კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორდი“ ამერიკაში პირველობს


ორწლიანი ვარდნის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტომობილო ბაზარი გამოცოცხლებას იწყებს. 2010 წლის თებერვალში ამ ქვეყანაში 780 265 ავტომობილი გაიყიდა, რაც 13,3 პროცენტით მეტია წინა წლის იმავე პერიოდში გაყიდულთან შედარებით. განსაკუთრებით წარმატებული წლევანდელი თებერვალი „ფორდ მოტორსისთვის“ გამოდგა, რომელმაც, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, პირველად გაყიდა უფრო მეტი ავტომობილი, ვიდრე „ჯენერალ მოტორსმა“. ექსპერტების განცხადებით, ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებლები მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესია და ეს ტრადიციული სეზონური გაყიდვების კლებისა და იაპონური კონცერნის „ტოიოტა მოტორსის“ პრობლემების მიუხედავად მოხდა. „ფორდმა“ 2010 წლის თებერვალში 142 285 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის გაყიდვების მაჩვენებელზე 43 პროცენტით მეტია. „ფორდი“ პირველობისკენ ბოლო 5 თვის განმავლობაში მიდიოდა. ამ ბრენდის წარმომადგენლები საკუთარ წარმატებას მარკეტინგის გაუმჯობესებას უკავშირებენ. მათმა ავტომობილებმა ჯერ „ტოიოტას“ გადაასწრეს, შემდეგ კი ბოლო ათწლეულების უცვლელ ლიდერ „ჯენერალ მოტორსს“. გაყიდვების დინამიკის მიხედვით, „ფორდის“ შემდეგ „სუბარუ“ (38-პროცენტიანი ზრდა) და „ნისანი“ (29 პროცენტი) მოდიან. როგორც მოსალოდნელი იყო, დაზარალებულთა შორისაა „ტოიოტა“ – 2010 წლის თებერვალში 8,7-პროცენტიანი კლებით.


скачать dle 11.3