კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუთის ტორტის მსხვერპლი


აგათა კრისტი

ერიკულ პუარო ჩელსიში, კინგ-როუდზე თავის მეგობართან, ჰენრი ვონინგტონთან ერთად რესტორან „გმირების თავშესაფარში“ სადილობდა. მისტერ ვონინგტონს უყვარდა ეს რესტორანი. მოლი, მისი საყვარელი ოფიციანტი ვონინგტონს როგორც ძველ მეგობარს ისე მიესალმა და ფილე მოუტანა.

– თქვენ ჩემი გემოვნება იცით, საყვარელო!

– რა თქმა უნდა, თქვენ ხომ აქ ხშირად ხართ, სერ.

– განა ადამიანები ყოველთვის ერთსა და იმავეს ჭამენ? – იკითხა პუარომ, – სხვა კერძს არასოდეს უკვეთავენ?

– მამაკაცები საკუთარი ჩვევების ერთგულები არიან. მრავალფეროვნება ქალებს უყვართ.

– რას გეუბნებოდით? – თქვა ვონინგტონმა, – ქალები აბსოლუტურად უტვინოები არიან, როდესაც საქმე საჭმელს ეხება! – მან ირგვლივ მიმოიხედა, – შეხედეთ, წვერიან მოხუცს, იმ კუთხეში. უკვე ათი წელია აქ სამშაბათობით და ხუთშაბათობით მოდის. თითქმის ავეჯის ნაწილად იქცა, თუმცა არავინ იცის, არც მისი სახელი, არც პროფესია და არც მისამართი.

– დიახ სერ, – დაეთანხმა მოლი, – სამშაბათს და ხუთშაბათს მოდის, მაგრამ წინა კვირას ორშაბათს მოვიდა. შევშფოთდი: ნუთუ დღეს სამშაბათია-მეთქი? მეორე დღესაც ისევ მოვიდა, ასე რომ ორშაბათი გამონაკლისი იყო. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას პრობლემები აქვს.

– რატომ?

– როდესაც ათი წელი კლიენტს ემსახურები, იცი, რა უყვარს და რა – არა. ვერ იტანდა პუდინგს ცხიმით, ასევე თუთას და არასოდეს შეუკვეთავს სქელი სუპი. ორშაბათს კი მან ტომატის სოუსი, ბიფშტექსი, პუდინგი ცხიმში და თუთა შეუკვეთა. შეიძლებოდა, გეფიქრათ, თავადაც არ იცის, რას აკეთებსო!

– ჩემი აზრით, ამას ერთი ახსნა აქვს, – განაცხადა ვონინგტონმა, – ალბათ ძალიან ღელავდა. ისე იყო დადარდიანებული, რომ ყურადღება არ მიუქცევია, რას ჭამდა.

პუარო შეშფოთებული ჩანდა.

სამი კვირის თავზე ის და ვონინგტონი ერთმანეთს მეტროში შეხვდნენ. ვონინგტონმა სხვათა შორის უთხრა, ის მოხუცი კაცი უკვე ერთი კვირაა, რესტორანში აღარ გამოჩენილაო.

სახლში დაბრუნებული პუარო გაზეთში გამოქვეყნებულ გარდაცვლილთა სიას ჩაუჯდა. რაღაცას ეძებდა.

– „ჰენრი რასკოინი, 69 წლის“, – შემიძლია მისგან დავიწყო.

იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით, დეტექტივი ექიმ მაკ-ენდრიუს მისაღებში იჯდა კინგ-როუდზე.

– რასკოინი? – იკითხა მან, – კი, მახსოვს. ექსცენტრიკული მოხუცი. ერთ ძველ სახლში ცხოვრობდა. ყოფილი მსახიობი. მე არ ვმკურნალობდი, მაგრამ როცა შემთხვევა მოხდა, გამომიძახეს და გავიგე ვინც იყო. კიბიდან დაგორდა და კისერი მოიტეხა. ძველი ხალათი ეცვა, გრძელი ქამრით... ეტყობა ფეხი ქამარზე დააბიჯა.

– ნათესავები ჰყავდა? – ჰკითხა პუარომ.

– კი, ძმისშვილი. იგი ბიძას დაახლოებით, თვეში ერთხელ აკითხავდა. მას ჯორჯ ლორიმერი ჰქვია. ისიც ექიმია. უიმბლდონში ცხოვრობს.

– რამდენი ხნის მკვდარი იყო მისტერ რასკოინი, როდესაც თქვენ ნახეთ?

– არანაკლებ 48 და არაუმეტეს 72 საათისა. იგი დილის ექვს საათზე ნახეს, მაგრამ ხალათის ჯიბეში წერილი აღმოაჩნდა, რომელიც სამში იყო დაწერილი და იმავე დღეს 9 საათსა და 20 წუთზე მიღებული. კუჭის შიგთავსის გამოკვლევისას გაირკვა, რომ მან საჭმელი სიკვდილამდე ორი საათით ადრე ჭამა. მე იგი დილის ექვს საათზე გამოვიკვლიე. ისე, ჩანდა, რომ სამოცი საათის მკვდარი იყო. ყველაფერი ემთხვევა.

– ბოლოს როდის ნახეს?

– სამში საღამოს, დაახლოებით შვიდზე, კინგ-როუდზე. სამშაბათი იყო და იგი რესტორანში სადილობდა.

– იმ კაცის გარდა, სხვა ნათესავი ჰყავდა?

– ტყუპისცალი ძმა. საინტერესო ისტორიაა: მათ ერთმანეთი წლების განმავლობაში არ ჰყავდათ ნანახი. მერე ძმამ, ენტონი რასკოინმა ცოლად მდიდარი ქალი მოიყვანა და მსახიობობას თავი დაანება. ამის გამო ძმებმა იჩხუბეს და მეტად ერთმანეთი აღარ უნახავთ. თუმცა, საოცარი დამთხვევაა: ერთ დღეს გარდაიცვალნენ. მეორე ძმა სამ რიცხვში სამ საათზე დაიღუპა. ბევრჯერ გამიგია, რომ ტყუპები ერთ დღეს კვდებიან. მეორე ძმის ცოლი ადრე გარდაიცვალა. რატომ დაინტერესდით ამ საქმით ბატონო დეტექტივო?

– თქვენთვის ეს უბედური შემთხვევაა, ჩემთვის კი საინტერესო თავსატეხი.

– ასეთი ეჭვი რის საფუძველზე გიჩნდებათ, თუ იმ ნათესავზე გაქვთ ეჭვი, გეტყვით, რომ მას ალიბი აქვს. ლორიმერი იმ დღეს ბრიჯს თამაშობდა უიმბლდონში, ცხრის ნახევრიდან შუაღამემდე.

პუარო წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.

– ჰენრი რასკოინს ხელოვნური კბილები ჰქონდა? – მოულოდნელად ჰკითხა ექიმს.

– არა, საკუთარი და მშვენიერ მდგომარეობაში.

– თეთრი და მოვლილი?

– ჰო, ამას მეც მივაქციე ყურადღება, მოხუცებს, ზოგადად, კბილები ჩაყვითლებული აქვთ, ხოლმე. ამას კი თეთრი ჰქონდა. არც ეწეოდა.

„გმირების თავშესაფარში“ პუარომ ის მაგიდა აირჩია, რომელთანაც თავის მეგობართან ერთად იჯდა. იმ საღამოს მასთან ამჯერად სხვა ოფიციანტი მივიდა.

– მოლი შვებულებაშია, – უთხრა მან.

დეტექტივმა მასთან საუბარი მოხუც მისტერ რასკოინზე გააბა.

– მან თქვენთან გარდაცვალების დღეს ისადილა?

– კი, სამშაბათს, სამ რიცხვში.

– გახსოვთ, რა მიირთვა?

– მოიცადეთ... სუპი ბრინჯით, პუდინგი... ტორტი თუთით, ვაშლი და ყველი.

მცირე წინააღმდეგობის შემდეგ პუარომ ამელ ჰილთან, განსვენებული ენტონი რასკოინის სახლმმართველთან შეხვედრას მიაღწია. ის მისტერ რასკოინთან 14 წელი მუშაობდა და ერთგულად ემსახურებოდა. ბუნებრივია, პატრონისგან მცირე საჩუქარს ელოდა, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ანდერძის თანახმად, მისტერ რასკოინი მთელ ფულს ცოლს უტოვებდა. თუ ცოლი მასზე ადრე მოკვდებოდა, მაშინ – თავის ძმას ჰენრის. ანდერძი მრავალი წლის წინ იყო დაწერილი. მის ჰილმა ისიც უამბო, როგორ არ ისურვა მისტერ რასკოინმა თავისი ძმის სახელის გაგონება, ერთადერთ ძმასაც კი უთხრა უარი დახმარებაზე.

იმავე დღეს პუარო სადილობის დროს უიმბლდონში, დორეთ როუდზე, ექიმ ლორიმერის რეზიდენციაში გამოჩნდა. ექიმი სახლში იყო. დეტექტივი კაბინეტში შეიყვანეს. ექიმი საშუალო სიმაღლის გახლდათ, სუფთად გაპარსული, თმები შავი, ხოლო წამწამები თითქმის თეთრი ჰქონდა. პუარომ ექიმს თავისი სავიზიტო ბარათი გაუწოდა. ლორიმერმა თეთრი წამწამები აახამხამა.

– ჩემი კლიენტურა ძირითადად ქალებისგან შედგება, – წარმოთქვა დეტექტივმა, – ქალები პოლიციას არ ენდობიან, არ სურთ, მათი საქმეები საზოგადოების განსჯის საგანი გახდეს. რამდენიმე დღის წინ, ჩემთან ერთი ხანშიშესული ქალი მოვიდა. იგი დიდი ხნის წინ თავის ქმარს წაეჩხუბა და ამის გამო უბედური იყო. ეს ქმარი თქვენი გარდაცვლილი ბიძა, მისტერ რასკოინი იყო.

ჯორჯ ლორიმერი გაწითლდა.

– ბიძაჩემი? სასაცილოა! მისი ცოლი დიდი ხნის წინ მოკვდა.

– საუბარი ენტონი რასკოინზე კი არა, ჩვენს საერთო მეგობარზე ჰენრი რასკოინზეა.

– ძია ჰენრი? იგი დაქორწინებული არ ყოფილა.

– არა იყო, – დარწმუნებით წარმოთქვა პუარომ. იგი ისე იყურებოდა, რომ სინდისის ქენჯნასაც არ გრძნობდა, ამის შესახებ არავინ იცოდა. ამ ქალმა საქორწინო მოწმობა მაჩვენა.

– ფალსიფიცირებულია! – წამოიძახა ჯორჯ ლორიმერმა. მისი სახე შინდისფერი გახდა, – მე ეს არ მჯერა. თქვენ მატყუარა ხართ!

– სამწუხაროა, არა? – ჰკითხა პუარომ. – მკვლელობა სულ ტყუილად ჩაიდინეთ...

– მკვლელობა? – ჩაიბურტყუნა ექიმმა.

– დიახ, – თქვა პუარომ, – ვხედავ, რომ თქვენ დღესაც ტორტი მიირთვით. ცუდი ჩვევაა. რა თქმა უნდა, ამ კენკრაში ბევრი ვიტამინია, მაგრამ სასიკვდილოც შეიძლება აღმოჩნდეს. თუთა, თქვენს კისერზე თოკს ჩამოგაცვამთ, ექიმო ლორიმერ...

პუარომ მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ მისტერ ვონინგტონს გაუღიმა, – აღელვებულ მდგომარეობაში, ადამიანი არასოდეს აკეთებს იმას, რაც მას არ ახასიათებს. ძალიან აფორიაქებული შეიძლება, სადილზე პიჟამათიც გამოცხადდეს, მაგრამ ეს მისი პიჟამა იქნება და არა სხვისი. ადამიანს არ უყვარს სუპი და მას იმიტომ უკვეთავს, რომ იმ დროს სხვა რამეზე ფიქრობს? – სისულელეა. მე გეუბნებით: ფიქრით დამძიმებული ადამიანი ავტომატურად უკვეთავს იმას, რასაც ჩვეულებრივ უკვეთავდა. ამიტომ, მენიუს არევამ მაშინვე დამაფიქრა. რასკოინი ბოლოს საღამოს შვიდ საათზე რესტორანში ნახეს, სიკვდილამდე ორი საათით ადრე. ყველაფერი ემთხვევა: კუჭის შიგთავსი, წერილი... ერთგულმა ნათესავმა წერილი მისწერა, თავად მას კი იმ დროისათვის შესანიშნავი ალიბი ჰქონდა. ყველაფერი უბედურ შემთხვევაზე მეტყველებდა. მართალია, ძია ჰენრი აბსოლუტური ბანკროტი იყო, მაგრამ მას ჰყავდა ძმა, რომელმაც თავის დროზე მდიდარი ქალი მოიყვანა ცოლად. ცოლმა ფული ენტონის დაუტოვა, ენტონიმ ჰენრის, მან კი ნათესავს... ჯაჭვი შეიკრა.

ჰენრი სადილიდან ორ საათში მოკვდა, ან იქნებ საუზმიდან ორ საათში? წარმოიდგინეთ: ჯორჯი სიმდიდრეს ელოდება... ენტონი რასკოინი სადაცაა მოკვდება, მაგრამ მარტო მისი სიკვდილი ჯორჯს არაფერს აძლევს. ჰენრიმ შეიძლება, კიდევ დიდხანს იცოცხლოს. ამიტომ, ის რაც შეიძლება, მალე უნდა მოკვდეს, მაგრამ მხოლოდ ენტონის სიკვდილის შემდეგ და ჯორჯიც ალიბს იმზადებს. ჰენრის ჩვევად ჰქონდა კვირაში ორჯერ, განსაზღვრულ დღეებში ამ რესტორანში ესადილა. ჯორჯი გეგმას ადგენს: იგი ორშაბათს მიდის რესტორანში გადაცმული და შენიღბული. ისე რომ ბიძისგან ვერ გაარჩევ. აინტერესებს, ყველაფერი კარგადაა, თუ არა – იგი ყველას ჰენრი ჰგონია?! ასეა. ახლა კი, უნდა დაელოდოს, როდის ინებებს ძია ენტონი სიკვდილს. იგი ჰენრის წერილს ორში წერს, მაგრამ სამით ათარიღებს. სამში ჰენრისთან მიდის და გეგმა სისრულეში მოჰყავს. ერთი კარგი პანღური და და მოხუცი კიბეზეა დაგორებული. ჯორჯი თავის წერილს პოულობს და გარდაცვლილს ჯიბეში უდებს. შვიდ საათზე იგი გადაცმული, შენიღბული და წვერმიწებებული ისევ რესტორანში მოდის. შემდეგ კი უიმბლდონში გარბის, სადაც მთელი საღამო ბრიჯს თამაშობს. თუმცა, მთავარი მაინც თუთაა.

– თუთა რა შუაშია?

– ჯორჯს დაავიწყდა, რომ მარტო გარეგნული მსგავსება საკმარისი არაა. საჭირო იყო ის ეჭამა, რასაც ბიძამისი მიირთმევდა, ხოლმე. მან კი ის კერძები შეუკვეთა, რომლებიც თავად უყვარდა. თუთა ჩვეულებრივ კბილებს ღებავს. გარდაცვლილის კბილები კი ქათქათა თეთრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ საღამოს ჰენრი რასკოინმა თუთის ტორტი ჭამა. ვიკითხე და ისიც გავარკვიე, რომ მის კუჭში ეს ხილი არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ჯორჯი სულელი გამოდგა და ფალსიფიცირებული წვერი და ულვაშები სახლში შეინახა. მტკიცებულება საკმარისზე მეტი იქნება. მე ვეწვიე მას და ყველაფერი მოვუყევი. ამან გაანადგურა. სხვათა შორის, მაშინაც თუთას ჭამდა. საკუთარმა ღორმუცელობამ დაღუპა.

P.S. აგათა კრისტის ეს ნაწარმოები პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე.


скачать dle 11.3