კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ილჰამ ალიევი დუბაიში უძრავ ქონებას შვილების სახელზე იძენს


ამერიკული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2009 წლის დასაწყისში, რამდენიმე კვირის განმავლობაში, დუბაის სანაპიროზე, პალმ ჯუმეირას ელიტარულ კომპლექსში, 11 წლის ბიჭუნას სახელზე 9 საცხოვრებელი სახლის შესყიდვა გაფორმდა, რაც ჯამში 44 მილიონი დოლარი დაჯდა. ბიჭუნას ცნობილი სახელი და გვარი აქვს – ჰეიდარ ალიევი. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ აცხადებს, ბიჭუნასა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვაჟიშვილის დაბადების თარიღი, სახელი და გვარი ერთმანეთს ემთხვევა. აზერბაიჯანის ოფიციალური პირები ჯერჯერობით უარს ამბობენ ამ ინფორმაციის კომენტირებაზე. ილჰამ ალიევის საპრეზიდენტო ანაზღაურება წელიწადში 228 ათასი დოლარია, რაც პალმ ჯუმეირაზე თუნდაც ერთი სახლის შესასყიდადაც კი არასაკმარისია. ეს კომპლექსი ფეხბურთის ვარსკვლავებსა და მულტიმილიონერებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამერიკული პრესა იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ დუბაიში უძრავი ქონება ლეილა და არზუ ალიევების სახელზეც არის გაფორმებული. რაც ყველაზე საინტერესოა, ილჰამ ალიევის ორი ქალიშვილის სახელი, გვარი და წლოვანებაც დაემთხვა დუბაიში უძრავი ქონების მეპატრონეთა მონაცემებს. საბოლოო ჯამში აზერბაიჯანის სამი მოქალაქე, რომლებსაც იგივე სახელი და გვარი აქვთ, რაც ამ ქვეყნის პრეზიდენტის შვილებს, დუბაიში 75 მილიონი დოლარის უძრავ ქონებას ფლობს.


скачать dle 11.3