კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედესი აემჯი“ „ბი ტურბო“, რომელსაც 612 ცხენის ძალა აქვს. გაასწრებს თუ არა ის „ბეემვე ემ5-ს“ ტრასაზე?

პასუხი: თქვენი კითხვიდან გამომდინარე, მხოლოდ ზოგადად შემიძლია, პასუხი გაგცეთ. ალბათ, ტრასაში გულისხმობთ სწორეზე გასწრებას, მაგრამ, გააჩნია, ეს ადგილიდან აჩქარება იქნება თუ გარკვეულ სიჩქარეზე კიდევ აჩქარება. საერთოდ, 0-400 მეტრზე 612-ცხენისძალიანი „მერსედესი“ ასწრებს „ემ5-ს“, შემდომ სიჩქარეზე უკვე ორივე მანქანას 250 კილომეტრ-საათზე სისწრაფის შეზღუდვა აქვთ, ასე რომ მათი ოფიციალური ტესტი უცნობია.

კითხვა: მოდელებიდან: „მერსედეს ესელ 55 აემჯი“, „ესელერი“, „ბეემვე ემ6“ და „ემ5“ – რომელია უფრო სწრაფი? იქნებ, თანმიმდევრულად დამიხასიათოთ?

პასუხი: ჩამოთვლილი ოთხი მოდელიდან, დაახლოებით ერთი კლასის მანქანებია, „ესელერ 55“, „ემ5“ და „ემ6“ და შეიძლება მათი შედარება, ხოლო, რაც შეეხება „ესელერ-მაკლარენს“, ეს სულ სხვა კლასის სუპერკარია, რომელიც ბევრად მაღლა დგას აღნიშნულ მოდელებზე. მოკლედ დაგიხასიათებთ თითოეულ მათგანს: „ესელერ 55 აემჯი“ არის მაღალი კლასის როდსტერი, რომელსაც აქვს ძლიერი ძრავი და შედარებით უფრო სპორტული დაკიდების სისტემა სტანდარტულ „მერსედესებთან“ შედარებით, თუმცა, იგი არ გახლავთ სპორტული ავტომობილი და, ამ თვალსაზრისით, „ემ5“ და „ემ6-თან“ შედარებით მხოლოდ მძლავრ და სწრაფ როდსტერად რჩება. რაც შეეხება „ბეემვე ემ5-სა“ და „ბეემვე ემ6-ს“: ესენიც გახლავთ ძლიერი და სწრაფი „სედანი“ და კუპე, თუმცა, მათში უფრო მეტად ჭარბობს სპორტული ხასიათი, რაც გამოიხატება ამ მანქანებში განთავსებულ ძრავაში, გადაცემათა კოლოფში, დაკიდებაში და ასე შემდეგ. „ესელერ-მაკლარენი“ კი არის ძალიან ძვირად ღირებული სუპერკარი, რომელშიც გამოყენებულია მაღალი ტექნოლოგიები და პარამეტრებით ბევრად სწრაფია, ვიდრე დანარჩენი სამი მანქანა, თუმცა, აქვე დავძენ, რომ არც „ესელერი“ გახლავთ სუფთა „სისხლის“ სპორტული მანქანა, თუ შევადარებთ მის კლასში არსებულ „ფერარის“, „ლამბორჯინისა“ თუ სხვა სპორტულ ავტომობილებს.


скачать dle 11.3