კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა მამა-შვილმა ერთმანეთი და სად ეძებს რუსეთში მცხოვრები შვილი 1997 წელს დაკარგულ მამას


29 წლის დავით გურამის ძე შარია ეძებს 55 წლის გურამ კაპიტონის ძე შარიას.

ისტორია: ვეძებ მამას – 1955 წლის 1 იანვარს დაბადებულ გურამ კაპიტონის ძე შარიას. მამაჩემი გაემგზავრა სამშობლოში მშვიდობიანობის დროს. ბოლო წერილი მისგან 1997 წელს მივიღეთ, რომლითაც თავის ადგილსამყოფელს გვატყობინებდა, შემდგომში გაირკვა, რომ წერილში მოწერილი მისამართი საერთო საცხოვრებლის იყო. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მამის პოვნაში.

ინფორმაცია დაკარგულის შესახებ: დაიბადა აფხაზეთში, სიმაღლე 170 სანტიმეტრი, თმა – ტალღოვანი, მუქი ფერის, მუქი ფერის თვალები. ატარებდა ულვაშებს. ბოლო ცნობილი მისამართი: თბილისი, ხუდადოვის ქუჩა ¹173 (1997 წლის მონაცემებით იქ მდებარეობდა საერთო საცხოვრებელი).

– როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი, გვიამბეთ თქვენი ისტორია.

– მამაჩემი აფხაზეთში დაიბადა 1955 წლის 1 იანვარს. შემდეგში რუსეთში გაიცნო დედაჩემი. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მას ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია. საერთოდაც, ბუნებით მამა ძალიან მშვიდობიანი და გულისხმიერი ადამიანია. სოხუმში ის რესტორან „ამრაში“ იყო მუსიკოსი, პარალელურად, მუშაობდა აფხაზეთის სტამბაში. ეს ყველაფერი ხდებოდა ომამდე. ძალიან გვინდა მისი პოვნა. სამწუხაროდ, დღემდე ვერაფერს მივაღწიეთ.

– რატომ ფიქრობთ, რომ მამათქვენი მაინცდამაინც თბილისში დაიკარგა? შეიძლებოდა, აფხაზეთში რომ გადასულიყო, ჰყავდა იქ ნათესაობა?

– ბოლო და ერთადერთი წერილი მამისგან 1997 წელს მივიღეთ, წერილი ეწერა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ბლანკზე. სწორედ ამ წერილით შევიტყვეთ, რომ მამა ცოცხალია და ქალაქ თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. სამწუხაროდ, ამის შემდეგ ჩვენი ყოველი ცდა, დავკავშირებოდით მას, კრახით სრულდებოდა. არ ვიცი, რის გამო, მაგრამ წერილები ადრესატამდე ვერ აღწევდა. ცამეტი წელია გასული მას შემდეგ. შეიძლება, ამჟამად იმ მისამართზე უკვე დიდი ხანია სხვა დაწესებულებაა, ან სხვა ადამიანები ცხოვრობენ. ტერიტორიული სიშორის გამო ვერანაირად ვერ ვახერხებ იმ მისამართზე მისვლას. ძებნაში შეზღუდული ვარ, ამიტომ დიდი იმედი მაქვს თქვენი რუბრიკის და „თბილისელების“ მკითხველის. ხომ შეიძლება, ვინმემ მამა ფოტოთი იცნოს და მის კვალს მივაგნოთ.

– დედათქვენს რა მოსაზრება აქვს მეუღლის დაკარგვასთან დაკავშირებით?

– დედაჩემი ძალიან განიცდიდა. პატარა რომ ვიყავი, ხშირად მაღვიძებდა ღამით მისი ტირილის ხმა. დედა ცდილობდა, მე არ გამეგო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, მაინც განვიცდიდი უმამობას. წლებია გასული მას შემდეგ, რაც მამა ბოლოს გვესაუბრა და მისგან წერილი მივიღეთ. ღმერთმა ქნას, თუკი ცოცხალია და ჯანმრთელადაა, შეიძლება, მას ახალი ოჯახიც ჰქონდეს და მე ნახევარდა ან ნახევარძმაც მყავს, ეს ჩემთვის სასიხარულო იქნებოდა. დედაც იმ აზრზეა, რომ, თუ მამას ვიპოვით და აღმოჩნდება, რომ მას სხვა ოჯახი აქვს, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო აღარ დაგვიკავშირდა, ჩვენ მას ყველაფერს ვაპატიებთ. მთავარია, ის ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს.

– აქამდეც ეძებდით მამას აქტიურად თუ ეს თქვენი პირველი ცდაა? გეხმარებოდათ ვინმე ამ საკითხში?

– საკმაოდ რთული გადასაწყვეტი იყო ჩემთვის მამის ძებნის წამოწყება, თავიდან ვფიქრობდი, საიდან და როგორ დამეწყო. შემდეგ მეგობარმა მირჩია, „ჟდი მენიას“ საიტზე განმეთავსებინა ჩემი განაცხადი და მიმეთითებინა, რომ მამა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ასეც მოვიქეცი, შემდეგ კი დავუკავშირდი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს. მათგან დიდი მხარდაჭერა და გულისხმიერება ვიგრძენი. სწორედ ერთ-ერთი მონაზონი – დედა ელენე მეხმარება ამ დრომდე მამის მოძებნაში. მისი რჩევით დაგიკავშირდით.

– ანუ, გამოდის, რომ თქვენ გამორიცხავთ მამის გარდაცვალებას და იმედოვნებთ, რომ ის რაღაც სხვა მიზეზით აღარ დაგიკავშირდათ მთელი ამ ხნის განმავლობაში?

– დიდი იმედი მაქვს, რომ მამაჩემი ცოცხალია და მე მას ვიპოვი. ყველაფერი ღვთის ხელშია და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ჩვენი ძიება. მამაჩემი ნამდვილად უკონფლიქტო და კეთილი პიროვნება იყო. ვერ წარმომიდგენია, რომ ის შეიძლება, დაღუპულიყო.


скачать dle 11.3