კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეცნიერებმა ადამიანის ნაწლავური ბაქტერიების დნმ გაშიფრეს


მეცნიერებმა პირველად გაშიფრეს ადამიანის ნაწლავებში მცხოვრები ყველა ბაქტერიის დნმ და გაარკვიეს, რომ თითოეულ ადამიანში ათასობით სხვადასხვა სახეობა ბინადრობს. აქედან ერთდროულად – 160 მაინც. მათი უმრავლესობა იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ორგანიზმთან, რომ დამოუკიდებლად ან ხელოვნურად შექმნილ, თუნდაც ამ გარემოსთან ძალზე მიახლოებულ პირობებშიც კი, ვერ ძლებს.

ამ მიღწევით მეცნიერები იმედოვნებენ ამოხსნან, როგორ მოქმედებს ეს ურთულესი ბიოლოგიური სისტემა ადამიანის ჯანმრთელობაზე. არ გამორიცხავენ, რომ ამის საშუალებით იპოვიან მეთოდს, რომლითაც შესაძლებელი იქნება, წინასწარ განსაზღვრონ და თავიდან აიცილონ დაავადებები – უბრალო წყლულიდან დაწყებული ავთვისებიანი სიმსივნეების ჩათვლით. თუმცა, ეს შესაძლებელი იქნება ხანგრძლივი და რთული მუშაობის შემდეგ. აღმოჩენილია ნაწლავურ მიკრობთა აქამდე უცნობი, მეცნიერებისთვის აბსოლუტურად ახალი სახეობები. ისინი კი, რომლებიც მათთვის ცნობილი იყო, სრულიად შეუსწავლელია, უცნობია მათი ფუნქცია და როლი ადამიანის ორგანიზმში.

მეცნიერები შემდგომ ეტაპებზე თვალს მიადევნებენ მუცლის ღრუს მიკროფლორის ცვლილებას ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში. მათ მდგომარეობას შეადარებენ ავადმყოფობების პერიოდებს. გეგმავენ, გაარკვიონ, არის თუ არა ამ მიმართულებით დიდი განსხვავება სხვადასხვა რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა შორის.


скачать dle 11.3