ანეგდოტები
შუა ქუჩაში კაცი დგას‚ მისკენ ავტომობილი მიდის.
– ტრამვაი ხომ არ არის‚ გვერდს ამიქცევს!
მძღოლი:
– ბოძი ხომ არ არის‚ გამეცლება!
***
ტყუილის სამი სახეობა არსებობს: უბრალო ტყუილი, თავხედური ტყუილი და... ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემები.
***
ბავშვობა ის დროა, როცა ყველა უსიამოვნება მშობლების ბრალია.
ასაკოვანი კი მაშინ ხდებით, როცა ყველაფერში ახალგაზრდები არიან დამნაშავენი.
***
– სარა, რა აჩუქე მოშეს დაბადების დღეზე?
– ოქროს საათი, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ შემიძლია.
– ასე ძალიან გიყვარს, რომ შენი ოცნება მოშეს აჩუქე?
– დროებით. საცაა ჩვენს ჭირს წაიღებს, ამით კი მისი ერთადერთი მემკვიდრის უფლება განვიმტკიცე.
***
თუ ქალს საყვარელთან არ გამოუვიდა – „ესე იგი, საბრალო კაცი ზედმეტად ღელავდა“.
თუ ქმართან – „საზიზღარი იმპოტენტი!“
***
ბალერონს სიცრუის დეტექტორზე ამოწმებენ:
– ცეკვის დროს, პარტნიორთან სექსუალური კავშირის სურვილი ხომ არ გიჩნდებათ?
– არა.
– დეტექტორი კი აჩვენებს, რომ ცრუობთ!
– მე კი არა, ეგ ცრუობს. ასობით მოწმე მყავს – სექსი რომ მინდებოდას, ამას ყველა მაყურებელი შეამჩნევდა.
***
ინგლისის ძველ ციხესიმაგრეში შუაღამისას სტუმარი საძინებლიდან გამოვიდა და ჩაბნელებულ კორიდორში კარგა ხნის სირბილის შემდეგ მოჩვენებას შეეჩეხა, რომელმაც გაბზარული ხმით უთხრა:
– მე უკვე მეოთხე საუკუნეა, აქ ვცხოვრობ...
– რა კარგია! თქვენ ნამდვილად გეცოდინებათ, სად არის აქ ტუალეტი...