ანეგდოტები
– მართვის მოწმობის ყიდვის შემთხვევაში‚ უფასოდ გადმოგეცემათ წიგნი „მოძრაობის წესები“.
***
ქალი დაქალს ურეკავს:
– აუუ‚ რა უნდა გითხრა‚ დათოს ცოლმა თავისი ყველა ღალატის შესახებ მომიყვა.
– იმედია‚ ჩაიწერე....
– ხო, აბა იმდენს რა დაიმახსოვრებდა!..
***
ახალი ქართველი სახლში დაღლილი მივიდა და... ცოლთან მეუღლის ვალი ფულით გადაიხადა.
***
– მაინც ვერ გავიგე‚ თაკო რატომ დაშორდა ასეთ კარგ ადვოკატს?
– იმიტომ‚ ჩემო კარგო‚ რომ, კრიზისის დროს შემოსავლის ეფექტურობის ამაღლება მხოლოდ კარგ პროკურორს შეუძლია.
***
– ალო‚ ბატონ გიორგის სთხოვეთ?
– რომელ ბატონ გიორგის? ეს სახლია!
***
თამჩომ სიმღერა ჩაწერა – ბოლოს და ბოლოს, მას უნდა, მკერდს გასცდეს და სერიოზული კარიერა გაიკეთოს.