კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1993 წლის 15 ივლისს, ხუთშაბათ დღეს, 9 საათზე. გვაინტერესებს, რომელ დარგს დაეუფლოს და რა პერსპექტივები ექნება ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენი შვილის კოსმიური მისიაა უცხოეთთან კონტაქტი, ამიტომ იქ წასვლა რაღაც დროით მისთვის აუცილებელია. იქ დაგროვილი ცოდნით, კაპიტალითა და გამოცდილებით, შეუძლია, სამშობლოშიც მიაღწიოს წარმატებას. პროფესიებიდან კი კარგია: ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, სპორტის სფერო, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ქორეოგრაფიის სფერო, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ფსიქოლოგია. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი ძალიან დიდია.

კითხვა: დავიბადე 1970 წლის 18 მარტს. რომელ სფეროში ვიქნები მეტად წარმატებული და ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დავუკავშირო ბედი?

პასუხი: თქვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, ამიტომ, სასიყვარულო პარტნიორებიდან მოერიდეთ კუროს, მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. თქვენთვის ამ მხრივ მისაღებია თხის რქის, ვერძის, კირჩხიბის, მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. პროფესიებიდან კი თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია: მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, სასწრაფო დახმარება, რეანემატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინის სფეროები, კონტროლის პალატა, საგადასახადო საქმე, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო სფერო, პედაგოგიური მოღვაწეობა, ფსიქოლოგიის ფართო სპექტრი, პარაფსიქოლოგია, ფილოსოფია, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება. თუ პრობლემებს დაძლევთ, წარმატების შანსი გაქვთ ასევე პოეზიაში, ლიტერატურაში, ხელოვნების ფართო სპექტრში.

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 9 აპრილს. ნებით თუ უნებლიედ, სიყვარულთან დაკავშირებით, გოგონების მიმართ ვარ პრეტენზიული. გთხოვთ მირჩიოთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანთან ვიქნები ბედნიერი და თუ შეიძლება ამიხსნათ ჩემი პრეტენზიულობის მიზეზი.

პასუხი: თქვენ ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. ვერძები ძალიან პრეტენზიულები არიან პარტნიორების მიმართ. ქალის მიმართ თქვენი მოთხოვნათა ნუსხა ძალიან დიდია. ამიტომ, თუ პარტნიორი ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ანუ ვერ არის კარგი დიასახლისი, კარგი გარეგნობის და ასე შემდეგ ცხადია, თქვენ ქვეცნობიერად უგულვებელყობთ მას. თუ რაიმეს მოინდომებთ აუცილებლად გამოგივათ. აქედან გამომდინარე, უნდა შეძლოთ და თქვენი მოთხოვნილებები ცოტათი შეარბილოთ. ძალიან ძნელია თქვენს ასაკში პრეტენზიულობის დაკმაყოფილება. სასიყვარულო პარტნიორებიდან კი კარგია თქვენთვის ურთიერთობა შემდეგი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან: ვერძთან, ტყუპებთან, მერწყულთან, მშვილდოსანთან. მოერიდეთ ურთიერთობას ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან, რათა პრობლემებს აარიდოთ თავი. ასევე, არა უშავს ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან ურთიერთობასაც, რადგან ის კარგი დიასახლისია და შარმიც გააჩნია.

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 16 ოქტომბერს, 15 საათზე. მაინტერესებს იუპიტერისა და თეთრი მთვარის მდებარეობა ჩემს ზოდიაქოში. იქნებ მიპასუხოთ?

პასუხი: თქვენ სასწორის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. იუპიტერი მდებარეობს მესამე გრადუსში ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში და ასევე, თეთრი მთვარეც. ეს ნიშნავს იმას, რომ რაც მეტად იქნებით ქალწულივით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, ნებისყოფიანი და პრაქტიკული, ასევე, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და მარტოხელა მებრძოლი, საქმეში უღალატო, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამსჭვალული, მით მეტად გააძლიერებთ წარმატების მიღწევის შანსს.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1983 წლის 25 ნოემბერს, პარასკევ დღეს, დილის 5 საათზე. რომელ სფეროში მიაღწევს წარმატებას?

პასუხი: მისთვის კარგია უცხოეთთან კონტაქტი, ამიტომ დროებით იქ ცხოვრება, სწავლა და მუშაობა ძალიან კარგია. პროფესიებიდან მისაღებია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოეზია, ლიტერატურა, მთარგმნელობითი საქმე, ფილოლოგია, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია, სპორტი, პოლიტიკის ფართო სპექტრი. ამ სფეროებში წარმატების მიღწევის შანსი ძალიან დიდი აქვს.


скачать dle 11.3