კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსი ბიზნესმენი ყოველდღიურ ბრიტანულ გაზეთებს 1 გირვანქა სტერლინგად ყიდულობს


რუსმა ბიზნესმენმა, ალექსანდრ ლებედევმა, შეიძინა ორი ბრიტანული გამოცემა: მემარცხენე-ცენტრისტული ყოველდღიური გაზეთი „ინდეპენდენტი“, რომელიც ამ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშუალებაა და ყოველკვირეული „ინდეპენდენტ ონ სანდეი“. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გაზეთებში ის სიმბოლურ საფასურს – 1 გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ლებედევი საკუთარ სამთავრობო ოფისში ქვეყნის პრემიერმა გორდონ ბრაუნმა მიიღო, რომელმაც გავლენიანი მედიასაშუალებების ახალი მესაკუთრის გაცნობა ინება. 1986 წელს დაფუძნებული გაზეთი „ინდეპენდენტი“ გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ პერიოდულ გამოცემად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში მას ფინანსური პრობლემები შეექმნა. ახლა ამ გაზეთის ტირაჟი 92 ათასია, მაშინ, როცა 1989 წელს ის 400 ათასს აღწევდა. რუსმა ბიზნესმენმა უკვე განაცხადა, რომ გამოცემებში რამდენიმე მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტირებას აპირებს. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, სავარაუდოდ, ლებედევი გაზეთებს გააიაფებს და ტირაჟს ამის წყალობით გაზრდის. ალექსანდრ ლებედევი ბრიტანეთში მას შემდეგ გახდა ცნობილი პიროვნება, რაც პოპულარული, მაგრამ წამგებიანი საღამოს გაზეთი „ივნინგ სტანდარტი“ შეიძინა, რომელიც 1827 წლიდან გამოდის. 2009 წლის ბოლოდან ეს გაზეთი უფასო გახდა, მისი ყოველდღიური ტირაჟი კი 250-დან 600 ათასამდე გაიზარდა.


скачать dle 11.3