ანეგდოტები
 
  
***
  
  
– თეკა შემხვდა...
  
  
– კარგად გამოიყურებაო, თქვეს...
  
  
– ჰო, მაგრად, როგორც ასანთის კოლოფი.
  
  
– ეს როგორ?
  
  
– აბა, რისთვის შემედარებინა, ანალიზზე განავლის წასაღებად მაგაზე უკეთესი ტარა ჯერ ვერ გამოიგონეს.
  
  
***
  
  
ფორთოხალი ბოტკინით დაავადებული კოკორია, რომელიც ცელულიტით იტანჯება.
  
  
***
  
  
წყვილი მოტოციკლით მიქრის.
  
  
– აუ, არ გინდა ასე სწრაფად, მეშინია!
  
  
– შენც, თვალები დახუჭე, როგორც მე...
  
  
***
  
  
– გაიგე, რუსეთში მაგარი ვუნდერკინდი დაბადებულა, 9 წლის ბავშვს სკოლა დაუმთავრებია...
  
  
– მერე, ახლა რას აკეთებს?
  
  
– რას გააკეთებს, არმიაშია – 11 წლისა ჯარში გაიწვიეს.
  
  
***
  
  
წარწერა ექიმი-სტომატოლოგის კაბინეტის კარზე:
  
  
„გაიღიმეთ, შეიძლება, ამას უკანასკნელად აკეთებთ!“
  
  
***
  
  
„იმპოტენციით ჯერ არავინ მომკვდარა, თუმცა, არც არავინ დაბადებულა“.
  
  
  
