვესხმებიან თავს?
– არა, ნუ გეშინია, უკვე ყველაფერი მოგვარდა და ხელს ვერავინ გახლებთ. თუმცა, შემიძლია, სამი-ოთხი მცველი გამოგაყოლოთ და ისინი მიგაცილებენ სახლამდე.
– არაა საჭირო, – თავი გააქნია ჰამომ და გენერალს ფურცელზე დაუწერა: „ხვალ დილით აგარაკზე მოდით და დავილაპარაკოთ“, უჩვენა და ნაწერი იქვე დაწვა, ხმამაღლა კი უთხრა, – ჩვენ წავალთ.
გენერალმა ჰამოს ანიშნა, მოვალო, სხვების გასაგონად კი ხმამაღლა დაემშვიდობა:
– აბა, ნახვამდის, ახალგაზრდებო, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ!
„ეფესბეს“ შენობიდან გამოსულმა წყვილმა, ღამის მოსკოვში ფეხით გასეირნება გადაწყვიტა და ნელ-ნელა გაუყვნენ გზას.
– რა ჩაიფიქრე? – ჰკითხა ლუდამ ჰამოს.
– რას გულისხმობ?
– მამაჩემს რა დაუწერე?
– ის, რომ ხვალ დილით მასთან შეხვედრა და საუბარი მინდა.
– ალბათ, ქურდების გაყვანის თაობაზე.
– ჰო, – თავი დააქნია ჰამომ.
– მერე, სად უნდა ელაპარაკო?
– თქვენს აგარაკზე.
– ასე გვიან აგარაკზე მისვლა გინდა?
– შენ, რა, წინააღმდეგი ხარ?
– არა, მაგრამ უმანქანოდ რომ ვართ?
– რა პრობლემაა, ძველ არბატამდე ტაქსით მივალთ, იქიდან კი „ჯიპით“ დავაწვებით აგარაკზე.
– და, მაგრად, ძალიან, ძალიან მაგრად ვიჟიმავებთ მთელი ღამე, – მთელი გრძნობით წარმოთქვა ლუდამ და ჰამოს ხელკავი გაუყარა, თავი მხარზე მიადო, – რა ბედნიერია სოფი, შენ რომ ჰყავხარ!
სოფის ხსენებაზე ჰამოს სევდა შემოაწვა გულზე და ერთი თვის უნახავი ცოლ-შვილი უზომოდ მოენატრა. მაგრამ, გრძნობა დაძლია, ლუდას თვალებზე აკოცა და უთხრა:
– გვეყოფა ფეხით სიარული. მოდი, ტაქსი გავაჩეროთ.
წყვილი ერთ-ერთი ჩიხის გასწვრივ შეჩერდა, რომ ტაქსი გაეჩერებინათ, მაგრამ, შავი ფერის ტყავის სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდების ჯგუფმა, რომლებიც ფოლადის გრძელი ჯაჭვებით იყვნენ შეიარაღებულები, წრეში აიყვანეს ისინი, პანკური ვარცხნილობის, ყვითელთმიანმა ახალგაზრდა ყმაწვილმა კი გამომწვევად ჰკითხა:
– ქუჩაში კოცნაობთ, ჯიგრებო?
– მერე შენ რა, თმაშეღებილო, რა შენი უკანალის საქმეა ჩვენი კოცნაობა? – უთხრა ლუდამ ყმაწვილს და ჰამოს მკლავზე უჩქმიტა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთაწმინდელი ჩხუბისთვის უნდა მომზადებულიყო.
ჰამო უკვე ყურადღებით აკვირდებოდა ექვსივე ახალგაზრდას, რომელთა შორის ერთი გოგონა იყო და ჩხუბისთვის ემზადებოდა.
ლუდას სიტყვებზე ყვითელთმიანს ირონიულად ჩაეცინა, თავი გვერდზე გადაწია და ზიზღით თქვა:
– ძუკნა ნახე, რა დღეშია! ენა წაუგდია, მაგრამ, სულ მალე დავუმოკლებთ ენას. რას იტყვით, ძმებო, ჭკუა ვასწავლოთ ამ ნაბოზარს?
– რა თქმა უნდა, უნდა ვასწავლოთ, – თქვა ტყავის ჟილეტიანმა გოგონამ, რომელსაც კისრის მარცხენა მხარეს მორიელის ფერადი ტატუ ჰქონდა გაკეთებული, მერე ფოლადის ჯაჭვი ხელზე დაიხვია, ლუდას ლამის ცხვირთან მიუტანა ცხვირი და უთხრა: უკანალი აგიკანკალდა, ძუკნავ?
– შენ შენს უკანალს მიხედე, მახინჯო! – კბილებში გამოსცრა ლუდამ, – თორემ, ეგ ფერადი მორიელი შეგიძვრება და გამოგბდღვნის.
– გამობდღვნა ახლა ნახე, – სისინით უპასუხა გოგონამ და ფოლადის ჯაჭვი მოუქნია. მაგრამ, მედვედევამ მოხდენილი მოძრაობით ჩაავლო ხელი ჯაჭვს, მკვეთრად დაქაჩა და თავდამსხმელი ასფალტზე დაახეთქა.
– დასცხეთ ამ ნაბოზრებს! – დასჭყივლა ყვითელთმიანმა ყმაწვილმა და პირველი გადავიდა შეტევაზე, ჰამომ ის ხიდან მოწყვეტილი მწიფე ატამივით დაახეთქა ასფალტზე. იგივე ბედი ეწიათ სხვებსაც და, ნახევარი წუთიც არ იყო გასული, რომ ექვსივე მიწაზე იწვა ერთმანეთის მიყოლებით.
– დაგიმატოთ თუ გეყოფათ? – დამცინავად დასძახა ლუდამ ასფალტზე დაყრილებს.
– გვეყოფა, კმარა, გვაპატიეთ! – ამოილუღლუღა ყვითელთმიანმა.
– შენ რას იტყვი, ძუკნავ? – ჰკითხა ლუდამ ტატუიან გოგონას.
– გვაპატიე, დეიდა, დავაშავეთ, – ხელები ასწია ტატუიანმა და გახეთქილი ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა.
– კარგი, გაპატიებთ, დღეს კარგ ხასიათზე ვარ, – ჩაეცინა ლუდას, ჰამოს ხელკავი გაუყარა და წასვლა დააპირა, მაგრამ, უცებ ტატუიანმა მიაძახა:
– ეგ ბიჭი დამიტოვე, რა, დეიდა! მინდა, საწოლში დავპატიჟო!
– უკვე დაპატიჟებული მყავს. შენ კი, აი, რამდენი გყავს – გინდა, ერთად დაპატიჟე, გინდა – სათითაოდ.
– ეეჰ, – ხელი ჩაიქნია ტატუიანმა, – მე ხომ ბედი არ მაქვს. ამათ რისი თავი აქვთ, ამდენმა ჯაჭვიანმა სირმა ორ ადამიანს ვერ მიხედა!
ლუდას პასუხი არ გაუცია და ჰამოსთან ერთად იქაურობას გაეცალა. შემდეგ ტაქსი გააჩერეს და ძველი არბატისკენ აიღეს გეზი.
„ჯიპის“ საჭეს ლუდა მიუჯდა და დიდი სისწრაფით გააქანა ღამის მოსკოვის ქუჩებში, გზატკეცილზე რომ გავიდა, სისწრაფე მაქსიმალურად გაზარდა და რაკეტასავით გაიჭრა წინ.
– ფრთხილად, ლუდაჩკა, არ გავფრინდეთ, – თქვა ჰამომ.
– გეშინია?
– რა თქმა უნდა!
– მე კი – არა! – დასჭყივლა მედვედევამ და კიდევ უფრო მოუმატა სისწრაფეს.
– რაც გინდა, ის ჰქენი, მაგრამ, ცოტა მარცხნივ თუ არ აიღებ საჭეს, აი იმ „ჯიპს“ შევასკდებით, – უთხრა ჰამომ ლუდას და გზის პირას მდგარ „მერსედესზე“ მიუთითა.
ლუდამ ბოლო მომენტში შეამჩნია „ჯიპი“ და მარცხნივ აიღო საჭე, მაგრამ, სარკე სარკეს გაჰკრა და ორივე „მერსედესის“ სარკეები დაიმსხვრა... გოგონამ ნელ-ნელა დააგდო სისწრაფე, მანქანა ასიოდე მეტრში გააჩერა, თავი საჭეში ჩარგო და ამოისლუკუნა:
– ღმერთო, ღმერთო, რა უკუღმართი და უბედური ცხოვრება მაქვს! აღარ მინდა სიცოცხლე და სიკვდილი მომენატრა!
– რატომ, რა გჭირს? – ჰკითხა ჰამომ და თმაზე მიეფერა.
– ის, რომ წუხელ დედაჩემთან იწექი და ვერ ვინელებ!
– სისულელეს ამბობ, ლუდაჩკა, გეშლება. მსგავსი არაფერი მომხდარა. ადგილი გამიცვალე და საჭესთან დამსვი.
ლუდამ არაფერი უპასუხა ჰამოს და ადგილი გაუცვალა. მთაწმინდელმა „მერსედესი“ დაქოქა და უკან გაიხედა, მაგრამ ათიოდე მეტრში მდგარ „ჯიპთან“ რომ ვერავინ დაინახა, ლუდას უთხრა:
– საეჭვოდ არ გეჩვენება, რომ მანქანიდან არავინ გადმოვიდა? სარკე მივუმსხვრიეთ და რეაქცია არ ჰქონიათ.
– ალბათ, ჟიმაობენ და საქმეს ვერ მოსწყდნენ.
– სულ ეგ როგორ უნდა გეჩვენებოდეს?! მოდი, ვნახოთ, რა ხდება, – თქვა ჰამომ და მანქანა უკუსვლით, ნელა დაძრა, ასიოდე მეტრი გაიარა და „ჯიპთან“ გაჩერდა, შემდეგ მანქანიდან გადავიდა და „ჯიპს“ მიუახლოვდა.
ლუდა მანქანაში დარჩა და სიგარეტი გააბოლა, თან დედისთვის სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობდა, რადგან, დარწმუნებული იყო, რომ ის ჰამოსთან იწვა. „ძუკნა, მოღალატე, უსირცხვილო! – ფიქრობდა ლუდა, – დამაცადე, დედიკო, რა გაგიჩალიჩო! იმ ერთ ჟიმაობას სანანებელს გაგიხდი! თუმცა, რატომ ვბრაზობ, მეც ხომ ასეთი ვარ? ბოლოს და ბოლოს, დედაჩემის შვილი არ ვარ? სოფის ერთგულება და დობა შევფიცე, მის ქმართან კი ვწევარ. არა, თუ მართლა რამე არსებობს, ნამდვილად ჯოჯოხეთში მოვხვდები“. ლუდამ ხელი ჩაიქნია და სიგარეტი მოქაჩა, მაგრამ უცებ ჰამოს ხმა შემოესმა, რომელიც სასწრაფოდ უხმობდა.
გოგონა მანქანიდან გადავიდა და გზაზე გაჩერებული „ჯიპისკენ“ გაემართა, თან ჰამოს ჰკითხა:
– რა მოხდა?
– მანქანაში მშობიარე ქალია, ჩქარა, ვუშველოთ!
„მერსედესის ჯიპში“, უკან გადაწეულ წინა სავარძელზე ოციოდე წლის ფეხმძიმე გოგონა იწვა, რომელსაც სახე ოფლისგან ჰქონდა დაცვარული და ყრუდ კვნესოდა. მას წყლები უკვე დაღვრილი ჰქონდა და, ეტყობოდა, რომ მშობიარობა ეწყებოდა.
– ჩქარა, ლუდაჩკა, სასწრაფოში დარეკე და უთხარი, რომ მეოცე კილომეტრზე სამშობიარო ბრიგადა გამოგზავნონ, – უთხრა ჰამომ ლუდას, შემდეგ მშობიარეს მიუბრუნდა, თავზე ხელი გადაუსვა და მიეფერა, – ნუ გეშინია, ძვირფასო, გაუძელი, სულ მალე ექიმები მოვლენ და ყველაფერი კარგად იქნება!
ლუდამ სასწრაფოში დარეკა და ტელეფონი რომ დაკეცა, მშობიარეს მიუბრუნდა:
– ასეთ დროს, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქალი აქ მარტო როგორ აღმოჩნდა?
– ქმარს ვეჩხუბე და გამოვიქეცი, – ამოილუღლუღა მშობიარემ, – ვაი, დედა, აღარ შემიძლია!
– გაუძელი, ძვირფასო, სულ მალე გეშველება, ექიმები უკვე გზაში არიან, – უთხრა ჰამომ მშობიარეს და ცხვირსახოცით ოფლი მოსწმინდა სახიდან.
– არა. აღარ შემიძლია. ხალხი არ ხართ? მიშველეთ! – კვნესოდა მშობიარე გოგონა და ცივი ოფლი ასხამდა.
ჰამომ ზედა სამოსი გაიხადა და მაისური შუაზე გახია. შემდეგ დანა ამოიღო, ცხვირსახოცით გაწმინდა და ლუდას უთხრა:
– მომეშველე, ჩვენ უნდა ვამშობიაროთ!
– ჩვენ?!
– ჰო, ჩვენ, თორემ, შეიძლება, დაიღუპოს.
– კი მაგრამ, ჩვენ როგორ უნდა ვამშობიაროთ! მე რომ არაფერი გამეგება ამ საქმეში?
– რასაც გეტყვი, ის გააკეთე! მე მაქვს ამის პრაქტიკა, ერთხელ უკვე ვამშობიარე ქალი მანქანაში! – უთხრა ჰამომ ლუდას და პიავკას ცოლის მშობიარობა გაახსენდა.
ჰამომ მინერალური წყლით ხელები დაიბანა, შემდეგ მშობიარეს ფეხები გააწევინა და უღრიალა:
– გაიჭინთე, ჩქარა გაიჭინთე და იყვირე, ჩუმად ნუ ხარ!
– არ შემიძლია, ძალები არ მაქვს, – ამოიკვნესა მშობიარემ.
ჰამომ სილა გააწნა მშობიარეს და უღრიალა:
– ძალები მოიკრიბე, იყვირე და გაიჭინთე, თორემ, აქ დაგაგდებ და წავალთ! მიდი, სწრაფად!
მშობიარემ ძალები მოიკრიბა, გაიჭინთა და საშინელი ხმით აკივლდა. ჰამომ კი წამოსულ ნაყოფს ხელი ჩაავლო და გამოსწია, შემდეგ, დედას დაანახვა და, სანამ ჭიპლარს მოაჭრიდა, უთხრა:
– გილოცავ, ძვირფასო, ბიჭი გყავს!
ბოხი ხმით მტირალი ახალშობილი ჰამომ გახეული მაისურის ნახევრით გაწმინდა, მეორე ნახევარში კი ჩვილი გაახვია და დედას გაუწოდა, რომ მას ძუძუ მოეწოვებინა, მაგრამ გოგონამ ამოიკვნესა:
– კიდევ ერთია... მიშველეთ!
– ტყუპი? – თქვა ჰამომ და ლუდას მიუბრუნდა, – მაისური გაიხადე და შუაზე გახიე, ტყუპები ყოფილან.
ლუდამ ზედა სამოსი გაიძრო და მკერდშიშველმა მაისური შუაზე გახია. ჰამომ კი მეორე ბავშვიც მშვიდობიანად გამოიყვანა, რომელიც ასევე ბიჭი აღმოჩნდა და, იმავე მანიპულაციების ჩატარების შემდეგ ტყუპისცალს მიუწვინა გვერდით, რომელსაც უკვე ტკბილად ეძინა.
– გმადლობთ, – გაუღიმა ნამშობიარევმა გოგონამ ქალ-ვაჟს, – თქვენ რომ არა, მე და ჩემს ბავშვებს უპატრონოდ გაგვძვრებოდა სული.
– როგორ ხარ, ძვირფასო? – ჰკითხა ჰამომ გოგონას და ცხვირსახოცით შეუმშრალა სახე.
– ბევრად უკეთესად.
– რა გქვია?
– მაშა.
– კიდევ ერთხელ გილოცავ, მაშენკა, ტყუპ ვაჟს.
– გმადლობთ, გაიხარეთ!
– აი, მოვიდნენ, – თქვა ლუდამ და სასწრაფოსკენ გაიშვირა ხელი, რომელმაც „ჯიპთან“ დაამუხრუჭა.
– მშობიარე გოგონა აქაა? – იკითხა ორმოციოდე წლის ექიმმა მამაკაცმა, რომელიც ინტერესით ათვალიერებდა ლუდას შიშველ მკერდს.
– დააგვიანეთ, უკვე ვამშობიარეთ, – უთხრა ლუდამ ექიმს.
– ძალიან კარგი, – თავი დააქნია ექიმმა, – რატომ ხართ შიშველი?
– იმიტომ, რომ მეორე ბავშვი ჩემს მაისურში გავახვიეთ.
– აა, – თავი დააქნია ექიმმა, – გასაგებია, – ჩვილები სად არიან?
– უკანა სავარძლებზე სძინავთ, ექიმო, – უთხრა ჰამომ ექიმს და ჩვილები დაანახვა.
ექთნებმა ახალშობილები სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩააწვინეს. ჰამომ და ექიმმა კი მაშა გადაიყვანეს რეანომობილში. გამომშვიდობებისას გოგონამ ჰამოს უთხრა:
– დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, ღმერთმა გაგახაროთ. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს – ამ ნომერზე დარეკეთ და ჩემს ქმარს ყველაფერი მოუყევით. უთხარით, რომ მომაკითხოს.
– პირველ სამშობიაროში მიგვყავს და იქ მოაკითხოს, – დაამატა ექიმმა.
– შენს ქმარს რა ჰქვია?
– საშა.
– კარგი, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება, – უთხრა ჰამომ მაშას, ლუდამ კი ექიმს „მერსედესის“ გასაღები მისცა და უთხრა: – აი, ექიმო, „ჯიპის“ გასაღები და მაგის ქმარს მიეცით.
სასწრაფო დახმარების მანქანა დიდი სისწრაფით გაქანდა სამშობიაროსკენ. ლუდამ კი ნამშობიარევი გოგონას ქმრის ნომერი აკრიფა:
– საშა ხარ?
– დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით?
– ტყუპ ვაჟს გილოცავ, საშა, შენი ცოლი პირველ სამშობიაროშია და სწრაფად დააწექი!
– გმადლობთ, გმადლობთ! – აყვირდა საშა, ლუდამ კი ტელეფონი დაკეცა, საათს დახედა და თქვა:
– სამი საათი სრულდება, როდისღა ვიჟიმაოთ?
წყვილმა ზედა სამოსი ჩაიცვა, მერე „მერსედესში“ ჩასხდნენ და აგარაკისკენ აიღეს გეზი. ხოლო, ადგილზე რომ მივიდნენ, ოთხი იყო დაწყებული და სანამ შხაპი მიიღეს და მოწესრიგდნენ, ოთხიც შესრულდა.
– არ დავიძინოთ? – უთხრა ლუდამ ჰამოს, უკვე ოთხი საათია.
– გეძინება?
– ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ. არ ვქნათ?
– რა თქმა უნდა, – გაეცინა ჰამოს, გოგონა ხელში აიტაცა და საძინებლისკენ გააქანა...
***
ლუდას მამა ზუსტად დილის 8 საათზე მივიდა აგარაკზე. მას ჰამო შეეგება, ლუდამ კი ძილი შეიბრუნა და წამოდგომა არც კი უცდია.
– გისმენ, ჰამო, რისთვის დამიბარე?
– ვინმე ხომ არ მოგვისმენს? – ჰკითხა ჰამომ გენერალს.
– ნუ გეშინია, ზუსტად ვიცი, რომ არა.
– გენერალო, თქვენი დახმარება გვჭირდება.
– თუკი რამე შემიძლია! – ხელები გაშალა ლუდას მამამ.
– ციხიდან გაქცეული ქურდები ერთ ადგილას არიან დამალულები. მაგრამ იქ მათი დიდხანს ყოფნა არ შეიძლება. ამიტომ, მოსკოვიდან მათ გაყვანაში უნდა დაგვეხმაროთ.
– ეს არცთუ ისე იოლი საქმეა.
– იოლი რომ არაა, თქვენ სწორედ იმიტომ მოგმართეთ.
– ჩემთვისაც კი არაა იოლი, – დააკონკრეტა გენერალმა.
– და მაინც, რამე უნდა მოიფიქროთ.
– ოცივე ერთადაა გასაყვანი?
– არა, ცალ-ცალკე.
– მდაა!.. – თავი გააქნია ლუდას მამამ, – ძალიან საშარო საქმეა. მოსკოვის ყველა გასასვლელი საიმედოდაა გადაკეტილი. სპეციალურ საშვს კი მხოლოდ მინისტრი აწერს ხელს, თორემ, საშვს მოგცემდი და შენ თვითონ გაიყვანდი დაუბრკოლებლად.
– აბა, რა ვქნათ, როდემდე უნდა ისხდნენ ისინი მოსკოვში? ბოლოს და ბოლოს, მათ თქვენი ხალხი მიაგნებს და ვეღარაფერს უშველით.
– ერთადერთი, რაც შემიძლია, ამჟამად გავაკეთო, ისაა, რომ ყველა ქურდი ერთ მიკროავტობუსში ჩავსვათ და ჩემი კორტეჟით გავიყვანოთ მოსკოვიდან, იქიდან კი თვითონ გაიკვლიონ გზა.
– სხვა გზა არაა?
– შენც ხომ კარგად გესმის, რომ არ არის, – მხრები აიჩეჩა გენერალმა და ტელეფონს დახედა, რომელიც რეკავდა. ჰამოს ანიშნა, გაჩუმებულიყო, ტელეფონი გაშალა და უპასუხა:
– გისმენთ!
ნახევარი წუთის შემდეგ ტელეფონი დაკეცა და ჰამოს უთხრა:
– მგონი, გვეშველა. ვფიქრობ, დაგეხმარებით ქურდების მოსკოვიდან გაყვანაში. მაგრამ, ორი-სამი დღე უნდა მაცადოთ, სანამ დავლაგდები.
– რა მოხდა?
– ძველი მინისტრი თანამდებობიდან მოხსნეს და ჯერჯერობით მოვალეობის შემსრულებელი მე ვიქნები, მერე კი, ვინ იცის...
– მანგუსტმა დაგირეკათ?
– ჰო. მე უნდა წავიდე და თავად დაგიკავშირდები.
გენერალი წავიდა. ჰამო საძინებელში დაბრუნდა, ლუდა გააღვიძა და უთხრა:
– არ გეყოფა ამდენი ძილი?
– რა მოხდა, განგაშია თუ ისევ ვინმე მშობიარობს?
– მამაშენი მინისტრად დანიშნეს.
– ყოჩაღ, მამიკო, მომილოცავს!
– მე რას მილოცავ, მამაშენს დაურეკე.
– მერე დავურეკავ, ახლა კი შემეშვი, მეძინება, – თქვა ლუდამ და გადაბრუნდა.
– ლუდაჩკა, ხომ არ გვეჟიმავა?
– ამ სიტყვის გაგონებაზე გოგონა ერთბაშად გამოცოცხლდა, წამოხტა და ჰამოს ეცა:
– რა თქმა უნდა, ამაზე უარს როგორ გეტყვი! მოდი, კვიცო!..
ჰამომ სამოსი გაიძრო და საწოლში ჩაწვა, მაგრამ საძინებლის კარი მოულოდნელად გაიღო და ოთახში ანა შევიდა:
– ჟიმაობთ, ჯიგრებო?
– ისევ შენ ხარ, შე ნაბოზარო? ახლავე აქედან გაეთრიე, თორემ, თუ წამოგარტყი, შუაზე გაგხევ!
– მე კი გავეთრევი, მაგრამ, დეიდა სვეტლანაა აქ და, დედაშენის მაინც მოგერიდოს, – გაეცინა ანას და მტაცებლური მზერა ესროლა ჰამოს, რომელიც უხმოდ უსმენდა დეიდაშვილების დიალოგს.
– წაეთრიე-მეთქი! – იღრიალა აგზნებულმა ლუდამ და დედიშობილა წამოხტა ლოგინიდან, რომ ანას თმაში სწვდომოდა და უმოწყალოდ ეთრია, მაგრამ საძინებლის კარი გაიღო, ლუდას დედა შემოვიდა და ქალიშვილს უთხრა:
– ლუდაჩკა, დედიკო, რა დღეში ხარ? ამ უცხო ყმაწვილის მაინც შეგრცხვეს!
– რისი უნდა შემრცხვეს, დე-დი-კო? – გამოაჯავრა დედიშობილა ლუდამ, – სიშიშვლის თუ ამ ჩათლაშკასთან ჩხუბის?
– ჩხუბის, დედიკო, – არ შეიმჩნია დაცინვა სვეტლანამ, – თორემ, ამ ყმაწვილთან შიშვლად ყოფნის რომ არ გრცხვენია, კარგად ვხედავ.
– შენ თუ გრცხვენია რამის, დე-დი-კო?
– გეყოფა, დედიკო, ნუ ნერვიულობ. ჩვენ ახლავე გავალთ და ხელს არ შეგიშლით, – თქვა სვეტლანამ, ანას ანიშნა, გამომყევიო და საძინებლიდან დააპირა გასვლა, მაგრამ ჰამომ მიაძახა:
– გილოცავთ, ქალბატონო სვეტლანა, თქვენი მეუღლე მინისტრია!
– მინისტრი?
– დიახ, მინისტრი და, კიდევ ერთხელ გილოცავთ!
– ეს ისეთი მიზეზია, რომ აუცილებლად უნდა ვიქეიფოთ. მე და ანა სუფრას გავშლით. თქვენ კი, რომ მორჩებით, შემოგვიერთდით. წამოდი, ანუშკა! – თქვა ლუდას დედამ და დისშვილთან ერთად საძინებლიდან გავიდა.
– ჩათლაშკები! – კბილებში გამოსცრა ლუდამ.
– საყვარელ დედიკოზე რაებს ამბობ? – გაეცინა ჰამოს.
– რომელზე, შენ რომ ლოგინში ჩაგიგორა და თავი გაგაჟიმინა?
– კარგი რა, ლუდა!
– რა – კარგი, ჰამო? შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ! ვერ ვხედავდი, როგორ გიყურებდა? უფლება რომ მოგვეცა, ლოგინში შემოგვიწვებოდა, მაგრამ, ვეღარ მივართვი. დედაჩემის დედაც... მოდი, განვაგრძოთ!
– უხერხულია.
– უხერხული კი არა, სასიამოვნოა, – თქვა ლუდამ, ჰამოს დააცხრა და კოცნა დაუწყო...
ლუდა და ჰამო საათ-ნახევრის მერე ჩავიდნენ ქვევით, სადაც უკვე საუცხოო სუფრა იყო გაშლილი და მაგიდას ნაირნაირი სასმელი ამშვენებდა. სვეტლანა და ანა უკვე საკმაოდ შექეიფიანებულები იყვნენ. წყვილის დანახვაზე სვეტლანამ შვილს უთხრა:
– მაპატიე, დედიკო, მაგრამ უშენოდ დავიწყეთ ქეიფი. შემოგვიერთდით, დალიეთ, ისიამოვნეთ...
– გმადლობთ, დედიკო, სიამოვნება არ გვაკლია, მაგრამ, კიდევ ვისიამოვნებთ, – უთხრა ლუდამ დედამისს და ჰამოსთან ერთად ჭამას შეუდგა.
დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ლუდას სასმლისთვის პირი არ დაუკარებია და არც ჰამოს დაალევინა. სვეტლანამ კი, რომელიც ნაძალადევად უღიმოდა ქალიშვილს, ჰკითხა:
– ლუდაჩკა, დედიკო, რატომ არ სვამთ? პირი მაინც გაისველეთ.
– გმადლობთ, დედიკო, არ გვინდა.
– კოქტეილსაც არ დალევთ?
– კოქტეილს სიამოვნებით გეახლებით, – მოულოდნელად თქვა ლუდამ და დედამისს გაუღიმა, – ისეთ საუცხოო სასმელს ამზადებ, რომ, უარს ვერ ვიტყვი, მაგრამ, ლიმონის შერევა არ დაგავიწყდეს.
– გეკადრება, დედიკო?! – გაიღიმა სვეტლანამ, რომელსაც აშკარად შეეტყო, რომ გახალისდა, – წავალ, მოგიმზადებთ.
სვეტლანა სამზარეულოში გავიდა. ლუდამ კი ანას უთხრა:
– შენ გახარებას, დაიკო, საძინებელში ადი და ჩემი წითელი ბიკინები მომიტანე, თორემ შიშველი ვარ და დედიკო გამიბრაზდება, ასე რომ ჩავხტე აუზში.
– სიამოვნებით, და-ი-კო, – გამოაჯავრა ანამ ლუდა, – შეიძლება, მეც ჩავიცვა შენი რომელიმე საბანაო კოსტიუმი?
– რაზეა ბაზარი, მიდი!
ანა წავიდა, ლუდამ კი ჰამოს უთხრა:
– აქ მე პატარა შოუს მოვაწყობ და არაფერი შეიმჩნიო.
– რა შოუს?
– ნახავ.
პირველი ანა დაბრუნდა და ლუდას ბიკინები მოუტანა. მედვედევამ, რომელსაც მართლა მხოლოდ კაბა ეცვა, ურცხვად გაიძრო სამოსი და საბანაო კოსტიუმი მოირგო. ამ დროს ლანგარზე დაწყობილი ოთხი კოქტეილით სვეტლანაც გამოჩნდა. მან ყველას სათითაოდ ჩამოურიგა კოქტეილებით სავსე ჭიქები:
– აბა, გასინჯეთ, ახალგაზრდებო!
ლუდამ თავისი კოქტეილი აიღო და პირთან მიიტანა, მაგრამ არ დალია. დედამისს, რომელიც თვალს არ წყვეტდა ქალიშვილს უთხრა:
– დედიკო, გასუქდი?
– გავსუქდი? – შეიცხადა სვეტლანამ, – რას სულელობ, ლუდა?
– აშკარად გასუქებული ხარ, დედიკო, – თავისას არ იშლიდა ლუდა, ანას მიუბრუნდა და უთხრა, – ერთი კარგად შეხედე, ანუშკა, ხომ მართლა გასუქებულია დეიდაშენი?
– რას სულელობ, შვილო? – წამოწითლდა სვეტლანა, – გავსუქდი კი არა, სისტემატურად ვაკონტროლებ ჩემს წონას. ამ დილით რომ ავიწონე, ზუსტად 55 კილოგრამი ვიყავი.
– ნუ გვატყუებ, დედიკო. აბა, ერთი ადექი და დატრიალდი, მე და ანუშკა კი შეგაფასებთ, – უთხრა ლუდამ სვეტლანას, რომელიც აშკარად წყობიდან იყო გამოსული, მაგრამ შვილს მექანიკურად დაემორჩილა. ლუდამ ისარგებლა იმით, რომ დედამისისა და ანას ყურადღება სუფრის გარეთ გადაიტანა, თავისი კოქტეილი სვეტლანას დაუდო, მისი კი თვითონ აიღო და უთხრა: – დატრიალდი ერთი, დატრიალდი, ჩემო მსუქანო დედიკო!
სახეწამოჭარხლებული სვეტლანა მსუბუქად დატრიალდა, ლუდამ კი გულიანად გადაიკისკისა და თქვა:
– ეეჰ, ჩემო გოიმო დედიკო, ხომ კარგად გაგაცურე! მსუქანი კი არა, იდეალური აღნაგობა გაქვს! გეხუმრე, გეხუმრე...
შვილის სიტყვებზე სვეტლანა ერთბაშად გამხიარულდა, სუფრას დაუბრუნდა და ქალიშვილს უთხრა:
– მე კი მართლა ვიფიქრე, რომ გავსუქდი.
ლუდამ კოქტეილის ჭიქა ასწია და თქვა:
– ამ სასმისით ჩემს მშვენიერ დედიკოს გაუმარჯოს! – შემდეგ კი მოსვა, ჭიქა მაგიდაზე დადგა და დედასა და დეიდაშვილს უთხრა: – თქვენც შესვით, მერე კი ვიცეკვოთ.
სვეტლანამ და ანამ კოქტეილები მოსვეს და ჭიქები მაგიდაზე დადგეს, მაგრამ, ორიოდე წუთში ორივეს მაგრად დაეძინა. ჰამო ხან ჩაძინებულებს უყურებდა, ხან – ლუდას, რომელიც ირონიულად უმზერდა მთაწმინდელს, ბოლოს კი უთხრა:
– და, შენ მიმტკიცებ, რომ დედაჩემი არ გაგიჟიმავს, ხომ? მიხვდი, არა, ჩემი შოუს მიზანს? ამ ძუკნას, – ლუდამ დედამისისკენ გაიშვირა თითი, – იმავეს გამეორება უნდოდა, რომ ისევ ჩაეგორებინე ლოგინში მაგრამ, ვერ მივართვი!
ჰამოს ჩაეცინა, თავი გააქნია და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ლუდამ შეაჩერა და უთხრა:
– ოღონდ, არ მითხრა, რომ ეს ყველაფერი მომეჩვენა. თვალში ნაცრის შეყრას, ჯობია, გამჟიმო, აქვე და ახლა – ასეთი სურვილი მაქვს და უარს ნუ მეტყვი!
ლუდა იქვე გაშიშვლდა და ჰამოსთან ერთად ოთხი საათის განმავლობაში სექსით იყო დაკავებული. როდესაც დაწყნარდნენ, ლუდამ ჯერ საათს დახედა, შემდეგ ჩაძინებულებს შეავლო მზერა და ჰამოს უთხრა:
– 3 საათია. მოდი, სადმე წავიდეთ, ძილს ნუ დავუფრთხობთ ამ ძუკნებს!
წყვილმა შხაპი მიიღო, მერე ტანისამოსი გამოიცვალეს და მანქანით მოსკოვისკენ გაემგზავრნენ. ლუდა საუცხოო ხასიათზე იყო და უხაროდა, რომ დედამისი გააცურა.
– რა უცნაური ურთიერთობა გაქვთ, ლუდაჩკა, – უთხრა ჰამომ გოგონას, – დედა-შვილი ხართ თუ ბოროტი დაქალები?
– სანამ შენ გაგაჟიმინებდა თავს, დაქალებივით ვიყავით, ახლა კი ეგდოს ავრორასთან ერთად და იძინოს!
„ფუი, ამათი ჯიშიც“!.. – შეიგინა გუნებაში ჰამომ, როდესაც ლუდას პასუხი მოისმინა, ხმამაღლა კი უთხრა:
– დედაზე მაინც არ უნდა თქვა ასე.
– დედამ შვილს მჟიმავი უნდა წაართვას?
– რა პახაბნი ხარ, ლუდაჩკა. არადა კაცი რომ შეგხედავს, ვერ იფიქრებს, რომ ასეთი ხარ.
– როგორი ასეთი – პახაბნი თუ სექსის გიჟი?
ჰამოს ჩაეცინა, თავი გააქნია, არაფერი უპასუხა და სისწრაფეს უმატა. მოსკოვის შესასვლელთან მილიციისა და უშიშროების თანამშრომლებმა გააჩერეს, მაგრამ ლუდამ მათ საბუთი უჩვენა, უთხრა, ვინ იყო და გზა განაგრძეს.
– რა კარგია, როდესაც მინისტრი მამა გყავს, – თქვა ლუდამ, – ჰო, მართლა, რაზე მოილაპარაკეთ შენ და მამაჩემმა?
– სპეციალურ საშვს გამომიწერს და ქურდებს მე და შენ გავიყვანთ მოსკოვიდან.
– როდის?
– ორ-სამ დღეში. მითხრა, რომ თვითონ დამიკავშირდება, – უთხრა ჰამომ ლუდას და გზატკეცილების გზაჯვარედინზე შეჩერდა, გოგონას მიუბრუნდა და ჰკითხა: – ახლა, სად წავიდეთ?
– სადმე, ჩინურ რესტორანში. მე ძალიან მშია, შენ?
– მეც. წავიდეთ, – თქვა ჰამომ, მაგრამ მანქანა არ დაუძრავს, რადგან ტელეფონმა დარეკა.
მთაწმინდელმა ათიოდე წამში დაკეცა მობილური და ლუდას უთხრა:
– რესტორანში წასვლა ჩაიშალა – მათემ დარეკა და მითხრა, მოდიო. როგორც ჩანს, რაღაც მოხდა.
– რაღაც მოხდა?
– ჰო, ლუდა, – თავი დააქნია ჰამომ, – საერთოდ, მათე ძალიან უკიდურეს შემთხვევაში მირეკავს ხოლმე. ეტყობა, სწორედ ასეთი უკიდურესი შემთხვევაა. წავედით!
წყვილმა, როგორც ყოველთვის, რამდენიმე საცდელი მანევრი გააკეთა და, რომ დარწმუნდნენ, არავინ უთვალთვალებდა, მათეს კონსპირაციული ბინისკენ აიღეს გეზი. „ჯიპი“ 500 მეტრის მოშორებით გააჩერეს, ფეხით გაემართნენ შენობისკენ და ოცი წუთის მერე უკვე მათესთან იყვნენ.
– რა მოხდა? – ჰკითხა ჰამომ მათეს, როგორც კი კონსპირაციულ ბინაში შედგა ფეხი.
– „ელბრუსი“ გარდაიცვალა.
– რა დაემართა?
– ტუბიკი იყო და ფანტანმა ხია – აბაზანა მისი ფილტვებით და შედედებული სისხლით იყო სავსე, – უთხრა მათემ ქალ-ვაჟს და სასტუმრო ოთახში შეიყვანა.
ტახტზე გაფითრებული ელბრუსის ცხედარი იყო დასვენებული. თავთან სანთელი ენთო და ირგვლივ ქურდები იყვნენ შეკრებილნი. წყვილმა მათ კოლეგის გარდაცვალება მიუსამძიმრა, ჰამომ კი იკითხა:
– რას აპირებთ?
– უნდა დავმარხოთ და, სწორედ ამიტომ დაგიძახეთ თქვენ, – უთხრა პითონმა მთაწმინდელს, – კარგად იცი, რომ ჩვენ აქედან ვერ გავალთ, ამიტომ, ჩვენი ძმა თქვენ უნდა მიაბაროთ მიწას.
– მაგაზე უარს როგორ გეტყვით, – თქვა ჰამომ, – მაგრამ, ერთი პრობლემაა: ამხელა კაცს შეუმჩნევლად ვერ გავიტანთ აქედან; რამეშიც რომ შევახვიოთ ან ჩავდოთ, დიდ ეჭვს გამოიწვევს და, შეიძლება, „დავიწვეთ“.
– ვიცით, – თავი დააქნია პითონმა, – უკვე ვიმსჯელეთ ამაზე და გადავწყვიტეთ, რომ ცხონებული ელბრუსი დავხერხოთ და ისე გავისტუმროთ უკანასკნელ გზაზე.
– დახერხოთ? – თვლები გადმოკარკლა მთაწმინდელმა.
– ჰო, ძამიკო, დავხერხოთ, – მხარზე მოუთათუნა ხელი პითონმა ჰამოს, – ვიცით, რომ დიდი სისასტიკეა და საშინელი შესასრულებელი, მაგრამ, სხვა გზა არ გვაქვს, ასე სჭირდება საერთო საქმეს და იმიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. ამიტომ, მაღაზიიდან ოთხი ცალი ხერხი – „ნაჟოვკა“ და ბევრი მჭრელი პირი უნდა მოიტანოთ.
– მოვიტანთ, მაგრამ ამ საცოდავს ვინ დახერხავს? – ჰკითხა ჰამომ პითონს.
– ყველანი, რიგრიგობით ვიმუშავებთ. ამიტომ, იჩქარე, ძამიკო, და ორი დიდი ჩანთაც მოაყოლე, რომ გვამის ნაწილები ჩავალაგოთ, – მძიმედ წარმოთქვა პითონმა.
ჰამოს მეტი კითხვა აღარ დაუსვამს, ლუდასთან ერთად კონსპირაციული ბინიდან გამოვიდა და რკინეულობის მაღაზიაში ოთხი ხერხი, უამრავი მჭრელი პირი, ორი უზარმაზარი ბრეზენტის ჩანთა, ცელოფნები და ორი ნიჩაბი იყიდა. შემდეგ მანქანაში ჩაალაგა ნაყიდი ნივთები და კვლავ კონსპირაციულ ბინაში დაბრუნდა ლუდასთან ერთად.
– აი, ძმაო, მოვიტანეთ, – თქვა ჰამომ და მანქანაში დატოვებული ნიჩბების გარდა, ყველაფერი დააწყვეს.
ქურდები სათითაოდ გამოემშვიდობნენ გარდაცვლილ კოლეგას და შუბლზე ეამბორნენ. შემდეგ მისი ცხედარი სააბაზანოში გადაიტანეს და აბაზანაში ჩააწვინეს. პითონმა ხერხი აიღო და კოლეგებს უთხრა:
– შემდეგი მოემზადოს. მე თავს მოვკვეთავ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში